დოფამინი

დოფამინი არის ორგანული ნივთიერება კატექოლამინების ოჯახიდან, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებში.  დოფამინი შედგება ამინის (NH2) ჯგუფისგან, რომელიც დაკავშირებულია კატექოლის სტრუქტურასთან (დიჰიდროქსიფენილალანინი- აკრონიმით DOPA).დოფამინის სახელწოდებაც მისი შემადგენლობიდან მომდინარეობს.

ადამიანის ორგანიზმში დოფამინი ფუნქციონირებს, როგორც ნეიროტრანსმიტერი. ცნობილია დოფამინის ხუთი სახის რეცეპტორი: D1, D2, D3, D4, D5. დოფამინი გამომუშავდება თავის ტვინის სხვადასხვა ადგილებში მაგ. სუბსტანცია ნიგრა (რუხი ნივთიერება) და  ventral tegmentum (შუა ტვინის ზევით მდებარე ბირთვები)

დოფამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ჯილდოს სანაცვლოდ სწავლაში,  ჯილდოს მიღების დროს ორაგნიზმში გამომუშავდება დოფამინი,  სტიმულანტები: კოკაინი, ამფეტამინები მოქმედებენ დოფამინის სისტემაზე და იწვევენ მათი რაოდენობის მომატებას.

სხვადასხვა კვლევის შედეგებით დადგენილია, რომ ექსტროვერტებში („ჯილდოს მაძებარი ადამიანები“) უფრო მაღალია დოფამინის კონცენტრაცია, ვიდრე ინტროვერტებში.  ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემის) რამოდენიმე მნიშვნელოვანი დაავადება ასოცირებულია დოფამინის კონცენტრაციის დარღვევასთან: პარკინსონის დაავადება, ასაკთან ასოცირებული ტრემორი და მოძრაობის დარღვევები (დაკავშირებულია რუხ ნივთიერებაში  დოფამინის სეკრეტორული ნეირონების რაოდენობის შემცირება), შიზოფრენია – ასოცირებულია დოფამინის მომატებულ რაოდენობასთან და აქტივობასთან პრეფრონტალურ ქერქში. ყურადღების დეფიციტით მიმდინარე ჰიპერაქტიური აშლილობა- ასოცირებულია დოფამინის დაბალ დონესთან, თავის ტვინში.

დოფამინი ხელმისაწვდომია ინტრავენური გამოყენებისთვის, ახასიათებს სიმპათიკური აქტივობა (იწვევს დადებით ქრონოტროპულ მოქმედებას, ზრდის სისხლის წნევას, იწვევს  დადებით ინოტროპულ მოქმედებას გულზე და ა.შ.), თუმცა ინტრავენური დოფამინი ვერ კვეთს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, ამიტომ არ აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები.

თავის ტვინზე მოქმედებს ლ-დოპა (დოფამინის პრეკურსორია), რომელიც გამოიყენება პარკინსონის სამკურნალოდ.

დოფამინი დასინთეზირებულ იქნა პირველად 1910 წელს ჯორჯ ბერგერის  და ჯეიმს ევენსის მიერ ლონდონში.  დოფამინის ფუნქციები კი 1958 წელს ერვიდ კარლსონმა განსაზღვრა რისთვისაც  2000 წელში ნობელის პრემია დაიმსახურა ფიზიოლოგია/მედიცინა – ში.  მან განსაზღვრა, რომ დოფამინი არ იყო მხოლოდ ნორადრენალინის და ადრენალინის პრეკურსორი, არამედ მას გააჩნდა მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

დოფამინის ფორმულაა C6H3(OH)2-CH2-CH2-NH2.

დოფამინი კატექოლოამინების ოჯახს მიეკუთვნება, სინთეზირდება

ლ-თიროზინისგან  და წარმოადგენს ადრენალინის და ნორადრენალინის პრეკურსორს.

დოფამინის ბიოსინთეზი ხდება, როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან ნაწილში.

ლ- თიროზინი გარდაიქმნება, ლ-დოპად, შემდეგ დოფამინად, დოფამინის ნაწილი ადრენალინ, ნორადრენალინად.  დოფამინი „შეიფუთება“ პატარა ბუშტუკებში და ისე ინახება ნეირონებში, საჭიროების შემთხვევაში გამოთავისუფლდება აქსონიდან.  დოფამინის გამოთავისუფლების შემდეგ ხდება მისი უკუმიტაცება  დოფამინ ტრანსპორტერის მიერ (DAT1) შემდეგ ხდება მისი დაშლა მონოამინ ოქსიდაზას მეშვეობით ((MAOA and MAOB) 3,4 დიჰიდროქსიფენილაცეტილის მჟავად.

დოფამინის ფუნქციებია:

  • მონაწილეობს შემეცნებით უნდარში, სწავლაში;

მონაწილეობს აგრეთვე:

  • ყურადღება;
  • მახსოვრობა;
  • ენის გაგება;
  • პრობლემების გადაწყვეტა;
  • გადაწყვეტილებების მიღება;
  • ნებითი მოძრაობები;
  • მოტივაცია;
  • დასჯა და ჯილდო;
  • პროლაქტინის ინჰიბირება (პროლაქტინი იწვევს ლაქტაცია, სექსუალურ დაკმაყოფილებას);
  • მოქმედებს ძილზე;
  • განწყობაზე;
  • სამუშაო მახსობრობაზე.