ცდუნება

ცდუნება- სედუქცია არის პროცესი რომლის შედეგადაც ადამიანი ცდილობს, მეორე ადამიიანი განზრახ „ააცდინოს გზას“. ცდუნება შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი კონტექსტით.   ცნობილი „მაცდურები“ იყვნენ: ჯაკომო კაზანოვა, დონ ჟუანი, ბიბლიური ევა  და ა.შ.

ცდუნებას და შეცდენას ხშირად მოიხსენიებენ სექსუალურ კონტექსტში.  რაც ნიშნავს: ადამიანის შეაცდენენ და აკეთებინებენ ისეთ საქციელს, რასაც არ გააკეთებდა სექსუალურად აგზნებული, რომ არ ყოფილიყო. ცდუნება დადებითი შინაარსით შეიძლება გამოიყენებოდეს მოხიბვლის სინონიმად.

ცდუნების და შეცდენის მორალური მხარეები ხშირად ხდება განხილვის საგანი, მისი მორალური შეფასება დამოკიდებულია მოცემულ მდგომარეობაზე, გარემო ფაქტორებზე, „მოქმედი“ პირების  მშემდგომ მდგომარეობაზე და ინდივიდუალურ მიდგომაზე.

ისტორიაში და რელიგიებში ცდუნების ფენომენი საკმაოდ ხშირია, ჯერ კიდევ პირველმა ადამიანებმა აცდუნეს ერთმანეთი. ევამ შესთავაზა აკრძალული ხილი ადამს. ევა თავის მხრივ ნაცდუნები იყო გველისგან. ბერძნულ მითოლოგიაში სირინოზები აცდუნებდნენ მეზღვაურებს და გემი დაღუპვისკენ მიჰყავდათ.  კლეოპარამ აცდუნა იულიუს კეისარი და მარკუს ანტონიუსიც,  დიონისე, ბერძნულ მითოლოგიაში ცდუნების და ღვინის ღმერთი იყო.  შეჰერეზადა, ცნობილი სპარსი დედოფალი, რომელმაც სიცოცხლის და დედოფლობის მოპოვებისთვის ათას ერთ ამბის მოგონება – მოთხრობა შეძლო.

ძველ აღთქმაში თუ ადამიანი აცდუნებდა ქალიშვილს ან ცოლად უნდა მოეყვანა, ან მისი ოჯახისთვის კომპენსაციის სახით თანხა უნდა გადაეხადა.

არსებობს საზოგადოებები, რომლის კანონმდებლობით დღესაც  ისჯება მამაკაცი, თუ  აცდუნებს „უბიწო“ ქალს.