ოყნა და მისი გამოყენების ტექნიკა

ოყნა არის სადიაგნოსტიკო, ან სამკურნალო საშუალება, რომელიც ხშირად გამოიყენება ყოველდღიურობაში სხვადასხვა დანიშნულებით.

მედიცინაში მიჩნეულია, რომ დრო და დრო ორგანიზმი უნდა გასუფთავდეს შლაკებისა და ტოქსინებისაგან. თუმცა ამის გაკეთებას ექიმები არავისგან ითხოვენ და არც არავინ აკეთებს საჭიროების გარეშე, რადგან პროცედურა არც ისე სასიამოვნოა.

ზოგადად ოყნა კეთდება სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მას აკეთებს სახლის პირობებში და სასურველია, მისი გაკეთების ძირითადი პრინციპები იცოდეს ყველამ.

თავად სიტყვა ოყნა ბერძნული წარმოშობისაა და გულისმობს ქმედებას, როცა სწორ ნაწლავში შეიყვანება სითხე.

არსებობს ოყნის რამდენიმე სახე:

  • გამწმენდი;
  • ჰიპერტონული;
  • წვეთოვანი;
  • სახამებლის;
  • მედიკამენტური;
  • ზეთოვანი;
  • მკვებავი;
  • სიფონის;
  • ემულსიის.

მედიცინაში ყველაზე საჭირო არის სიფონის ოყნა, გამწმენდი და მედიკამენტური ოყნები. სიფონის ოყნა ძირითადად გამოიყენება გაუვალობის დროს. გამწმენდი გამოიყენება მსხვილი ნაწლავის გასასუფთავებლად რაიმე სადიაგნოსტიკო ჩარევი, ოპერაციის თუ მშობიარობის წინ. რაც შეეხება მედიკამენტურს, ასეთი ტიპის ოყნის დროს ორგანიზმში სწორინაწლავიდან შედის რაიმე წამალი, რომელიც მოქმედებს ძირითადად ადგილობრივად და ნაწილობრივ სისტემურადაც.

ოყნის გაკეთების დროს ადამიანი მსხვილი ნაწლავი და განსაკუთრებით სწორი ნაწლავი უნდა იყოს ჯანსაღი.

იმათთვის კი, ვინც დარწმუნებულია საკუთარ ჯანმრთელობაში და ოყნა სჭირდება ხშირად, მაგ, ანალური სექსი წინ, მოკლედ მიმოვიხილოთ ოყნის კეთების წესი:

  • პაციენტი წევს მუხლ-იდაყვის პოზაში, როგორც სურათზეა, ან იგივე პოზაში გვერდზე წოლისას და სუნთქვას მუცლით;
  • გამოიყენება ტრადიციული ესმარქის რეზინის წყლის რეზერვუარი;
  • ის ივსება ოთახის ტემპერატურის წყლით და მილში ჩამოიდევნება ცოტა წყალი, როცა ავზს აწევენ ზევით;
  • შემდეგ მილს თავის უნდა ჩაეკეთოს, თუ ჩამკეთი არა აქვს, პლასტმასის დაბოლოებიდან ოდნავ ზემოთ უნდა მოუჭირონ მაგრად მილს თითები, რომ წყალი არ დაიღვაროს;
  • დაბოლოებას ესმევა ვაზელინი, რაიმე კრემი, ან ზეთი და ნელ-ნელ შეიყვანება სწორ ნაწლავში;
  • პროცედუდის ჩამტარებელი იგრძბობს როგორ შეეხება პლასტმასის დაბოლოება ნაწლავის კედელს, ან განავალს და 2-3 სმ-ით უკან სწევს ოყნის დაბოლოებას, რათან წყალმა დაიწყოს ნაწლავში შესვლა;
  • იმისათვის რომ პროცედურა გახდეს მინიმალურად უსიამოვნო, პროცესში უნდა იქნას წარმოებული წრიული მოძრაობები მუცელზე;
  • თუკი ადამიანი გრძნობს გადავსებას და დეფეკაციის სურვილი, უნდა შეწყდეს პროცედურა რამდენიმე წუთით და მერე გაგრძელდეს;
  • პროცედურა მეტად ეფექტურია, როცა წყალი ნაწლავებში ყოვნდება მინიმუმ 10 წუთი. ამის მისაღწევად სასურველია ზურგზე წოლა და ღრმად სუნთქვა.
    ოყნაზე ორგანიზმის რეაქცია ჩნდება 5-10 წუთში;
  • პროცედურის დროს აუცილებელია, რომ ესმარქის ავზში დარჩეს ცოტა წყალი, დარწმუნებული რომ ვიყოთ ნაწლავში ჰაერის მოხვედრისგან;
  • 10 წუთის შემდეგ იცლება ნაწლავები.