ოჯახის დაგეგმვა

ნებისმიერ ადამიანს და წყვილს აქვს უნივერსალური უფლება, გადაწყვიტოს როდის ჰყავდეს შვილი, რამდენი შვილი ჰყავდეს და ჰყავდეს თუ არა საერთოდ შვილები.  ამ უფლების განხორციელებაში ადამიანებს ეხმარებათ ოჯახის დაგეგმვა. ოჯახის დაგეგმვა მოიცავს ადამიანების ინფორმირებას და დახმარებას, როგორ დაიცვან თავი არასასურველი ორსულობისგან ან პირიქით დაეხმარონ მათ ნაყოფიერების აღდგენა შენარჩუნებისთვის.

ოჯახის დაგეგმვის ძირითადი ასპექტია კონტრაცეპტივების გამოყენება და ამით არასასურველი ორსულობების და აბორტების რიცხვის შემცირება და პრევენცია.

კონტრაცეფცია

 

კონტრაცეფცია (ლათ. contraceptio – ჩასახვისსაწინააღმდეგო) – არის იმ საშუალებათა ზოგადი სახელწოდება, რომელიც ადამიანს ეხმარება არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაში მექანიკური (პრეზერვატივი, საშვილოსნოს ყელის ქუდი და ა.შ.), ქიმიური  (საშოს ღრუბელი, გრამციდული პასტები და ა.შ) და ჩასახვისსაწინააღმდეგო სხვა საშუალებებით. ზოგიერთი მეთოდი (კერძოდ, პრეზერვატივი) დიდწილად ამცირებს შიდსითა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით სანებოვნების რისკს.

კონტრაცეფციის მეთოდები – კონტრაცეფციის მეთოდის ეფექტურობის შესაფასებლად გამოიყენება პერლის ინდექსი, რომელიც ერთი წლის მანძილზე აჩვენებს ასიდან რამდენი ქალი დაორსულდა კონტრაცეფციის ამა თუ იმ მეთოდის გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წყაროებში პერლის ინდექსის მაჩვენებელი მეტად განსხვავებულია,  ეს ინდექსი მაინც ითვლება კონტრაცეფციის  მეთოდის არჩევაში საუკეთესოდ.

კონტრაცეფციის გარეშე პერლის ინდექსი 80-85-ია.

თავდაცვის საშუალებების საიმედოობა დამოკიდებულია მათი მოხმარების სისწორეზე. ისეთი მეთოდები, როგორიცაა ტემპერატურული მეთოდი, მინი-პილი, მოითხოვს თვითდისციპლინასა და დღის წესრიგის დადგენას.

კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდები

 ქალები ხშირად „არკვევენ ჩასახვისთვის საშიშ დღეებს“ და თავს იკავებენ ამ დღეებში სექსისგან, ან ხმარობენ კონტრაცეფციის მექანიკურ მეთოდს, მაგ, პრეზერვატივს. თავდაცვის საშუალებებს მიეკუთვნება აგრეთვე შეწყვეტილი სექსი, ანუ როცა მამაკაცის ეაკულაცია ხდება ქალის საშოს გარეთ. ამ მეთოდის ეფექტურობა შედარებით დაბალია, ვინაიდან სპერმატოზოიდები პრეეაკულატშიც არიან.

 

 

 

მეთოდი

აღწერა

პერლის ინდექსი

ტემპერატურული მეთოდი

ბაზალური ტემპერატურის გაზომვა და გრაფიკის წარმოება

0,8-3

ცერვიკალური მეთოდი (ბილინგის) დაკვირვება საშოდან გამონაყოფის ცვლილებეზე

15

სიმპტოთერმალური მეთოდი

ტემპარეტურული და ცერვიკალური მეთოდების კომბინაცია

0,3

კალენდარული მეთოდი

ქალის ფერტილური პერიოდის დადგენა და ამ დღეებში სექსისგან თავის შეკავება

9-40

სპეცტესტით ჰორმონების დონის განსაზღვრა დილის შარდში მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელიჰორმონების დონის განსაზღვრა

5-6

შეწყვეტილი სექსობრივი აქტი

მამაკაცს გამოაქვს სასქესო ასო ქალის საშოდან მანამ, სანამ მოხდება ეაკულაცია

4-18

ლაქტაციური ამენორეის მეთოდი

ძუძუთი კვების კონტრაცეფციული ეფექტი ბავშვის დაბადებიდან 6თვის მანძილზე

2-3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბარიერული მეთოდი

 ბარიერული (მექანიკური) მეთოდები კონტრაცეფციაში გამოიყენება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის „შეხვედრის“ თავიდან აცილების მიზნით.

