აგრესია და ძალადობა

ძალადობა არის ფიზიკური ძალის გამოყენება სხვა ადამიანის(ადამიანების ან ქვეყნის) მიმართ რათა შეასრულებინოს მოძალადემ საკუთარი სურვილი მსხვერპლს. რაც შეეხება აგრესიას, ეს არის ქცევა, რომელიც სხვა ადამიანს(ებს) აყენებს დამცირებას,   ტკივილს, შეურაცყოფას ან  ზიანს. აგრესია შეიძლება იყოს სიტყვიერი(ვერბალური), მენტალური და ფიზიკური.  აგრესია უფრო ფართო ცნებაა ვიდრე ძალადობა.   ვინაიდან ძალადობა თავის თავში ყოველთვის გულისხმობს აგრესიულ ქმედებას, თუმცა  არსებობს არაძალადობრივი აგრესიის ფორმები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ძალადობა ყოველთვის აგრესიაა, თუმცა აგრესია ყოველთვის არ არის ძალადობა. მაგ.: ფარული აგრესია და  სოციალური უარყოფა.

ფარული აგრესია – ვლინდება ძირითადად ქალებში ვიდრე მამაკაცებში და ხდება უმეტესად ნაცნობებს/მეგობრებს შორის.

  • ღალატი – როდესაც ადამიანი დადებულ შეთანხმებას არღვევს ან სიტყვას ტეხავს.
  • გასაჭირში მიტოვება – როდესაც ადამიანი თავს არიდებს და მიატოვებს გასაჭირში მეგობარს.
  • ჭორაობა – ადამიანი სხვის პირად ინფორმაციას გამოააშკარავებს სხვებთან.
  • დამცირება – როდესაც ადამიანი სხვების თვალწინ შეურაცყოფას აყენებს ან ამცირებს სხვას.
  • ტყუილი – როდესაც „აგრესორი“ იტყუება მსხვერპლის შესახებ სხვებთან.

სოციალური უარჰყოფა –  არის მდგომარეობა როდესაც ადამიანი შეგნებულად უარყოფს მეორე ადამიანთან ურთიერთობას და თავს არიდებს  ან ხელს უშლის მის სოციალიზაციას(სოციალურ პროცესებში ჩართვას და მონაწილეობას). არსებობს ინტერპერსონალური და რომანტიული უარყოფა. ადამიანი შეიძლება უარყოფილი იქნეს სხვა ადამიანისგან, ადამიანებისგან ან სოციალური ჯგუფისგან. სოციალური უარყოფა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ქმედებებით:

  • ფიზიკური ძალადობა
  • გაჯავრება
  • დაცინვა/მასხრად აგდება
  • იგნორირება – ეს უარყოფის პასიური ფორმაა და გულისხმობს ადამიანის პიროვნების იგნორირებას საზოგადოებაში.

ადამიანის უარყოფა განსაკუთრებით საშიშია თუ დიდ ხანს გრძელდება, რადგან მას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს: საპასუხო აგრესია, დაბალი თვითშეფასება, დეპრესია, ეულობის მუდმივი განცდა.

სოციალური აგრესიის მიზეზებია განსხვავებული: რასა, რელიგია, სქესი სექსუალობა, შესაძლებლობები და ა.შ..

აგრესიას აქვს თავისი სოციალური  და ბიოლოგიური  საფუძველი.

აგრესიის  განმაპირობებელი  სოციალური ფაქტორებია:

  • სიღარიბე
  • იმედგაცრუება
  • ფიზიკური ტკივილი
  • მედიაში ძალადობის პრომოცია (ტელევიზიაში და პრესაში ძალადობის ამსახველი მასალების გავრცელება).
  • ბავშვებში არასტაბილური გარემო (საცხოვრებელის, სკოლების სხშირი შეცვლა).
  • ფისიკური ან სექსუალური ძალადობა
  • ცხოველების წვალება და მათზე ძალადობა
  • მშობლების და ახლობლების კრიმინალური ქცევა
  • დაბალი სოციოეკონომიური სტატუსი

აგრესიის განმაპირობებელი ბიოლოგიური ასპექტები:

  • ანდროგენები – (მამაკაცის სასქესო ჰორმონები)
  • ანდროგენული ან ანაბოლური სტეროიდების გამოყენება (ზოგჯერ იყენებენ ბოდიბილდერების კუნთების განვითარებისთვის)
  • ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება (მცირე რაოდენობით, პირიქით თრგუნავს აგრესიულ ქცევას)
  • ბარბიტურატების დიდი რაოდენობით მიღება (მცირე რაოდენობით გამოყენება თრგუნავს აგრესიას)
  • კოკაინი
  • ამფეტამინი
  • ფენილციკლიდინი

აგრესიას თრგუნავს სეროტონინი და გამა-ამინო ერბოს მჟავა(GABA). დოფამინი და ნორადრენალინი აძლიერებს  აგრესიას.

აგრესიული ქცევის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ წარსულში გადატანილი თავის ტრავმა.

ბიოლოგიურად მომატებული ანდროგენების დასაქვეითებლად შესაძლებელია ესტროგენების, პროგესტერონის, და ანტიანდროგენების გამოყენება.

აგრესიის გამოვლინებაა ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ბავშვების მიმართ, ზრდასრულების და მოხუცების მიმართ. ძალადობის მსხვერპლნი ხშირად ოჯახის წევრები ხდებიან.

სექსუალური ძალადობა ბავშვებში:

ბავშვების სექსუალური ძალადობის დროს ხდება მათი სექსუალური სტიმულაცია სხვადასხვაგვარი გზით. ბავშვებში სექსუალური ძალადობის ნიშნებია:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების არსებობა
  • გენიტალიების ან ანუსის ტრავმა (არა ყველა შემთხვევაში)
  • რეკურენტული შარდსასქესო გზების ინფექციები
  • სექსუალური აქტივობის გადამეტებული სურვილი თანატოლებთან შედარებით.
  • გენიტალიების და სქესობრივი აქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ქონა.

ეს ნიშნები არ არის ძალიან სპეციფიური და შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული, თუმცა სექსუალური ძალადობის მანიშნებელია გარკვეულ შემთხვევებში.

ბავშვები სექსუალური ძალადობის შემდეგ ხდებიან:

  • დეპრესიულები
  • მათი აკადემიური მოსწრების ხარისხი მკვეთრად იკლებს
  • არიან სევდიანები, აქვთ პიროვნული ცვლილებები
  •  დიზოაქტიური აშლილობები
  • დიდობაში ნარკომანიისკენ მიდრეკილება
  • ძალადობენ საკუთარ შვილებზე.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან საშუალოდ 8-13 წლის ასაკის ბავშვები

სექსუალური მოძალადის მახასიათებლები:

  • 70-90 %-ში მოძალადე იცნობს ბავშვს. 90 % -ში მოძალადე მამაკაცია
  • 50%- ში მოძალადე ბავშვის ნათესავია (მამა, ბიძა, მამინაცვალი და ა.შ.)
  • 50%-ში მოძალადე ბავშვის ოჯახთან დაახლოებული პიროვნებაა.
  • ხშირად მოძალადე ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოქმედების ქვეშაა, ან რეგულარულად იყენებს მას.
  • ხშირად მოძალადეებს აქვთ მატერიალური და სოციოეკონომიური პრობლემები, არ ჰყავთ სათანადო სექსუალური პარტნიორი.
  • ზოგ შემთხვევაში მოძალადე პედოფილია.