დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადი

დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადი (ფრ. Donatien Alphonse François de Sade, 1740-1814წ.) ისტორიაში შევიდა, როგორც მარკიზი დე სადი (marquis de Sade) – ფრანგი არისტოკრატი, მწერალი და ფილოსოფოსი. ის იყო აბსოლუტური თავისუფლების მომხრე, ისეთი თავისუფლების, რომელიც არ შეიზღუდებოდა, არც საზოგადოების აზრით, არც კანონითა და არც რელიგიით. შესაბამისად, დე სადი ცხოვრების ძირითად ღირებულებად მისწრაფებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას მიიჩნევდა.

მისი სახელიდან გამომდინარე სექსუალური დაკმაყოფილების მიღწევას პარტნიორისთვის ტკივილის მიყენების გზით, „სადიზმი“ დაერქვა.

დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადი დაიბადა 1740 წლის 2 ივნისს კონდეების ციხესიმაგრეში პარიზში.

დე სადი სამხედრო პირი იყო, მონაწილეობდა ევროპის შვიდწლიან ომში. 1764 წელს მან დაიკავა მამის ადგილი და გახდა გენერეალური გუბერნატორი ბრესეში, ბიუჟეში, ვალრომსა და ჟეში.

1768 წელს დე სადი დააპატიმრეს და გამოკეტეს სიუმორის ციხესიმაგრეში ფრანგი ქალის როზა კელერის გაუპატიურების გამო. გარკვეული პერიოდი დე სადი დაცვის ქვეშ იმყოფებოდა ციხესიმაგრეში. შემდეგ ბურგუნდიელმა გრაფმა მარემ დე სადი მოსამართლის განაჩენით წამოიყვანა სიუმორის ციხესიმარიდან მიერ-ანსიზის ციხესიმაგრეში, ლიონთან ახლოს. 2 ივლისს დე სადი გადაიყვანეს პარიზში კონსიერჟერის ციხეში, შემდეგ კი მეფე ლუდოვიკო XV-ს ბრძანებით შეწყდა დე სადის დევნა და მას დაეკისრა 100 ლუიდორის გადახდა დაეკისრა ჯარიმის სახით.

1770 წელს დე სადი ისევ ჩაება სამხედრო საქმეში და კავალერიის პოლკოვნიკის წოდება მიიღო.

1772 წლის 27 ივნისს დილის 10 საათზე დე სადი თავის მსახურთან ერთად ავიდა მარიეტ ბორელის ოთახში. მასთან ერთად ოთახში იყვნენ როზა კოსტი, მარიოტე ლოჟე, მარიანა ლავერნი. აღნიშნული სახეები, პოლიციის პროტოკოლის მიხედვით, დე სადთან ერთად დაკავებულები იყვნენ  ფლაგელაციითა და ანალური სექსით, რომელზეც გოგონებმა უარი თქვეს თავიდან, მაგრამ დე სადმა მათ „აღმგზნები კანფეტი“ აჭამა.

