დისოციაციური იდენტურობის აშლილობა

დისოციაციური იდენტურობის აშლილობა,   არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანში წარმოდგენილია ორი ან მეტი იდენტურობა ან პიროვნულობა, რომლებიც რეკურენტულად ახდენენ გავლენას ადამიანის ქცევაზე.  დიაგნოზისთვის აუცილებელია ორი განსხვავებული იდენტურობა ან პიროვნულობის არსებობა (ერთი შეიძლება იყოს მასპინძელი).         ამ მდგომარეობას თან ახლავს  ეპიზოდური მეხსიერების დაკარგვა, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი დავიწყების ფარგლებს.  მახსოვრობის დაკარგვა აღმოცენდება მაშინ, როდესაც ალტერნატიული იდენტურობა ხდება დომინანტური.  დისოციაციური (დისოაქტიური) აშლილობების მხოლოდ  1 %  ში გვხვდება პიროვნულობის იდენტურობის დისოციაციური აშლილობები. მდგომარეობა იზოლირებულად იშვიათად არის წარმოდგენლილი ადამიანში და ის კომორბიდულია სხვა მენტალურ აშლილობებთან.  მისი დიაგნოსტირება უფრო ხშირია ჩრდილოეთ ამერიკაში, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.

ნიშნები და სიმპტომები – ძირითადი ნიშნებია იდენტურობის შეცვლა და მახსოვრობის დაკარგვა, რომელიც არ არის გამოწვეული, წამლებით ან სხვა სამედიცინო მდგომარეობით, აგრეთვე დისოციაციურ იდენტურობის აშლილობას არ წარმოადგენს ბავშვების მიერ თამაშის დროს განსახიერებული სხვადასხვა პერსონაჟები  (ბავშვების ნორმალური ფანტაზიები).

ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს:

  • მახსოვრობის დაკარგვა;
  • დეპერსონალიზაცია (მდგომარეობა როდესაც პიროვნული იდენტურობის განცდა და რეალობა იკარგება).
  • დეპრესია;
  • დერეალიზაცია;
  • ორი ან მეტი განსხვავებული იდენტურობის განცდა;
  • სუბიექტური დროის განცდის დარღვევა ან გაქრობა;
  • რეტროსპექციები (მოგონებების უეცარი და მოულოდნელი დაბრუნება, ფლეშბექები);
  • პანიკური /შფოთვით შეტევები;
  • იდენტურობის დარღვევა;
  • ხასიათის ცვლილება;
  • მრავლობით მანევრიზმი;
  • ფსევდოგულყრები
  • ფსიქოზის მსგავსი მოვლენები
  • სომატური სიმპტომები
  • განცდა, რომ საკუთარი სხეულის სხვას ეკუთვნის;
  • უმიზეზო გაბრაზება;
  • სპონტანური ექსტაზური მდგომარეობები;
  • სუიციდური და პარასუიციდური ქცევა;
  • აუხსნელი ფობიები.

ასეთ ადამიანებს, ხშირად აქვთ წარსულში ძლიერი სტრესი გადატანილი ან მიჭაჭვულობის დარღვევები.

მკურნალობაში მოიაზრება ფსიქოთერაპიები და მედიკაცია, თუ  კომორბიდულია სხვა დაავადებასთან.  მკურნალობა ხდება ფაზების მიხედვით, პირველი ფაზა მიზნად ისახავს ძირითადი სიმპტომების მოხსნა,  მეორე ფაზის მიზანია მოგონებების და მეხსიერების ექსპოზიცია, ხოლო მესამე ფაზის დროს ხდება იდენტურობასთან კავშირის აღდგენა.

მდგომარეობისგან განკურნება შესაძლებელია, თუმცა თუ კომორბიდულია სხვა დაავადებასთან რეაბილიტაციის პროცესი მეტად გახანგრძლივებულია.