ესტროსის ციკლი

ესტროსის ციკლის სახელწოდება წარმოდგება ბერძნულიდან  οἶστρος  და ნიშნავს სექსუალურ სურვილს. ლათ.  Oestrus. ესტროსის ციკლი აღნიშნავს ფიზიოლოგიური პროცესების ერთობლიობას, რომელიც ვითარდება ქალის ორგანიზმში სექსუალური (სქესობრივი) მომწიფების შემდგომ, აქვს ციკლური ხასიათი და გამოიხატება რეპროდუქციული ჰორმონების ცვლილებებით.  მიღებულია, რომ ესტროსის ციკლი  იწყება სქესობრივი მომწიფების შემდეგ, ხოლო წყდება ანესტროსის დროს, ან ორსულობებისას.  ესტროსის ციკლი წარმოდგენილია, როგორც ადამიანებს შორის ასევე სხვა ძუძუმწოვრებშიც.   ცხოველების ნაწილში სექსუალური აქტივობა წარმოდგენილია მხოლოდ ესტროსის ციკლის ესტროსის ფაზაში. მაგ. ადამიანებში კი ნებისმიერ დროს. ცხოველებში ესტროსის ფაზას „ახურებასაც“ ეძახიან. ხოლო იმ ცხოველებში, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მენტრუალური ციკლი ,  სქესობრივი აქტივობა აქვთ მაშინაც, როცა ოვულატორული პერიოდი არ აქვთ.  ცოტა ხნის წინ მიიჩნეოდა, რომ ქალს არ აღენიშნებოდა განსხვავებული ქცევა ესტროსის ფაზის დროს, თუმცა ბოლო კვლევებით მიჩნევა, რომ ამ პერიოდში ქალებში გაძლიერებულია სექსუალური ფიქრები და სქესობრივი აქტივობის სურვილი.

ესტროსის ციკლი წარმოდგენილია ოთხი ძირითადი ფაზით:

პროესტრუსი, ესტრუსი, მენსტრუსი და დიესტრუსი.

პროესტრუსი-  ამ ფაზის დროს საკვერცხეში რამოდენიმე ფოლიკული იწყებს ზრდას, ეს პერიოდი ინდივიდუალურია და სხვადასხვა ცხოველებში შეიძლება გაგრძელდეს როგორც ერთი დღე, ასევე სამი კვირა.  ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია მდედრს ჰქონდეს გამონადენი საშოდან, ეს შეიძლება იყოს სისხლიც. ამ პერიოდში მდედრი სქესობრივი აქტისთვის არ არის მზად.

ესტროსი (ესტრუსი)

პერიოდია, როდესაც მდედრს სქესობრივი აქტივობის სურვილი აქვს. ამ პერიოდისთვის შესაძლოა მდედრი გამოხატავდეს ლორდოზის რეფლექსს. როდესაც მდედრი ჩაზნიქავს ხერხემალს, ხოლო უკანა ნაწილს სწევს ზევით.

მენსტრუსი

ამ დროს ეცემა ესტროგენების რაოდენობა, ზოგ სახეობებში ეს პროცესი გამოიხატება მენსტრუაციით.

დიესტრუსი

აპ პერიოდისთვის ყვითელი სხეულის ჩამოყალიბება და აქტივობა გამოხატულია, ის გამოყოფს პროგესტერონს, თუ არ მოხდება ორსულობა და იმპლანტაცია, დიესტრუსის ფაზა წყდება და იწყება ისევ პირველი ფაზა- პროესტრუსი.

ანესტრუსი – არის პერიოდი, რომლის დროსაც სქესობრივი ციკლი ე.წ. მოსვენების ფაზაშია.  ამ ფაზაში ხდება მელატონინის გამოყოფა (თავის ტვინში გირჩისებური სხეულიდან) რომელიც აკონტროლებს ჰიპოთალამუსში გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის პულსურ გამომუშავებას.  ანესტრუსის პერიოდები დგება: ორსულობის, ლაქტაციის,  ძლიერი ავადმყოფობების, ქრონიკული ენერგიის დეფიციტის დროს და რეპროდუქციული ასაკის დასრულების შემდგომ.

გარკვეულ სახეობებში ორსულობის დასრულების შემდგობ პირდაპირ ესტრუსის ფაზა დგება.

ესტრუსის ციკლი სხვა ცხოველებში შეესაბამება ადამიანში მენსტრუალურ ციკლს.

ესტროსის ციკლის სიხშირე სხვადასხვაა სახეობების მიხედვით. მაგ. კატებში, ძროხებში შინაურ ღორებში ატარებს პოლიესტრულ ხასიათს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ცხოველებს ესტროსის ფაზა წელიწადში რამდენჯერმე უდგებათ.

შესაძლებელია სხვადასხვა სახეობები სქესობრივად აქტიურები იყვნენ სეზონის მიხედვით,  შემდოგომაზე ან ზამთარში : ცხვარი, თხა, ირემი. ხოლო სახეობების ნაწილისთვის შესაჯვარებელ პერიოდს წარმოადგენს ზაფხული მაგ. ცხენები და თხუნელები.

იმ ცხოველებს, რომელთაც შესაჯვარებელი პერიოდი აქვთ წელიწადში ორჯერ, მათ დიესტროსები ჰქვიათ. მაგ. ძაღლები.

არსებობენ სახეობები, რომელთაც ესტროსის ციკლი არ აქვთ გამოხატული და მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჰქონდეთ სქესობრივი აქტივობა. მაგ. კურდღლები.

სხვადასხვა ცხოველებს შესაძლოა ჰქონდეთ საშოდან სისხლიანი გამონადენი, თუმცა ეს ზოგ მრავალ შემთხვევაში არ არის მენსტრუაცია.

მაგ. ძაღლებს პროესტრუსის ფაზის დროს აღენიშნებათ სისხლიანი გამონადენი,  ვარაუდობენ, რომ ამ მოვლენას იწვევს 17ბეტა ესტრადიოლის მატება, რაც სისხლძარღვთა კედლის გამავლობას (დიაპედეზი) ზრდის.

ესტროსის ციკლი თუ გაგრძელდა ორსულობით, შემდეგნაირად გამოიყურება:

ანესტროსი, პროესტროსი, ესტროსი, ოვულაცია, იმპლანტაცია, გესტაცია, პარტურიცია, ლაქტაცია,