მეთოდი

აღწერა

პერლისინდექსი

მამაკაცებისთვის

პრეზერვატივი ლატექსის თხელი ფენისგან დამზადებული  საფარი (შალითა), რომელშიც იღვრება სპერმა ორგაზმის შემდეგ

3-14

ქალებისთვის

ქალის პრეზერვატივი ლატექსის, პოლიურეთანისგან დამზადებული მილი, რომელიც თავსდება საშოში

5-25

დიაფრაგმა დიაფრაგმის ფორმის წინააღმდეგობა სპერმატოზოდებისათვის

6-20

საშვილოსნოს ქუდი ქუდი ლატექსის ან სილიკონისაგან დამზადებული, ფარავს საშვილოსნოს ყელს. სპერმიციდების გამოყენებასთან ერთად ძალიან ეფექტურია.

9-20

მოცემულ მომენტში პრეზერვატივი და ფემიდონი (ქალის პრეზერვატივი) – კონტრაცეფციის ერთადერთი საშუალებებია შიდსისა და სასქესო გზით გადამდები დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჰორმონალური კონტრაცეფცია

ჰორმონალური პრეპარატები განსხვავებული შემადგენლობის გამო მოქმედებენ განსხვავებულად. კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (კოკ) თრგუნავენ ოვულაციას (ხელს უშლის კვერცხუჯრედის მომწიფებას და გამოსვლას ფოლიკულიდან), გარდა ამისა საშვილოსნოს ყელის ლორწოს ხდიან მეტად ბლანტს, რითიც საშვილოსნოს ყელი ხდება გაუვალი სპერმატოზოიდებისათვის. ყოველივე ამის პარალელურად, კოკ ცვლიან საშვილოსნოს ლორწოვანს და განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს (თუ გამონაკლის შემთხვევაში ეს მოხდა) ხელს უშლიან იმპლანტაციაში. მინი-პილის (მხოლოდ მცირე რაოდენობით პროგესტინების შემცველი ტაბლეტები) მოქმედების პრინციპი განსხვავებულია,  იგი არ თრგუნავს ოვულაციას, მხოლოდ ლორწოს მატებს სიბლანტეს და ემბრიონის იმპლანტაციას ხდის შეუძლებელს.

მეთოდი

აღწერა

პერლის ინდექსი

კოკ შეიცავს ესტროგენს და პროგესტერონს

0,1-0,9

მინიპილი შეიცავს მხოლოდ პროგესტერონს, ესტროგენების გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება

0,5-3

ჰორმონალური ინექციები ყოველ 3თვეში ერთხელ ინტრამუსკულარული ინექციები, შეიცავს პროგესტინებს

0,3-1,4

ნორპლანტი კანქვეშა იმპლანტანტები, შეიცავს ლევონორგესტრელს

0,08-0,09

ჰორმონალური ბეჭედი ნოვარინგი დრეკადი კონტრაცეპტული ბეჭედი, შეიცავს ესტროგენებსა და პროგესტაგენს

<1, 0,4-0,65

ჰორმონალური დასაკრავი (პლასტირი) ევრა თხელი დასაკრავი, რომელიც სისხლში უშვებს ჰორმონებს

0,4-0,9

მირენას ჰორმონალური საშვილოსნოშიდა სპირალი შეიცავს ლევონორგესტრელს

0,1-0,5

პოსტკოიტალური კონტრაცეფცია დაუცველი სქესობრივი აქტის შემდგომ ჩატარებული კონტრაცეფციული ღონისძიება (არ აურიოთ მედიკამენტოზურ აბორტში)

1-2

რაც შეეხება ჰორმონალურ პრეპარატებს მამაკაცებისათვის, მეცნიერების მცდელობის მიუხედავად არ არის შემუშავებული. იმისათვის, რომ სპერმატოგენეზი დაითრგუნოს, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით ჰორმონებია საჭირო, რაც მამაკაცის ორგანიზმისათვის ძალიან ძლიერი დატვირთვაა.

ქიმიური მეთოდები

ქიმიური პრეპარატების მოქმედება სპერმატოზოიდებისათვის ბარიერის შექმნაში მდგომარეობს (ცერვიკალური ლორწოს შეცვლა და საშოში ქაფის ქარმოქმნა).

ადგილობრივი საშუალებები

 გამოდის ღრუბლების, პასტების, მალამოებისა, კრემებისა და ტაბლეტების სახით. გამოიყენებიან ადგილობრივად უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ.

სქესობრივი აქტის წინ გამოსაყენებლად არსებობს რამდენიმე საშუალება ხალხური, რომელთა საიმედოობა დაახლოებით 50%-ია:

  • ბორის მჟავას1-2%-იანი სხნარი;
  • ძმრის წყალხსნარი;
  • სუფრის მარილის 20% ხსნარი;
  • ლიმონმჟავის 1%-იანი ხსნარი;
  • კალიუმის პერმანგანატის წყალხსნარი;

სხვა საშუალებებია სპერმიციდები, რომლებიც ამცირებენ სპერმატოზოიდების მოძრაობისუნარიანობას, ან შლიან მათ (მაგ, ნონოქსიკოლ-9) და  დამატებითი პრეპარატების სახით გამოიყენება. (ძირითადად მინი-პილისტან ერთად).

