რატომ არ შეგვიძლია სიყვარული?

იქნებ სიყვარულისთვის სუსტები ვართ…

ყველას რომ შეგვეძლოს სიყვარული, ყველას, რომ შეგვეძლოს ერთგულება, ყველას რომ შეგვეძლოს სიმართლე, პატიება, გულწრფელად გაღიმება… ყველას რომ შეგვეძლოს სიყვარული.. მაგრამ ჩვენ უსიყვარულობისთვის ვართ განწირულები…

სილაჩრე ღირსება გვგონია, ღალატი – სიმაგრე, ტყუილი – ცხოვრების წესი, გულწრფელობა – სისუსტე, სექსი მამაკაცებისთვის ღირსების დამტკიცება-განმტკიცება, ქალებისთვის ბოზობა…  

რატომ არ გვინდა 10 წინადადება მაინც ვთქავათ ისე, რომ საკუთარ (ან სხვის) დედას არ ვაგინოთ, fuck, ან ხარის განავალი არ ვახსენოთ…

რატომ არ გვინდა ერთმანეთს პატივი ვცეთ, სითბო და სიყვარულით ვუყუროთ ადამიანებს, რატომ არ გვინდა რასაც ხმალ ამოღებული ვიცავთ (ქრისტიანობა-მართლმადიდებობა), მისი ძირითადი იდეა დავიცვათ – “ღმერთი სიყვარულია”

რატომ არ გვინდა, პირველი ქვის სროლა ვერავინ გავბედოთ,  რატომ არ გვინდა ვაპატიოთ, რატომ არ გვინდა იმ ჭაობიდან ამოსვლა ვეცადოთ რაშიც უკვე დიდი ხანია ვეფლობით, უარეს შემთხვევაში, ვინც ცდილობს ამ ჭაობიდან ამოსვლას, იმას მაინც რატომ ვექაჩებით უკან ჭაობისკენ…

რას ვიცავთ? რას ვცემთ პატივს? რა არის სიწმინდე?  რა გვინდა? საით მივდივართ?

“ღმერთი სიყვარულია” ეს სიტყვები ყველამ ვიცით სახარებიდან, მაგრამ რატომ არ ვიცავთ სიყვარულს? რატომ არ ვიცავთ ღმერთს? ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ, ჩვენ ხომ ღვთის მშობლის რჩეული ერი ვართ, ჩვენ ხომ გამორჩეული ნაცია ვართ, ჩვენ ხომ ყველაზე კარგები ვართ? ჩვენ ხომ ამაყები ვართ ჩვენი სიკარგით და გამორჩეულობით?

რატომ გვაქვს ასეთი აგრესია,  ასეთი სიძულვილი, ასეთი უსიყვარულობა ადამიანების მიმართ? რას ვიცავთ? რატომ ვებრძვით სიყვარულს? რატომ ვებრძვით ღმერთს?

ყველას რომ შეგვეძლოს სიყვარული, ყველას, რომ შეგვეძლოს ერთგულება,  ყველას რომ შეგვეძლოს  პატიება…

მაგრამ ჩვენ უსიყვარულობისთვის ვართ განწირულები…

იქნებ სიყვარულისთვის სუსტები ვართ…