ჯაკომო კაზანოვა

ჯაკომო ჯილორამო კაზანოვა (იტალ. Giacomo Girolamo Casanova) – შევალიე დე სენგალტი – სათავადაზნაურო ტიტულია, რომელიც მან მიისაკუთრა (2 აპრილი, 1725 წელი, ვენეცია – 4 ივნისი, 1798 წელი, ჩეხეთი) – ცნობილი იტალიელი ავანტიურისტი, მოგზაური და მწერალი.

შეისწავლა რა სამართალი, მას სურდა მიეღო სულიერი ღირსება, მაგრამ სასიყვარულო თავგადასავლებში ჩაიძირა და გაირიცხა სემინარიიდან. ნეაპოლში, რომში, კონსტანტინეპოლსა და პარიზში მოგზაურობის შემდეგ იგი დაბრუნდა ვენეციაში, სადაც ტყუილისა და ღვთისგმობის გამო ჩასვეს სატუსაღოში 1755 წელს. მისი მემუარების მიხედვით, მისი დაპატიმრების მიზეზი გახდა ზოჰარის წიგნი (რომელიც იუდეიზმში დიდი სულიერი ძალის მომცემად ითვლებოდა).

1756 წელს ის გაიქცა პარიზში, სადაც მოიპოვა მდგომარეობა სპეკულაციით და დაიწყო ადგილობრივების პირადი და საზოგადო ცხოვრების შესწავლა. მისი ევროპული ვოიაჟები შეეხო ბერლინსაც, სადაც მას ჰქონდა ვიზიტი ფრიდრიხ დიდთან. ეს შეხვედრა მას აღწერილი ჰქონდა საკუთარ მემუარებში.

1764-1765 წლებში ის იმყოფებოდა რუსეთში და პეტერბურგში შეხვდა ეკატერინე II-ს. შემდეგ ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას, იყო ავსტრალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში და ყველგან ჰქონდა უამრავი თავგადასავალი. მის ნაცნობებში იყვნენ ვალტერი, მოცარტი, გოეთე.

1775 წელს კაზანოვამ მიიღო ვენეციაში დაბრუნები ნებართვა და გახდა ქალაქის საინკვიზიციო ტრიბუნალის აგენტი. თუმცა მალევე, 1782 წელს, მის ალეგორიულ რომანში შეურაცხყოფილი თავადაზნაური გრიმალდის გამო, იძულებული გახდა კვლავ დაეტოვებინა ვენეცია და გაქცეულიყო ჩეხეთში, გრაფი ვალდშტეინის ციხესიმაგრეში დასახლდა. ამ გრაფთან ერთად ის დაკავებული იყო კაბალისტიკითა და ალქიმიით.

ჯაკომოს ძმები – ფრანჩესკო და ჯოვანი – ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ. ფრანჩესკო იყო მხატვარ-პეიზაჟისტი, ჯოვანი კი პორტრეტული ფერწერითა და არქეოლოგიით იყო დაინტერესებული.

1789 წელს კაზანოვამ დაიწყო ფრანგულად მემუარების წერა („ჩემი ცხოვრების ისტორია“, „Histoire de ma vie”), რომელმაც მას დიდება მიუტანა.