ქირურგიული მეთოდები

 

 

 

 

 
სტერილიზაცია – შვილოსნობის უნარის დაკარგვა ქირურგიული ჩარევის გზით.

მეთოდი

აღწერა

პერლის ინდექსი

ვაზექტომია (მამაკაცის სტერილიზაცია) სათესლე პარკის გაკვეთა და თესლისგამომტანი სადინრის ბლოკირება

0,8

ქალის სტერილიზაცია ფალოპის  მილების გადაკვანძვა

0,01-0,1

 

პრეზერვატივი

პრეზერვატივი ანუ კონდომი, როგორც კონტრაცეფციის მეთოდი, ფართოდაა გავრცელებული. კონტრაცეფციის გარდა,  პრეზერვატივის დანიშნულება სექსობრივი გზით გადამდები დაავადების პრევენციაცაა.

მეცნიერულად დამტკიცდა, რომ პრეზერვატივი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში გამოიყენებოდა. ქაიროს ეროვნულ მუზეუმში დღემდე ინახება ტყავის პატარა ტომსიკები, რომლებიც პირველ პრეზერვატივს წარმოადგენდა და მისი მფლობელი ფარაონი ტუტანჰამონი იყო.

ძველად მას ამზადებდნენ სელისაგან, შინაური ცხოველების ნაწლავებისგან, ტყავიგან (ეს პრეზერვატივები მრავალჯერადი ხმარებისთვის იყო გათვალისწინებული). რეზინის აღმოჩენამ პრეზერვატივების წარმოებამ მასიური ხასიათი მიიღო. დღეს მათ ამზადებენ რეზინის, ლატექსის, პილიურეთანისა და ვინილისაგან.

პრეზერვატივის როლო სქესობრივი გზით გადამდები დაავადების პრევენციაში გაიზარდა XV საუკუნეში, როცა კოლუმბის ეკიპაჟმა კუნძულ ჰაიტიდან სამშობლოში „ჩამოიტანა“ სიფილისი.

ყველაზე გავრცელებული ლატექსის პრეზერვატივია, მაგრამ ალერგიულ პირებში არ არის მისი გამოყენება რეკომენდებული, ვინაიდან ლატექსი საკმაოდ ძლეირი ალერგენია. ასეთ დროს ალტერნატივა პოლიურეთანის პრეზარვატივია.

ჩვეულებრივ, პრეზევატივი დაფარულია სპერმიციდული საცხით. ეს, თავის მხრივ, არასასურველ ორსულობის თავიდან აცილების გზაცაა, ვინაიდან სპერმიციდული საცხი მოძრაობის უნარს უკარგავს, ან კლავს სპერმატოზოიდებს. ასეთი პრეზერვატივის გამოყენებისას არ შეიძლება რაიმე სახის მაზის, ან კრემის ხმარება სასქესო ასოს საშოში შეყვანის გასაადვილებლად.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ პრეზერვატივს ზომები არა აქვს ზომები, სინამდვილეში კი ზომების შერჩევა მეტად მნიშვნელოვანია. გარდა ზომებში სხვაობისა პრეზერვატივი( არსებობს სხვადასხვა ფერის, ფორმისა და სურნელის, გლუვი და ხაოიანი ზედაპირით (დამატებითი სიამოვნებისათვის).

 

არსებობს პრეზერვატივის სახეობა კონდომეტრიკი (Condometric), რომელიც ნატურალური ლატექსისაა და ესპანელებმა შექმნეს. იგი ორმაგ ფუნქციას ასრულებს, კონტრაცეფციის საშუალებაა და აგრეთვე ზომავს პენისის ზომას. კონდომეტრიკი დაშტრიხულია 25 სმ-ზე (დიამეტრი – 37 მმ, სიგრძე 25სმ, მოცულობა – 6,05 მმ).

 

1990 წელს გამოგონეს ქალის პრეზერვატივი. იგი მზადდება მაღალხარისხოვანი პოლიურეთანისაგან. ქალის კონდომი წარმოადგენს გრძელ ცალმხრივ დახურულ მილს, რომელსაც ორივე ბოლოში აქვს მყარი რგოლები. მცირე დიამეტრის რგოლის მხრიდან იგი იგდმება საშოში, თითქმის საშვილოსნოს ყელამდე, მეორე რგოლო რჩება გარეთ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალის პრეზერვატივის საშოში დატოვება შესაძლებელია 10 საათის განმავლობაში, რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცის კონდომზე.

პრეზერვატივის საიმედოობა კონტრაცეფციის თვალსაზრისით მხოლოდ 92%-ია.

