გააზრებული სიზმარი (lucid dream)

გააზრებული სიზმარი არის სიზმარი, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია.  ასეთ სიზმრებში ადამიანს შეუძლია გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს, ან მოახდინონ საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება.  გაცნობიერებული სიზმრები საკმაოდ რეალისტური და მკვეთრი შეიძლება იყოს.  გაცნობიერებული სიზმრების დროს თავის ტვინში ბეტა 1 ტალღების აქტივობაა გამოხატული  (13–19 Hz) .   აგრეთვე ცნობილია, რომ გაცნობიერებულ სიზმრებში მონაწილეობას იღებს თავის ტვინის პარიეტალური (თხემის) წილები.  განობიერებული სიზმრები ასევე კავშირშია ცრუ გამოღვიძებასთანაც.

გაცნობიერებული სიზმრები შეიძლება ორი გზით დაიწყოს: 1) როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია 2 ) ღვიძილის მდგომარეობიდან, პირდაპირ გაცნობიერებულ სიზმარში გადასვლა.

ნეირომეცნიერი ალენ ჰობსონი მიიჩნევდა, რომ გააზრებული სიზმრის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნათელ გონებაზე ყოფნას, პირველ ნაბიჯად გონება ახდენს იმის გააზრებას, რომ სიზმარშია.  ეს პროცესი ხდება დორსოლატერალურ პრეფრონტალურ ქერქში (თავის ტვინი), ჩვეულებრივ ეს ნაწილი დეაქტივირებულია ძილის, კონკრეტულად კი რემ (REM) ძილის ფაზაში.  ამ დროს ადამიანი სიზმარს „ ნებას აძლევს“ გაგრძელდეს, თუმცა იაზრებს, რომ სიზმარია. სიზმარი ნაწილობრივ ჰალუცინაციის სახეს იღებს. ამ პროცესებში მონაწილეობენ ამიგდალა, პარაჰიპოკამპული კორტექსი(ქერქი), ხიდი, პარიეტო ოქციპიტალური კავშირი.

გაცნობიერებული სიზმრების თერაპია შეიძლება იქნეს გამოყენებული კოშმარებისგან თავის დასაღწევად. ადამიანი თუ გააცნობიერებს, რომ სიზმარშია, მაშინ ნაკლებ შეწუხებული იქნება კომშმარებისგან.

ფსიქოთერაპევტების ნაწილის აზრით, პაციენტებმა რომელთაც შეძლეს გააზრებული სიზმრების ნახვის შესწავლა, მათ დიდი გაუმჯობესება ჰქონდათ რეალურ ცხოვრებაშიც (ნაკლები დეპრესია, თვითშეფასების მომატება და ა.შ. )~

მიიჩნევა, რომ გააზრებული სიზმრის დროს ადამიანს აქვს შესაძლებლობა ნაწილობრივ განსაზღვროს დრო, ხოლო გაღვიძების შემდგომ შეძლოს სიზმრის შინაარსის ჩაწერა.