მეგობრობა

მეგობრობა არის ინტერპერსონალური ურთიერთობა, რომელიც ხასიათდება ახლო ემოციური ინტიმური ურთიერთობებით. მეგობრებს ერთმანეთის მიმართ აქვთ ის გრძნობა და სიახლოვე, რომელიც არ აქვთ სხვა ადამიანების მიმართ. მეგობრობის ძირითადი მახასიათებლებია:

  • ალტრუიზმის განცდა, სხვისთვის სიკეთის გაკეთების ძლიერი სურვილი
  • სიმპათია და ემპათია, სიმპათია-სოციალური თვისება, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია გაუგოს  სხვას, შევიდეს სხვის მდგომარეობაში და სხვების გრძნობები მიიტანოს გულთან ახლოს.
  • პატიოსნება –  ადამიანის მორალური მახასიათებელია, რომლითაც ადამიანი არ არის ცრუ და მატყუარა. რომელიც არის ალალი, სიმართლისმოყვარე და გულმართალი.
  • ორმხრივი გაგება და თანაგრძნობა, უნარი ერთმანეთს  ემოციური მხარდაჭერა გაუწიონ.
  • ერთმანეთის კამპანიაში გრძნობენ თავს კარგად
  • ენდობიან ერთმანეთს
  • დადებითი თანაზიარობა –  ურთიერთობა დაფუძნებულია თანაბრად გაცემა დაბრუნებაზე.
  • შესაძლებლობა აღიაროს დანაშაული ისე, რომ არ ჰქონდეს გასამართლების შიში.

მეგობრობა ხშირად ეფუძნება სამ ეტაპს:

  • საზიარო საქმიანობა და გეოგრაფიული სიახლოვე
  • ერთგულება და ურთიერთვალდებულებები
  • მსგავსება, საერთო ინტერესები  და ფასეულობები.

მეგობრობის ფორმები:

  • ამხანაგი(კოლეგა, კომპანიონი) – ასეთ შემთხვევაში ადამიანებს აქვთ საერთო ინტერესები მაგრამ ნაკლებია ემოციური კავშირები.  მაგ. ჯგუფელები შეიძლება ლექციების შუალედებში ერთად გადიოდნენ სადილისთვის და ერთობოდნენ ერთად საუბრით და ერთმანეთის კომპანიონობით, მაგრამ საერთო ემოციური კავშირები და ურთიერთობა არ ჰქონდეთ.
  • საუკეთესო მეგობარი (ახლო მეგობარი, ძმაკაცი)- ასეთ შემთხვევებში არსებობს ძლიერი ემოციური კავშირი მეგობერებს შორის. ძლიერი სიახლოვე და ვალდებულებები და საერთო ფასეულობები.
  • სისხლით ძმადნაფიცი – ეს მეგობრობის სახე ორივე სქესის წარმომადგენლებს ეხებათ, როცა ძმობას, დობას ან და-ძმობას სისხლით შეჰფიცავენ ხოლლმე, თუმცა ეს  ტრადიცია საშიშია აივ-ინფიცირების გავრცელების თვალსაზრისით.
  • ბოსტონური ქორწინება: ამერიკაში მე-19 მე-20 საუკუნეში გავრცელებული იყო და აღწერდა ორი ქალის ცხოვრებას მამაკაცის გარეშე. ქალებს შორის არ იყო სავალდებულო სქესობრივი ურთიერთობა.
  • ძმა – (Bro) ამერიკული სლენგი, რომელიც საქართველოშიც დამკვიდრებულია, იხმარება ძირითადად თინეიჯერებს ან ახალგაზრდებს  შორის ახლო მეგობრობის აღსანიშნავად, ხოლო საქართველოში იხმარება მიმართვის ფორმად.
  • ოჯახის მეგობარი- ოჯახთან დაახლოებული პიროვნება
  • მეგობარი,  თანამებრძოლი (Comrade) აღნიშნავენ ადამიანებს, რომელთანაც იყვნენ ან არიან ალიანსში, არიან კოლეგები, სამხედრო სამსახურის მეგობრები და ა.შ. ამ ფორმის  მეგობრობის ამსახველი ნაწარმოებია  ერიხ მარია რემარკის „სამი მეგობარი“.
  • საპირისპირო სქესის მეგობარი-  მეგობარი, რომელთანაც ადამიანს არ აქვს რომანტიული და სქესობრივი ურთიერთობა.
  • წარმოსახვითი მეგობარი – მეგობარი, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და ადამიანის წარმოსახვის ნაყოფია, თუმცა ასეთი მეგობრები ზოგჯერ რეალური არსებები არიან, მაგ. ცხოველები.
  • ინტერნეტ მეგობარი (ვირტუალური მეგობარი) –  სოციალურ ქსელში არსებული მეგობრობის აღმნიშვნელია, თუმცა ხშირად ეს მეგობრობა გრძელდება ვირტუალური სამყაროს მიღმაც.
  • აგენტური მეგობრობა- მეგობრობა, როცა ამ ურთიერთობას იყენებენ პერსონალური ან სამსახუეობრივი მიზნების მისაღწევად.