გინეკომასტია

გინერკომასტია – ეს არის სარძევე ჯირკვლის, ან ჯირკვლების გადიდება, შესიებაა. ჭეშმარიტი გინეკომასტია უშუალოდ სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მატებას უკავშირდება, ცრუ გინეკომასტია კი მასიური ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგება უკავშირდება სიმსუქნის დროს, როცა იზრდება სარძევე ჯირკვლის ზომები.

გინეკომასტიის ძირითადი გამოვლინებაა სარძევე ჯირკვლის ზომებში მატება. ცხიმოვანი ქსოვილისაგან განსხვავებით, ფიბროადენოპლაზიანი გინეკომასტიის დროს წარმოქმნილი ქსოვილი არის უფრო მჭიდრო. გინეკომასტიას ახლავს მტკივნეულობა შეხების დროს. ტკივილი სარძევე ჯირკვლის ქსოვილის საწრაფი ზრდით გამოწვეული ჯირკვლის კაფსულის გაჭიმვის ბრალია. დროთა განმავლობაში ტკივილი შეიძლება გაქრეს.

ჭეშმარიტი გინეკომასტიის მიზეზი არის მამაკაცის ორგანიზმში ქალური ჰორმონების სიჭარბე. ჩვეულებრივ მდგომარეობაში მამაკაცის ორგანიზმში, რა თქმა უნდა არის ს ჰორმონების, მაგრამ ძალზე მცირე კონცენტრაციით, ამასთან ისინი სიმცირის გამო მალევე იშლებიან ღვიძლში.

გინეკომასტიის განვითარებაში მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ესტროგენების დონის მატებას, არამედ მათი სიჭარბე ანდროგენებზე, ანუ როცა ანდროგენების დონე დაბალია ესტროგენების დონეზე. შესაბამისად, გინეკომასტია შეიძლება განვითარდეს არა მხოლოდ ესტროგეგების ჭარბი სინთეზის, არამედ ტესტოსტერონის არასაკმარისი სინთეზის დროსაც.

ესტროგენების სინთეზდება ანდროგენებისგან ცხიმოვან ქსოვილში. აქედან გამომდინარე, სიმსუქნის დროს გინეკომასტიის მიზეზი ხდება პერიფერიულ ცხიმოვან ქსოვილში ანდროგენების ესტროგენებად გარდაქმნა.

საკმადო ხშირად მსგავსი ცვლილებები ჰორმონალურ სფეროში ხდება მაშინ, როცა ორგანიზმი განიცდის დიდ ჰორმონაულ ძვრებს:

  • ახალშობილობის დროს;
  • სქესობრივი მომწიფების დროს (12-15 წელი);
  • 45 წელს ზევით).

ამ პერიოდებში საკმოაოდ ხშირია მამაკაცებში გინეკომასტია და მიზეზი ხშირად ფიზიოლოგიური, ან იდიპათიურია. გინეკომასტიის შედარებით იშვიათი მიზეზებია თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები, საკვეცხეების სიმსივნეები, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეები, კუჭისა და ფილტვის სიმსივნეები და პირველადი ჰიპოგონადიზმი.

გინეკომასტიის განვითარების მიზეზი ხშირად არის მედიკამენტები, უხშირესად ეს არის კორტიკოსტეროიდები და აგრეთვე:

  • ანაბოლური სტეროიდები;
  • შპირონოლაქტონი;
  • ფლუტამიდი;
  • ციმეტიდინი;
  • რანიტიდინი;
  • იზონიაზიდი;
  • ესტროგენული კრემები;
  • მეთილდოფა;
  • მეტოკლოპრამიდი;
  • რეზერპინი;
  • მარიხუანა;
  • თეოფილინი;
  • ამიოდარონი;
  • ნიფედიპინი;
  • ვერაპამილი;
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
  • ფენოთიაზიდები;
  • დიგიტოქსინი;
  • კეტოკონაზოლი;
  • დიაზეპამი;
  • მეთოდოლი;
  • ფენიტოინი;
  • მეტრონიდაზოლი;
  • კაპტოპრილი;
  • ენალაპრილი.

უმრავლეს შემთხვევაში გინეკომასტია თავად რეგრესირებს და სერიოზულ ჩარევას არ საჭიროებს. თუმცა კი ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს, იზრდება სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი.

ჩვეულებრუივ დიაგნოზტიკა ხდება პაციენტის დათვალიერებით და დაავადების გამომწვევი შესაძლო მიზეზის დადგენით. სარწმუნო მიზეზის არ არსებობის შემთხვევაში ატრდებვა სისხლის ანალიზი ტესტოსტერონის, ესტრადიოლის, მალუთეინიზებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის, პროლაქტინის, თირეოტროპინის, ქორიონული გონადოტროპინის დონის დასადგენად, ღვიძლის ფუნქციების გამოკვლევა, აზოტის, კრეატინინისა და შარდოვანას დონის დადგენა. ტესტოსტერონისა და ქორიონული გონადოტროპინის დონის მატებისასა კეთდება სათესლეების ულტრაბგერითი გამოკვლევა და თირკმელზედა ჯირკვლების კომპიუტერული ტომოგრაფია.

ჩვეულებრივ გინეკომასტია გარდატეხის ასაკში თავად რეგრესირებს. ესტროგენების დონის დასაწევად შეიძლება დაინიშნოს ჰორმონალური პრეპარატები – ტემოქსიფენი, კლომიფენი, დანაზოლი, დიჰისროტესტოსტერონი, ტესტოლაქტონი.

ცრუ გინეკომასტიის დროს, ანუ ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგების დროს მამაკაცს აწუხებს კოსმეტიკური დეფექტი. ეს დეფექტი მოცილდება მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიულად. ოპერაციის დროს იღებენ თავად ჯირკვალსაც და მასთან ახლოს მდებარე ცხიმოვან ქსოვილებსაც.