პენისის თავი

პენისის თავი ანატომიური სტრუქტურაა, რომელიც პენისის დისტალურ ნაწილში მდებარეობს. პენისის თავი ანატომიურად კლიტორის თავის ანალოგიურია.  როგორც წესი პენისის თავი დაფარულია  ჩუჩით ნაწილობრივ ან სრულად, გარდა იმ შემთახვევებისა, როდესაც მამაკაცს ჩატარებული აქვს წინდაცვეთა.

ნორმაში პენისის თავზე მდებარეობს  შარდსადენის ხვრელი. ახალშობილობის პერიოდში, ზოგ შემთხვევაში მოზრდილობაშიც ეს ნაწილი გარშემო დაფარულია ჩუჩით, რაც დამცველობით ხასიათს ატარებს და იცავს შარდსადენის შესავალს ინფექციებისგან.  პე ნისის თავი წარმოდგენილია ეპითელური ქსოვილით, ეს ქსოვილი წარმოადგენს კანის და ლორწოვანის გარდამავალ ფორმას.  აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საპნით ხშირმა დაბანამ შეიძლება გამოიწვიოს პენისის თავის ქსოვილის გამოშრობა და სხვადასხვა არა-სპეციფიური დერმატიტები.

პენისის თავის ანთებას ბალანიტი ჰქვია და წარმოდგენილია მამაკაცების 3-11%-ში.  ხოლო ეს მაჩვენებელი დიაბეტიკ (შაქრიანი დიაბეტი ) მამაკაცებში 35  % მდე აღწევს.  ბალლანიტი ემართება ძირითადად წინდაუცვეთავ მამაკაცებს.  ინფექციების და სხვა ანთებით პროცესების დიაგნოსტიკისთვის ქსოვილიდან ბიოფსიის აღება აუცილებელია.

პენისის თავი წარმოადგენს სპონგიური სხეულის  ქუდისებრ დაბოლოებას.

პენისის თავის ზომები და ფორმები მკვეთრად ვარიაბელლურია.

პენისის თავს მამაკაცთა ნაწილში სოკოს ფორმა აქვს, ნაწილში კი ზონდისებრი, წაგრძელებული.  პენისის თავს გააჩნია ძლიერი ინერვაცია და წარმოადგენს ძლიერ ეროგენულ ზონას.