“არა იმრუშო” და ჩვენ

მცნება მეშვიდე: “არა იმრუშო” , ეს სიტყვები ნებისმიერი მართლმადიდებლისთვის უდიდეს შეზღუდვათა კომპლექსის დასაწყისია, რომლითაც ქრისტიანობაში  ადამიანის სექსუალური აქტივობა რეგულირდება. ჩვენს მიმართ ზოგჯერ გამოითქმება უარყოფითი დამოკიდებულება, ვინაიდან მკითხველთა ნაწილი თვლის, რომ ჩვენი საიტი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო საქმეს ემსახურება, ასეთი ადამიანებისთვის მინდა რამოდენიმე მცირე განმარტება გავაკეთო  და ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატო ამ საკითხის მიმართ. 

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩვენ არ გვაქვს უარყოფით დამოკიდებულება მართლმადიდებლობის მიმართ.  ჩვენ არ ვსაზღვრავთ და ვაწესებთ ადამიანის ქცევის კოდექს, ან ამათუ იმ ქცევის მორალურ ღირებულებას, შესაბამისად არ ვეხებით იმ მორალურ კოდექსს, რომლითაც ქრისტიანი ხელმძღვანელობს.

რა არის ნორმა? – ჩვენი გადასახედიდან, ნორმა არის ის ქცევა, რომელიც არ არღვევს ადამიანის უფლებებს და არც მედიცინის კუთხით არის საზიანო ჯანმრთელობისთვის.

რა არის სწორი? – სწორი არის ის ქცევა რაც ნორმაა.

რა არის მორალურად გამართლებული? -თუ ქცევა არ არღვევს ადამიანის უნივერსალურ უფლებებს, მისი მორალური განსაზღვრება მკვეთრად ინდივიდუალურია.

აქვს თუ არა ადამიანს უფლება მიიღოს სექსუალური განათლება? – აქვს, ვინაიდან ეს მისი უნივერსალური უფლებაა.

აქვს თუ არა ადამიანს ჰქონდეს სექსი ? – აქვს რადგან სქესობრივი აქტივობაც მისი უნივერსალური უფლებაა.

აქვს თუ არა ადამიანს პარტნიორის არჩევის უფლება? – აქვს, ესეც მისი უნივერსალური უფლებაა.

შეიძლება თუ არა მასტურბაცია? – შეიძლება ვინაიდან მასტურბაცია ნორმალური სექსუალობის გამოხატულებად მიიჩნევა.

როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი? – ეს თავად უნდა გადაწყვიტოს.

მართლმადიდებელი  უნდა დაფიქრდეს, სანამ სხვას განიკითხავს, ვინაიდან ქრისტე ამბობს, ნუ განიკითხავ და არ განიკითხები,  უნდა დაფიქრდეს სანამ სხვას “განაჩენს” გამოუტანს, ვინაიდან დაწერილია ნუ განსჯი და არ განისჯები,  მანამდეც უნდა დაფიქრდეს სანამ ბოზებში წავა, ვინაიდან ქრისტე ამბობს, ვინც ქალს გულისთქმით შეხედავს მან უკვე იმრუშაო, ქართველი მართლმადიდებლების უმრავლესობა კი საკმაოდ ხშირად სტუმრობს საროსკიპოებს.  ქართველი კაცი უნდა დაფიქრდეს მანამ, სანამ საკუთარ ან სხვის დედას შეაგინებს, ვინაიდან დაწერილია   პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.”

ქართველი კაცი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, სანამ ცილს სწამებს სხვას მტრობაში, ვინაიდან დაწერილია: “არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა”.

დიდი ბოდიში, მაგრამ ქართველი კაცი უნდა დაფიქრდეს…

ბოდიში იმისთვის, რადგან ვიცი, ჩვენ ქართველებს ფიქრი არ გვიყვარს, არც განათლება არ გვიყვარს, თუმცა რატომღაც ყველას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობა გვიდევს,  არც კითხვა არ გვიყვარს, მაგრამ ყველანი ნაკითხობაზე ვდებთ თავს, ალბათ ისეთივე განათლებულები ვართ როგორიც ნაკითხები…

ჯობია დავფიქრდეთ…