კონდომის უარყოფით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს სასქესო ორგანოების მგრძნობელობის დაქვეითება. ასეთ შემთხვევეაში უნდა გამოიყენონ ძალიან თხელი მასალისგან დამზადებული პრეზერვატივი, თუმცა მისი გახევა მეტად არის მოსალოდნელი.

 

მრავალჯერადი პრეზერვატივი

პრეზერვატივი რომ უსაფრთხო სექსიათვის აუცილებელია ყველა მცოდნე, თუ გამოცდილმა ადამიანმა იცის. ისიც ყველამ თუ იცის, რომ ის ერთჯერადია.

Bhagafarma ის კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ სურვილი აქვს ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით შექმნას პრეზერვატივის ახალი ფორმა, რომელიც იქნება არაერთჯერადი გამოყენების და ამით კომპანია დაეხმარება მსოფლიო მოსახლეობას ჯანსაღი სექსის ქონაში.

ახალი თაობის პრეზერვატივი იქნება რეზინის ნაკეთობა N2, თანამედროვე ნანო-ტექნოლოგიებით დამზადებული და მისი სისქე იქნება 0,01 მმ, მაშინ როცა ჩვეულებრივი პრეზერვატივის სისქე 0,06 მმ. მას ექნება პოლიმერული სტრუქტურა, რომელიც გაუძლებს შიგნიდან წნევის მეტებას რამდენიმე ჯერზე (ეს კომპანია ამტკიცებს, რომ გამოყენების რიცხვი საშუალოდ 100 იქნება).

გარკვეულ სამედიცინო ბაზრებზე ეს პროდუქტი უკვე გამოჩნდა.

კომპანიამ ახალ პროდუქტს „შივას“ საჩუქარი უწოდა და მას საჩუქრად მოჰყვება სპეციალური საწმენდი და ჰიპოლალერგიული ანტისეპტიკური ხსნარი თავისი დოზატორით. ცალკე შესაძლებელია ამ პრეზერვატივის დაზიანების დროს შესაწებებელი წებოს ყიდვა.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს პრეზერვატივი სამმაგი ლატექსისგანაა დამზადებული, უნდა ვივარაუდოდთ, რომ სპერმის „გაჟონვის“ შანსი ძალიან დაბალია.

 

გადაუდებელი კონტრაცეფცია

Emergency კონტრაცეფცია კონტრაცეფციის სახეა, რომელსაც ქალი იყენებს დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან რამდენიმე დღე, დაორსულების თავიდან აცილების მიზნით. ამ ტიპის კონტრაცეპტივები რეგულარული ხმარებისთვის არ გამოიყენება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომედაციით Emergency კონტრაცეფციისათვის გამოიყენება 1,5 მგ ლევონოგესტრელის ერთჯერადი მიღება. კონტრაცეპტივის ეს დოზა შედის აფთიაქებში გაყიდულ Emergency კონტაცეპტივებში. ეს დოზა შეიძლება იყოს ერთი, ან ორ აბად გაყოფილი.

Emergency კონტრაცეფციის პრეპარატები შეიცავენ ლევონოგესტრელს, რომელიც ხელს უშლის ოვულაციას (საკვერცხის ფოლიკულიდან კვერცუჯრედის გადმოსვლა). თუმცა ეს პრერაპატები ოვულაციის შემდეგ მიღებისას არ მოქმედებენ საშვილოსნოს ლორწოვან გარსსა და პროგესტერონის დონეზე. ანუ Emergency კონტრაცეპტივები არ არიან ეფექტურები ოვულაციის შემდეგ და განაყოფიერების შემდეგ არ ხდებიან სპონტანური აბორტის მიზეზი.

Emergency კონტრაცეფციის გამოყენების ჩვენებები:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი და დაორსულების საფრთხე;
  • უვარგისი კონტრაცეპტივის, ან კონტრაცეპტივის არასწორად გამოყენება, მაგ: პრეზერვატივის გახევა, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივის ერთი ან რამდენიმე გამორჩენილი აბი, სექსიდან სამი საათის შემდეგ მხოლოდ პროგესტერონის შემცველი აბის მიღება და ა.შ.
  • სქესობრივი ძალადობის შემთხვევა.

ლევონოგესტრელის მიღება დაუცველის სქესობრივი აქტიდან 120 საათის განმავლობაში დაორსულების რისკს ამცირებს 60-90%. რაც უფრო ადრე გამოიყენებენ მას, მით მეტია მისი ეფექტურობა (იდეალურ ვარიანტში სექსიდან პირველი 72 საათი).

Emergency კონტრაცეპტივები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა და მათი რეგულარულად მიღება ოჯახის დაგეგმვის მიზნით არ შეიძლება. ასეთი აბების ყოველდღიურად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

 

Emergency კონტრაცეპტივების ხშირი გამოყენება იწვევს გულისრევასა და ღებინებას, რაც ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას. ამიტომაც დაცული უნდა იქნას შემდეგი წესები:

1)       თუ ღებინება აღინიშნა პრეპარეტის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში, აუცილებელია სასწრაფოდ მეორე აბის მიღება;

2)       მეორე აბის დაკარგვა ღებინებით უნდა აღიკვეთოს ღებინებისსაწინააღმდეგო პრეპარატის მიღებით;

3)       თუ ღებინება ძალიან ძლიერია, რეკომენდებულია მეორე დოზის საშოში შეყვანა.

