ამენორეა

ამენორეა მენსტრუალური ფუნქციის ისეთი დარღვევაა, რომლის დროსაც შვილოსნობის ასაკი ქალს (16-45 წელი) არ აქვს მენსტრუაცია და ერთი წელი და მეტხანს. ამენორეა, როგორც წესი, არ არის დამოუკიდებელი დაავადება. ის გენეტიკური, ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური და ფსიქო-ემოციური დარღვევების სიმპტომია.

ამენორეის კლასიფიკაცია იწყება ცრუ და ჭეშმარიტი ამენორეის ცნებების ჩამოყალიბებით. ცრუ ამენორეის დროს ციკლური და ჰორმონალური ცვლილებები საკვერცხეში შენარჩუნებულია, მაგრამ მენსტრუალური გამონადენი საშოდან გარეთ ვერ გამოდის რაღაც ანატომიური წინააღმდეგობის გამო. მაგ, საშოშ ატრეზია, საშვისნოს ყელის ატრეზია, საქალწულე აპკის ატრეზია (ხვრელის არ ქონა). იმის და მიხედვით ეს ანატოლური წინააღმდეგობა რა დონეზეა, მენატრუაციის დროს სისხლი გროვდება ფალოპის მილებში (ჰემატოსალპინგსი), ან საშვილსონოს ღრუში (ჰემატომეტრა), ან საშოში (ჰემატოკოლპოსი).

ჭეშმარიტი ამენორეა ეხება საკვერცხეში მიდმინარე ციკლური პროცესების დარღვევასთან. ამ დროს არ ხდება ოვულაცია და შეუძლებელი ხდება დაორსულება.

მიზეზებზე დაყრდნობით ამენორეა არის ან ფიზიოლოგიური, ან პათოლოგიური. ფიზიოლოგიური ამენორეა არის ჩვეულებრივი მოვლენა (ორსულობა, ლაქტაცია), ან ასაკობრივი (ბავშვობა და მენოპაუზა).

ამის საპირისპიროდ პათოლოგიური ამენორეა არის საგანგაშო სიმპტომი, რომელიც ქალის ორგანიზმაში ფუქნციური და/ან ორგანული დარღვევის ნიშანია.

თუკი მენსტრუაცია არ დგება დასაწყისიდანვე, ანუ გოგონას არა აქვს მენარქე, საუბარი პირველად ამენორეაზეა. იმ შემთხვევაში, როცა რეგულარუი მენსტრაუალური ციკლი წყდება რაღაც მიზეზით, მეორადი ამენორაა სახეზე.

პირველადი ამენორეის მიზეზებია:

  • საკვერცხეების თანდაყოლილი არ აქონა;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის, ან ჰიპოფიზის დარღვევები ნ(მენსტრაულური ციკლის ჩამოყალიბებაში მონაწილე ჰორმონების პრობლემები);
  • რეპროდუქციული ორგანოების განვითარების მანკები.

ძალიან ხშირ შემთხვევაში პირველადი ამენორეის მიზეზი უცნობია. ბევრ პაციენტს პირველადი ამენორეით ანამნეზში აღმოაჩნდა, რომ მის ედადს ან/და დას აგრეთვე ჰქონდა დაგვიანებული მენარქე.

მეორადი ამენორეის უხშირეს მიზეზებად გვევალინება:

  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • მენოპაუზა;
  • სტრესი;
  • ცუდი კვება;
  • ფეპრესია;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • სხეულის წონის დეფიციტი;
  • ძლიერი ფიზიკური დატვირთვა;
  • წონის უეცარი მატება, ან ჭარბი წონა;
  • ჰორმონალური დისბალანსი პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომთან ერთად;
  • ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები;
  • თავის ტვინის ან საკვერცხეების კიბო.

მენსტრუაცია აგრეთვე წყდება საკვერცხეების და/ან საშვილოსნოს ქირურგიული გზით მოცილების შემდეგ.