ჰემოროი (ბუასილი)

ჰემოროი – პროქტოლოგიაში ყველაზე გავრცელებული სისხლძარღვოვანი დაავადებაა. ამ დაავადების დროს ხდება სწორი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის მღიმოვანი (კავერნოზული) სხეულების გაგანიარება. ბევრი ადამიანი უგულებელყოფს ჰემოროის სიმპტომატიკას და ამით დაავადება მძიმე მდგომარეობამდე მიდის.

ჰემოროის ძირითადი სიმპტომები:

  • დეფეკაციის შემდგომი სისხლდენა;
  • ტკივილის დეფეკაციის დროს, ან/და შემდეგ;
  • სწორი ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება;
  • ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა;
  • მოცულობითი წარმონაქმნების წარმოქმნა;
  • ქავილის და დისკომფორტის შეგრძნება ანუსის მიდამოში.

თუკი ამ სიმპტომთაგან ერთი, ან რამდენიმე აღენიშნება ადამიანს სასურველია პროქტოლოგთან ვიზიტი. ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა მინიმალური ინვაზიით  იქნას პრობლემა მოგვარებული.

ჰემოროის კლასიფიკაცია:

  • 1-ლი სტადია – დეფეკაციის დროს სისხლის გამოყოფა ანალური ხვრელიდან, ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნის გარეშე;
  • 2-ე სტადია – ხასიათდება კვანძების გამოვარდნით და მათი დამოუკიდებლად ჩაბრუნებით სწორ ნაწლავში (სისხლდენით, ან მის გარეშე);
  • 3-ე სტადია – კვანძების გამოვარდნა. მათი ცაბრუნება უნდა მოხდეს ხელით (სისხლდენით, ან მის გარეშე);
  • 4-ე სტადია – ჰემოროიდული კვანძების გამუდმებული გამოვარდნა სწორი ნაწლავის ლორწოვანთან ერთად. ამავე დროს კვანძების ჩაბრუნება ვერ ხერხდება (სისხლდენით, ან მის გარეშე).
სტადიები სიმპტომები კლინიკა
1-ლი სტადია   სისხლდენა, დისკომფორტი ჰემოროიდული კვანძები არ გამოდის სწორი ნაწლავიდან, ლორწოვანის სისხძარღვოვანი სურათი გაძლიერებულია
2-ე სტადია   სისხლდენა, კვანძების გამოვარდნა, ქავილი კვანძები ნაწლავიდან გამოვარდნას განიცდის, მაგრამ დამოუკიდებლად უბრუნდება საწყის მდგომარეობას
3-ე სტადია   სისხლდენა, კვანძების გამოვარდნა, ქავილი, ლორწოვანი გამონადენი კვანძები განიცდის გამოვარდნას, უკან არ ბრუნდება დამოუკიდებლას, საჭიროებს ჩარევას
4-ე სტადია   სისხლდენა, კვანძების გამუდმებული გამოვარდნა, ქავილი, დისკომფორტი, სფინქტერის უკმარისობა, ტკივილი კვანძების მუდმივი გამოვარდნა და ბოლოს კვანძების ჩასწორების შეუძლებლობა

დაავადების განსხვავებულ სტატიაზე გამოიყენება მკურნალობის განსხვავებული ტაქტიკა:

  • 1-ლი სტადია – კონსერვატორული ტერაპია, ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია, სკლეროტარაპია;
  • 2-ე სტადია – კონსერვატიული თერაპია, ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია, სკლეროთერაპია, ლატექსის რგოლებით ლიგირება, ნაკერებით ლიგირება, ქირურგიული მოცილება (ჰემოროიდექტომია – ჰემოროიდული კვანძების ამოკვეთა);
  • 3-ე სტადია – ლატექსის რგოლებით ლიგირება, ლორწოვანის ტრანსანალური რეზექცია ლონგოს მეთოდით, კომბინირებული მეთოდები, ჰემოროიდექტომია;
  • 4-ე სტადია – ჰემოროიდექტომია.