კონტრაცეპტივების დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის მიერ. ვინაიდან არასწორად მიღებული კონტრაცეპტივი, ერთის მხრივ, ამცირებს დაორსულების თავიდან აცილების შანსს, მეორეს მხრივ კი, საზიანო ხდება ჯანმრთელობისათვის.

აპლიკაციური კონტრაცეფცია

უკანასკნელ პერიოდში ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა კონტრაცეფციის ახალი ფორმა – აპლიკაციური ფორმა. კანის აპლიკატორი შეიცავს იმავე ნივთიერებებს, რასაც კონტრაცეპტივების ტაბლეტირებული ფორმა.

ამ კანის აპლიკატორის კომპონენტები ნელ-ნელა გადადის სისხლში კანიდან. ტაბლეტირებული ფორმებისაგან განსხვავებით სისხლში კონტრაცეპტივის კონცენტრაცია მუდმივია, რაც საიმედო კონტრაცეფციის გარანტიაა. კონტრაცეფციული აპლიკატორი სხეულის ოთხ უბანზე შეიძლება დამაგრდეს: მხრის გარეთა ზედაპირი, ბეჭები, მუცელი და დუნდულები.

 

არ არის სასურველი აპლიკატორი დაეკრას გაწითლებულ, გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანზე.

ერთდროულად მხოლოდ ერთი აპლიკატორის ხმარება შეიძლება.

ყოველი მომდევნო აპლიკატორი შეიძლება დაეკრას ერთსა და იმავე ანატომიურ სტრუქტურას, მაგრამ არა ერთსა და იმავე ადგილას, მაგ, აპლიკატორი მარცხენა ბეჭზე იყო დაწებებული, შემდეგ დაკვრაზე მარცხენა მხარეს უნდა დაიკრას.

კონტრაცეფციული აპლიკატორი ეკრობა სუფთა კანს. ამ უბანში კანის მოვლის საშუალებები არ უნდა იხმაროს ქალმა, რათა არ მოხდეს აპლიკატორის მოულოდნელი ახსნა.

აპლიკატორის დაკვრის დროს დამცავი საფარის ერთი ნახევარი უნდა მოიხსნას, დაეკრას კანს, შემდეგ მოიხსნას მეორე ნახევარი და ის ნახევარიცდაეკრას. შემდეგ ხელით 10 წამის განმავლობაში კანს უნდა მივაჭიროთ ხელი.

ქალის ცხოვრების წესს ეს აპლიკატორი არანაირად არ ცვლის. ქალს შეუძლია დაკავდეს სპორტით, იაროს საუნაში და ბასეინზე, მიიღოს შხაპი და მზის აბაზანები. აპლიკატორი საიმედოდ ემაგრება კანს.

ერთი პლასტირის ტარება საშუალოდ 7 დღეზეა გათვლილი.

პირველი აპლიკატორი უნდა გამოიყენოს ქალმა, მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს, მეორე 8-ე დღეს, მესამე – 15-ე დღეს, 22-ე დღეს ეს უკანასკნელი იხსნება და 7 დღე ქალის ორგანიზმი ისვენებს.

კანის აპლიკატორის გამოცვლა შეიძლება მოხდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

თუკი აპლიკატორის გამოცვლა დააგვიანდა ქალს, მან მომდევნო 7 დღის განმავლობაში კონტრაცეფციის მექანიკური მეთოდები უნდა გამოიყენოს.

ორალური კონტრაცეპტივები

ორალური კონტრაცეპტივები და ინსულინ რეზისტენტობა

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებადია ორალური კონტრაცეპტივები.  ძირითადად ორი სახით არიან წარმოდგენილები, კომბინაციური აბები და მხოლოდ პროგესტინის შემცველი აბები.

იდეა ორალური კონტრაცეპტივების შესახებ გაჩნდა მას შემდეგ, რაც დაიწყეს პროგესტერონის გამოყოფა, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ძვირადღირებული იყო და რთული, შემდეგ  ყურადღება მიიქცია ეთისტერონმა, რომელიც ანდროგენის დერივატია და აქვს პროგესტინის მსგავსი აქტივობა და გაცილებით ადვილი მისაღები იყო ვიდრე პროგესტერონი.  ნახშირბადის -19 მოცილებით პროგესტერონული აქტივობა გაიზარდა და ამ ჰორმონს  ნორეთჰიდრონი უწოდეს. როდესაც ეს ჰორმონი შეიყვანეს ქალის ორგანიზმში მან შეზღუდა ოვოლუცია. ნორეთჰიდრონის პურიფიკაციის დროს(გასუფთავება) ნაპოვნი იქნა ესტროგენის შემცველობა. როდესაც ეს შემცველობა მოაცილეს ქალს დაეწყო სისხლდენა.  ესტროგენი ისევ დაამატეს და ასე შეიქმნა პირველი თაობის აბები კონტრაცეპციისთვის.  რომელიც FDA-მ 1960-წელს დაუშვა.

