ინტერპერსონალური ურთიერთობები

ინტერპერსონალური ურთიერთობები არის ორ(ზოგ შემთხვევაში მეტ) ადამიანს შორის ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის და სიმტკიცის  ფლირტიდან დაწყებული ოჯახის შექმნით დამთავრებული.   ინტერპერსონალური ურთიერთობები შეიძლება იყოს განსხვავებული სტატუსით, საქმიანი, მეგობრული სასიყვარულო და ა.შ.   ინტერპერსონალური ურთიერთობები ყალიბდება სოციალურ და კულტურულ ჩარჩოებში, მას შეიძლება განსაზღვრავდეს ტრადიცია, ჩვეულება, კანონი, ორმხრივი შეთანხმება და ა.შ.

ინტერპერსონალური ურთიერთობა როგორც წესი განიხილება ორ ადამიანს შორის, მაგ. რომანტიული სიყვარული, მშობელის-და შვილის ურთიერთობა, თმცა ის შეიძლება იყოს ადამიანს და ჯგუფს შორის,  მაგ. ადამიანი და ოჯახი,  ადამიანს და საზოგადოებას შორის: ქალაქის მერი და მოსახლება,  და უფრო დიდი მაშტაბებისაც კი, მაგ. ერებს შორის  ურთიერთობა.  თუმცა ეს უკანასკნელი ცდება ინტერპერსონალურ ურთიერთობებს და გადადის საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში.

არსებობს სხვადასხვა მოდელები, რომლებიც აღწერენ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, თუმცა მათ შორის საკმაოდ ცნობილია ჯორჯ ლევინგერის  (ცნობილი ფსიქოლოგი) ხუთ ეტაპიანი მოდელი, მისი ხედვით ინტერპერსონალურ ურთიერთობას აქვს დასაწყისი, განვითარება გაუარესება და დასასრული. ეს მდგომარეობები განაწილებულია ხუთ ეტაპად. ამ მოდელში აღწერილია ზრდასრულთა ჰეტეროსექსუალური რომანტიული ურთიერთობა.:

  • ნაცნობობა –  დამოკიდებულია ადამიანების წარსულ ურთიერთობებზე. მაგ. ფიზიკური სიახლოვე, რამდენად ხშირად უწევთ ერთმანეთის ნახვა, შეხვედრა, პირველი შთაბეჭდილება და ა.შ. თუ ამ სტადიაზე ადამიანებს ერთმანეთი მოეწონათ გადადიან შემდეგ ეტაპზე.
  • შექმნა -ურთიერთობის შენების სტადიაა, ამ დროს ადამიანებს უყალიბდებათ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის, ზრუნვის გრძნობა, იზრდება ადამიანებს შორის ნდობა, ამ პერიოდში მძლავრობს ფლირტის ელემენტები და მათი შედეგები დამოკიდებულია ურთიერთობა გადავა თუ არა შემდეგ ეტაპზე.
  • გაგრძელება – ეს ურთიერთობა ხასიათდება ხანგრძლივი მეგობრობით, ურთიერთ მოვალეობებით, რომანტიული ურთიერთობებით ან ქორწინებით. ეს სტადია, როგორც წესი  ხანგრძლივი, სტაბილური პერიოდია. ამ დროს შეიძლება ურთიერთობა უფრო მეტად მტკიცე ხდებოდეს. ამ პერიოდში, ურთიერთობის სიმტკიცისთვის ძლიერ მნიშვნელოვანია ორმხრივი ძლიერი ნდობა.
  • გაუარესება – ეს არ ეხება ყველა ურთიერთობას, თუმცა მათი ნაწილი განიცდის გაუარესებას, უარყოფითი დამოკიდებულება იჩენს თავს, უკმაყოფილობები მატულობს, იკარგება ურთიერთ რწმენა,  ურთიერთობა ასეთ შემთხვევებში ინგრევა დროთა განმავლობაში ან სწრაფი ტემპით.  შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღალატსაც, საბოლოოდ ასეთი ურთიერთობა სრულდება.  თუმცა ადამიანებს შეუძლიათ აღადგინონ რწმენა და ურთიერთობის ნგრევა შეაჩეერონ.
  • ტერმინაცია – ყველანაირი ურთიერთობის დასასრულია,  ჯანსაღი ურთიერთობისთვის ეს  მდგომარეობა რომელიმე ადამიანის სიკვდილია, ხოლო სხვა შემთხვევაში დაამიანების ურთიერთობის გაწყვეტა და დაშორება.