ბოიფრენდი

ბოიფრენდი (boyfriend) -მეგობარი ბიჭი არის მამრობითი სქესის ადამიანი, რომელიც არის მეორე პიროვნების რეგულარული კომპანიონი რომანტიულ და/ან სექსუალურ ურთიერთობებში.  ბოიფრენდი თავის თავში არ მოიაზრებს ისეთ ურთიერთობას, როგორიც ქორწინებაა, თუმცა არც განსაზღვრავს ურთიერთობის მომავალს. 

ბიჭი მეგობარი არ არის დამკვიდრებული ტერმინი საქართველოში, არა რომანტიული და არა სექსუალური ურთიერთობების აღსანიშნავად გამოიყენება უბრალოდ სიტყვა მეგობარი, ხოლო ამას შეესაბამება ინგლისური ტერმინი guy friend.

ტერმინი ბოიფრენდი მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში დამკვიდრდა ქორწინების გარეშე რომანტიული/სექსუალური ურთოერთობების აღნიშვნის მიზნით.