 

ორალური კონტრაცეპტივები შეიძლება დაიყოს, ჰორმონების შემადგენლობის და მათი განაწილების რაოდენობის მიხედვით.  პირველი თაობის აბები შეიცავდა 50ნგ ეთინილ ესტრადიოლს ან მესტრანოლს და პროგესტინს.   უკუჩვენებები იყო მაღალი დოზებით ესტროგენების გამო, მაგ. კორონარების თრომბოზი. ამიტომ შეიქმნა მეორე თაობის აბები რომელიც იგივე შემადგენლობის იყო ოღონდ ნაკლებ რაოდენობით შეიცავდა ესტროგენს.

შემდეგი  ყურადღება მიექცა პროგესტინს, რომელსაც ანდროგენული ეფექტი ქონდა. მოქმედებდა ცხიმების პროლიფერაციაზე და გლუკოზის ტოლერანტობაზე. შემდეგ განვითარდა მესამე თაობის აბები, რომლებსაც ორივეს დაბალი კონცენტრაცია აქვს ესტროგენები(20-30 ნგ ეთინილ ესტრადიოლი)  და ახალი თაობის პროგესტერონი (გონანები, დესოგესტრელი ან ნორგესტიმეიტი). ამის შედეგად შემცირდა მეტაბოლიზმზე მკვეთრი მოქმედება  მაგრამ უცნობი დარჩა კარდიოვასკულარული კუთხით მდგომარეობა.

მოქმედების მექანიზმი

ტრადიციულად აბები გამოიყენებოდა ყოველ დღე 3 კვირის განმავლობაში 4 კვირიდან, რათა მიებაძათ მენსტრუალურ ციკლს ახლა, გამოიყენება ძირითადად 3 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ.

პროგესტერონი ახდენს მალუთეიზინებელი ჰორმონის ინჰიბირებას და ამით ზღუდავს ოვოლუციას, ხოლო  ესტროგენი მოქმედებს ფოლიკულო მასტიმულირებელ ჰორმონზე და ამცირებს მის სეკრეციას, ამით ზღუდავს დომინანტი ფოლიკულის მომწიფებას.  ესტროგენებს ენდომეტრიუმის სტაბილურობას უზრუნველყოფს, და თავიდან იცილებს არარეგულარულ ჩამოფცქვნას და სისხლდენას,

უკანასკნელ ხანებში განავითარეს პროგესტინი, drospirenone, რომელსაც აქვს გამოხატული  ანტიმინერალკორტიკოიდული და ანტიანდროგენული მოქმედება დამატებით თავის პროგესტინულ აქტივობასთან ერთად. აგრეტვე მისი ანალოგი  spironolactone, იგი უკავშირდება ალდოსტერონის რეცეპტორებს ამით ერთვება რენინ ანგიოტენზინის სისტემაში, ნაკლები წყლის შეკავება ხდება და წონაში მომატების პრობლემაც იხსნება.  ანუ იგი  თავისი მოქმედებით ეწინააღმდეგება ესტროგენების  მოქმედებას რენინ ანგიოტენზინის სისტემაზე.  Yasmin რომელიც შეიცავს 3მგ  drospirenone  და 30ნგ  ethinyl estradiol,  მიღებულია FDA- ს მიერ და რეკომენდირებულია ჰიპერანდროგენული ქალებისთვის თუმცა ანტიანდროგენული მოქმედება  drospirenone-  მცირეა,  cyproterone acetate-სთან შედარებითან თერაპიული დოზებით  spironolactone – იხმარება ჰირსუტიზმის სამკურნალოდ.

ტრადიციული მონოფაზური აბი მაგ. Leostrin)   შეიცავს 30ნგ Ethinyl estradiol da 1.5mg norethidrone.  იხმარება სამი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ერთ კვირიანი ინტერვალით

მეორენაირი არის ბიპლასტიკური აბები( ortho-novum)  რომელიც შეიცავს 35ნგ ეთჰინილ ესტრადიოლს  და0,5 ან 1 მგ nonethidrone. პირველი 10-დღე მიიღება 0,5  nonethidrone შემდეგ 11 დღის განმავლობაში 1მგ  ციკლის შემდეგი 7 დღე  მედიკაცვიის გატრეშე. ეს კომბინაცია თეორიულად ორსულობის რისკს ზრდის. თუმცა პრაქტიკულად ასეთი მონაცემები არ არსებობს.  ტრიფაზული აბები (7/7/7 ortho-Novum) 1.5, 0.75. 1 mg  norethindroni 35ng esthinyl estradiol – თან . თეორიულად ეს კომბინაცია აკონტროლებს ციკლს უკეთესად. და პრაქტიკულადაც ასეა ბიპლასტიკურთან შედარებით აუმჯობესებს ციკლის კონტროლს.

