პრემენსტრუალური ნიშნები

მენსტრუაციის წინარე, ანუ პრემენსტრუალური ნიშნები ასობითაა, მაგრამ დღეს სტატიაში ჩამოვთვლი მათ შორის ყველაზე ხშირებს.

ფიზიკური სიმპტომები

  • სითხის შეკავება და გაფუების შეგრძნება;
  • ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • თავის ტკივილი;
  • ცვლილებები თმებსა და ფრჩხილებზე;
  • ზურგის ტკივილი;
  • კუნთების და სახსრების ტკივილი;
  • მკერდის ტკივილი;
  • უძილობა, ან ძილის პრობლემები;
  • თავბრუ;
  • დაღლილობა;
  • ღებინება;
  • წონის მატება (1კგ-მდე).

ფსიქოლოგიური სიმპტომები

  • განწყობის სწრაფი ცვალებადობა;
  • გაღიზიანებადობა და ემოციურობა;
  • განწყობის დათრგუნვა;
  • ტირილის მომატებული სურვილი;
  • მოუსვენრობის შეგრძნება;
  • კონცენტრაციის გაძნელება;
  • გულმავიწყობა;
  • დაუწყნარებლობა;
  • თვითშეფასების დაქვეითება.

ქცევითი სიმპტომები

  • სექსისადმი ინტერესის დაკარგვა, ან პირიქით, გაძლიერება;
  • მადის ცვლილებები და საკვებისადმი ლტოლვა.