შემდეგ დღეს დილის 9 საათზე დე სადი მივიდა მარგარიტა კოსტთან და შესთავაზა მას სოდომია (არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა). ქალმა ამაზე უარი თქვა. შემდეგ მარკიზი მას იგივე „კანფეტით“ გაუმასპინძლდა (სინამდვილეში ეს იყო ერთ ერთი, ჯანმრთელობისთვის მავნე აფროდიაზიაკი). რამდენიმე დღეში ყველა ქალს აღენიშნა ტკივილი მუცელში და ყველა მათგანმა პოლიციაში უჩივლა დე სადს. 4 ივლისს სასამართლომ გასცა მარკიზისა და მისი მსახურის დაპატიმრების ბრძანება. 3 სექტემბერს გამოიტანეს განაჩენი: დე სადისთვის უნდა მოეკვეთათ თავი, მისი მსახური უნდა ჩამოეხრჩოთ ცენტრალურ მოედანზე, ორივეს ცხედარი საჯაროდ უნდა დაეწვათ და ფერფლი გაეფანტათ. 11 სექტემბერს განაჩენი აღსულდა, მოედანზე დაწყვეს დე სადისა და მისი მსახურის ნაცვლად საფრთხობელები, რადგანაც ისინი იტალიაში გაიპარნენ. გაპარვის შემდეგ იტალიაში წასვლამდე დე სადმა დაითანხმა ცოლის და მასთან ერთად გამგზავრებულიყო, ქალი დათანხმდა და მათ შორის იტალიაში გაჩაღდა რომანი. ეს რომ გაიგო მისმა სიდედრმა საფრანგეთის მეფისგან მიიღო ე.წ. Lettre de cachet – ეს იყო სამეფო ბრძანება ნებისმიერი ადამიანის ციხეში ჩასმაზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე. 8 დეკემბერს სარდიზიის მეფის ბრძანებით დე სადი და მისი მსახური ჩასვეს ციხეში, საიდანაც ისინი 5 თვის შემდეგ გაიპარნენ.

1772 წელს გაუქმდა 11 სექტემბრის ბრძანება და დე სადს პატიმრობა მიესაჯა სამუდამოდ. მას ციხეში ეპყრობოდნენ ძალიან ცუდად და  სასტიკად და იქიდანაც გაიქცა.

1776 წელს დე სადი დაბრუნდა ლაკოსტში. ამავე წლის ოქტომბერში მან დაიქირავა ახალგაზრდა მოსამსახურე ქალები. ცოტა ხანში ყველა ქალი გაექცა სახლიდან, ერთის კატერინა ტრილეს (Catherine Trillet) გარდა, რომელსაც დე სადი ჟუსტინას ეძახდა. 17 იანვარს კატერინას მამამ, გაიგო რას აკეთებდა მისი ქალიშვილი მარკიზთან ერთად სიმაგრეში, დე სადს სახალხოდ მოსთოვა შვილი გამოეშვა. უარის შემდეგ გაბრაზებული მამა ციხესიმაგრეში შეიპარა და დე სადს ესროლა, მაგრამ მიზანს ააცილა და დაცვამ დაიჭირა.

13 თებერვალს ინსპექტორმა მარემ დააპატიმრა დე სადი, გამოიყენა რა Lettre de cachet. იგი ვენსენი ციხეში ჩასვეს.

1778 წლის 27 მაისს საფრანგეთის მეფემ დე სადს 1772 წლის 11 სექტემბრის განაჩენის გასაჩივრების საშალება მისცა. 14 ივნისს ის კომისარ მარესთან ერთად ჩამოვიდა ექსში, სადაც დე სადის განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვალეს. ციხეში მას ეპყრობოდნენ ცუდად. დე სადი ციხეში წერდა პიესებს. ცოლის ყოველი ციხეში ვიზიტის დროს დიდი დე სადის მხრიდან გამოვლენილი აგრესიისა და ეჭვიანობის გამო, ცოლმა მალე შეწყვიტა მისი ციხეში მონახულება.

სიკვდილის წინ დე სადმა დაწერა ანდერძი, რომელშიც დაწერა, რომ სიკვდილის შემდეგ სურად დაესაფლავებინათ ტყეში და მისი საფლავისთვის დაეყარათ რკოები, რომ მისი საფლავისკენ მიმავალი გზა დაევიწყებინათ და მისი სახელიც ყველას მეხსიერებიდან ამოშლილიყო.

დე სადი 1814 წლის 2 დეკემბერს  შარანტონში ასთმის შეტევით გარდაიცვალა. ანდერძი დარღვეული იქნა, მისი სხეული ქრისტიანული ტრადიციებით დაასაფლავეს სენ-მორისის სასაფლაოზე. მეორე ვერსიით, მისი სხეული დაკრძალეს საკუთარი მამულის მიყრუებულ კუთხეში.