წვა საშოში

საშოში წვის შეგრძნების მიზეზი შეიძლება გახდეს უამრავი ფაქტორი,როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი:

  1. საშოში წვის შეგრძნების ყველაზე ხშირი მიზეზი არის ვულვიტი (გარეგანი სასქესო ორგანოების ანთება), აგრეთვე ალერგიული რეაქცია ლუბრიკანტის შემადგენელ კომპონენტებზე;
  2. ქალებში იშვიათად, მაგრამ არის ხოლმე სპერმაზე ალერგიები, რომელიც აგრეთვე წვით ვლინდება;
  3. საშოს წვის მიზეზებში იმ ქიმიური კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენებაა, რომლებიც უშუალოდ სექსის წინ შიყვანება საშოში. თუმცა კონტრაფციაზე უარის თქმა არ ღირს. ჩვეულებრივ ალერგია არ ვლინდება უშუალოდ ამ კონტრაცეპტივზე, არამედ მისთვის ფორმის მისაცემად დამატებულ კომპონენეტებზე. შესაბამისად, ქალმა კონტრაცეფციის სხვა მეთოდი უნდა გამოიყენოს;
  4. ჰორმონალური ძვრები სქესობრივი მომწიფების, ორსულობის, სტრესის, საკვერცხეების დაავადებების და ენდოკრინული პათოლოგიების დროს შედეგები აისახება საშოს ლორწოვანზე, ვინაიდან ხდება ლორწოვანბის ნაწილობრივი ან სრული ატროფია. ატროფიის დროს იკარგება ძალინ სქელი მფარავი რქოვანა შრე, მცირდება საშოს სეკრეტის გამოყოფა და ვლინდება მომატებული გაღიზიანებადობა (წვის შეგრძნებას მუდამ წინ უსწრებს საშოს სიმშრალე). ამ ყველაფრის გამო საშოს კედლები თხელდება და კარგავს ელასტიურობას, რაც ყველაზე კარგად ჩანს სექსის დროს;
  5. უხეში სექსი აგრეთვე ხდება წვის მიზეზი, რადგან საშოს კედლები ზიანდება;
  6. საშოს ლორწოვანი აგრეთვე ღიზიანდება მასში არსებული გამონაყოფების გამო, მაგ, გონორეის, ცერვიციტის, ენდომეტრიტის, ადნექსიტის დროს).