სკენეს ჯირკვლები (პარაურეთრული ჯირკვლები)

სკენეს ჯირკვლებს სახელი დაერქვა ექიმის – ალექსანდ სკენეს პატივსაცემად, რომელმაც პირველმა აღწერა ეს ჯირკვლები.

ანატომიაში სკენეს ჯირკვლები (ასევე ცნობილია მცირე ვესტიბულური, ან პარაურეთრული ჯირკვლები) განლაგებულნი არიან საშოს წინა კედელთან შარდსადენის ქსოვილებში. იხსნებიან შარდსადენში და შარდსადენი ხვრელის ირგვლივ. ეს ჯირკვლები გარშემორტყმულია იმ ქსოვილებით, რომლებიც მოიცავენ კლიტორს და გრძელდებიან საშოში, შესაბამისად ეს ქსოვილები აგზნების დროს ივსება სისხლით.

ეს არის მამაკაცებში პროსტატის ანალოგი. ამ ჯირკვლების საპროექციო არე საშოში არის G წერტილი. ამ ზონის სტიმულაცია იწვევს ვაგინალურ ორგაზმს. ვაგინალური ორგაზმი შეიძლება აბსოლუტურად დამოუკიდებლად ხდებოდეს, ან თან ახლდეს შარსადენიდან სითხის (სქვირთის) გამოსროლა. აქედან გამომდინარეობს ერთი ჭეშმარიტება – ქალის ორგაზმის საფუძველი არის სკენეს ჯირკვლები.

სკენეს ჯირკვლებს საკმაოდ ცველებადი ანატომია აქვს, შეიძლება სადაც ზემოთ არის აღწერილი იქ არ მდებარეობდეს, ან საერთოდ არ არის განვითარებული, შესაბამისად, ქალების ნაწილს არა აქვს ეაკულაცია და სქვირთი.

სითხე, რომელიც წარმოიქმნება ქალის ეაკულაციის დროს, მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის მსგავსია. მიკროსკოპული სტუქტურა ორივე სკენეს ჯირკვლებისა და პროსტატის სტურუქტურა ერთნაირია, შესაბამისად სკენეს ჯირკვლებმა მიიღეს „ქალის პროსტატის“ სახელი.