ხოლო მონოფაზურ და ტრიფაზურ კონტრაცეპტივებს შორის რეალური განსხვავება ვერ დადგინდა.

პროგესტინის ფარმაკოლოგიური აქტივობა დაფუძნებულია  პროგესტერონულ აქტივობაზე,  და ბიოშესაძლებლობებზე. სხვადასხვა პროგესტინების ააქტივობა და პოტენცია განსხვავებულია:  levonorgestrel>norgestrel>norethindrone. aqtiouri estrogeni oralui kontraceptivebis aris,    ethinyl estradiol.  როცა ეს ჰორმონი იხმარება, 21-დღის განმავლობაში, არის საკმარისი რაოდენობით პროგესტინი, რომ დანარჩენ  7 დღეში  შეზღუდოს ფოლიკულის სწრაფი ზრდა. ფარმაკოლოგიური დოზა პროგესტინის, აინჰიბირებს ოვოლუციას GnRH- ის დათრგუნვით, პროგესტინი აგრეთვე ხელს უშლის იმპლანტაციას,  სქელდება საშვილოსნოს ლორწოვანი და სპერმას საშ. ყელში პენეტრაცია ნელდება. თუმცა ეს ფაქტორები მცირე როლს თამაშობენ ორალურ კონტრაცეპციაში.

ethinyl estradiol- თრგუნავს დომინანტი ფოლიკულის სელექციას, FSH- ის ინჰიბირებით. იგი აგრეთვე ასტაბილურებს საშ. ენდომეტრიუმს და პრევენციას უკეთებს სისხლდენას. აგრეთვე აფრეგულირებას უკეთებს პროგესტერონს.

ტრადიციული კონტრაცეპციის მიდგომა ასეთია, სამი კვირის განმავლობაში ყოველ დღე, აბების სმა, სასურველია ერთ დროს, ხოლო ერთი კვირა პაუზა. მედიკაციის დაწყების დროა პირველი კვირა დღე მენზის დაწყებიდან.(ტრიფაზურებისთვის), ელტერნატიული ვარიანტია, ცონტრაცეფციის მიღება კლინიკაში ვიზიტის შემდეგ კვირის დღის  მიუხედავად.

7-დღიანი ფანჯარა რომლის დროსაც არ იღებენ აბებს თუ  გახანგრძლივდა ოვოლუციის შანსი საგრძნობლად იზრდება. მეორე მხრივ ქალს შეუძლია შეუსვენებლივ განაგრძოს ჰორმონების მიღება  ინტერვალის გარეშე რათა თავიდან აიცილოს მენსტრუაცია( სისხლდენა). შესაძლებელია 84 დღის განმავლობაში მიღება ჰორმონების და შემდეგ 1 კვირიანი ფანჯარა.

 

ქალებმა მშობიარობის შემდეგ 3-კვირაში უნდა დაიწყონ კონტრაცეპრივების მიღება, ძუძუს წოვების შემთხვევაში 3 თვეში.

ორალ. კონტრაცეპტივების საიმედოობა არის 0,1ჩავარდნა 100 მომხმარებელზე(იდეალური მოხმარების შემთვევაში) ხოლო ჩვეულებრივ ტიპიური მოხმარების შემთხვევაში მისი ეფექტურობა 97% არის.  მოხმარების ეფექტიანობა პირველ წელს 92-93 % მდე მცირდება.

ორალ. კონტრაცეპტივების არასასურველი გვერდითი ეფექტებია:  სისხლდენა,  შეშუპება, მკერდის გამაგრება,  ნაუზეა,  თავის ტკივილი, წონაში მომატება და დეპრესია.  სხვადასხვა კვლევების მიხედვით ესტროგენების რაოდენობის შეცვლამ შეიძლება გააუმჯობესოს ეს სიმპტომები. ჰორმონების ფუნქციური ჩავარდნა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მედიკაციის მიღებამ, რომელიც აჩქარებს ჰორმონების მეტაბოლიზმს.

ორ. კონტრაცეპციის დადებითი მხარეები:  თვიური სისხლდენა მცირდება( ნაკლები რკინა იკარგება) , ნაკლებია დისმენორეა, მცირდება მკერდის კეთილთვისებიანი დაავადებები და მასტალგია. აგრეთვე ამცირებენ PID- ის შემთხვევებს და ექტოპიურ ორსულობებს. მცირდება საკვერცხეების სიმსივნეების რისკი,  ენდომეტრიუმის სიმსივნის და კოლორექტალური სიმსივნეების რისკი. ორალ. კონტრაცეპტივებს აქვთ აგრეთვე დადებითი მხარე კოსმეტიკური თვალსაზრისით, ამცირებენ თმის ზრდას და  მცირდება აკნეს რაოდენობა, ამიტომ მათ არცთუ იშვიათად არაკონტრაცეპციის გამოც იყენებენ.

