კაცებს, რომლებსაც ვერ დაასწრებ… ანუ კლავიატურის “კაი ბიჭები”

კაცებს, რომლებსაც ვერ დაასწრებ:

* გინებას კლავიატურის მიღმა;

* აზრის გამოთქმას, ისევ ლანძღვა გინებით;

* გათავებას…

კლავიატურის მიღმა გინება რა ვაჟკაცობააო ალბათ გაიფიქრებთ, თუმცა დიდი გამბედაობა და სითამამე სჭირდება აგინო გოგოებს ვირტუალურ სამყაროში, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი პასუხს ვერ მოგთხოვენ…

აზრის გამოთქმა? რათქმაუნდა აქაც პირველები არიან. რატომ? – იმიტომ რომ ტექსტის წაკითხვა მათთვის საჭირო არ არის, მათთვის ყველაფერი შავი ხვრელივით ნათელი და ჩინურივით გასაგებია, როგორც კი ტექსტს შეხედავენ. ალბათ იტყვით სწრაფად ფიქრობენო, პასუხია არა… ფიქრი რა საჭიროა, საკუთარი აზრი იბადება არა ფიქრის შედეგად, არამედ მეგობრის, ნაცნობის, გამვლელის აზრის გამეორებით.

მალე გათავება? ეს რაღა შუაშია ალბათ ფიქრობთ,  მართლაც… მაგრამ ესენი ხომ ის კაცები არიან, რომლებიც ამაშიც არ დაუთმობენ არავის პირველობას… ეს რომ არ იყოს, ისინი ბუნებით “ფსიხები”  (როგორც თავად აღწერენ საკუთარ პიროვნულობას) არიან და სექსის დროსაც ფსიხდებიან და…. სხვა შემთხვევაში კი ადრენალინ-ნორადრენალინი თავის საქმეს აკეთებენ და ამ კაცებს “არაფერი არ გამოსდით”… მათი იმიჯი მეგობრებში კაზანოვაა – ქალების გულთა მყრობელი, რომელსაც ყველა ქალი ნეტარებით იხსენებს, ან დონ ჯუანი, რომელსაც ქალები სიბრაზისგან მომდგარი თვალცრემლიანები იგონებენ… ყველა შემთხვევაში მილიონობით გულგატეხილი ქალია მათ ანგარიშზე…  ეს მათ აზრით…     მაგრამ რა არის რეალობა? სინამდვილეში რა ხდება?

 სინამდვილეში? – სინამდვილეში ესენი არიან მამაკაცები, რომლებსაც ვერ დაასწრებ…

გინებას,

აზრის გამოთქმას და…

მალე გათავებას…. 

ანუ კლავიატურის “კაი ბიჭები”……