პოტენციური რისკი:

ესტროგენები ზრდიან ტრიგლიცერიდების და   საერთო ქოლესტერინის რაოდენობას, ისინი აგრეთვე ზრდიან HDL  და ამცირებენ LDL . პროგესტინი ამ ეფექტებს ასუსტებს,  ცნობილია რომ HDL/LDL ფარდობადაკავშირებუილია კარდიოვასკულარულ პრობლემებთან, თუმცა მათზე ორალური კონტრაცეპტივების გავლენა ბოლომდე დადგენილია არ არის. არ არის ინფორმაცია, სადაც ჯანმრთელ არამწეველ კონტრაცეპტივების მომხმარებელში იზრდებოდეს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკი.  თუმცა მოწევის შემთხვევაში კარდიოვასკულარული დაავადებების რისკი საგრძნობლად იზრდება  ორალ. კონტრაცეპტივებთან ხმარების პარალელურად.  პირველი თაობის ორალური კონტრაცეპტივები ზრდიდნენ კარდიოვასკულარულ დაავადებათა  შანსს. ( >50ნგ ეთჰინილ ესტრადიოლი) აგრეთვე ჰიპერტენზიის შემთხვევაში მუდმივი მონიტორინგი ჭირდება ქალს, რომელიც იღებს ორალ. კონტრაცეპტივებს.

ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვების თრომბოზის რისკი 2-3 ჯერ იზრდება აბების მიღების დროს. (მექანიზმი უცნობია თუმცა ეჭვობენ ესტროგენების მოქმედებას კოაგულაციის პარამეტრებზე).  გავრეცლება ღრმა ვენების თრომბოზის დაახლოებით 60- არის 100 000 დან.  ხოლო კონტრაცეპტივების ხმარების შემთხვევაში 280-300მდე იზრდება. (ეს ციფრები გენეტიკურად   თრომბოფილიის შემთხვევაში. ხოლო ზოგადად თრომბოზის გავრცელება არის 3- 100 000დან კონტრაცეპრივების შემთხვევაში 9-21 100 000დან.ორსულებში 60-შემთხვევაა 100-000 დან, ხოლო მაღალი ასაკის შემთხვევაში 120.

სიმსივნეების შემთხვევაში ორალური კონტრაცეპტივების ხმარების დროს იმატებს: მკერდის, საშვილოსნოს ყელის და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი. მკერდის კიბოს განვითარებასთან დაკავშირებით მკვლევარებს შორის კონფლიქტია, საპირისპირო ფაქტების არსებობის გამო. ბოლო ინფორმაციით კონტრაცეპტივების მომხმარებლებს შორის მკერდის კიბოს გავრცელების რისკი რეალურად არ იმატებს, ხოლო ბოლო მონაცემებით პაპილომა ვირუსის მატარებლებს შორის 3-ჯერ იზრდება საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების რისკი ორალური კონტრაცეპტივების მოხმარების შემთხვევაში 5-დან 9 წლამდე. ამიტომ ყოველწლიური  სკრინინგია საჭირო პაპილომა ვირუსზე.  1980-წლის მონაცემებით იყო კავშირი ორალური კონტრაცეპტივების მოხმარებასთან და ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარებასთან საერთი, თუმცა ბოლო კვლევებით ეს არ ვლინდება.

მხოლოდ პროგესტინი

მხოლოდ პროგესტინის აბები ( ortho micronor, Nor –QD, 0.35mg Norethidrone, overtte 0.075mg levonorgestrel) იხმარება აგრეთვე კონტრაცეფციისთვის, ამ აბებს ხმარობენ ქალები რომლებისთვისაც უკუნაჩვენებია ესტროგენების მიღება, ასაკოვანი ქალები, მეძუძური ქალები. ამ აბებს, უფრო მცირე ნახევარდაშლის პერიოდი აქვს და  პიკი არის მიღებიდან 2 სთ-ში. მხოლოდ პროგესტინი ნაკლებად ზღუდავს ოვოლუციას, თუმცა ასქელებს ლორწოვანს და ართულებს სპერმის პენეტრაციას, აგრეთვე ცვლის ენდომეტრიუმს ( მცირდება პროგესტერონის რეცეპტორების სინთეზი და მცირდება ენდომეტრიუმის ჯირკვლების განვითარება და  შესაბამისად პრევენცია ხდება იმპლანტანციის.  აგრეთვე ფალოპის მილებში რაოდენობას და მობილობას ცილიარული სხეულებისას ამცირებს. 2-4 სთ-ის შემდეგ მიღებიდან იზრდება და სქელდება ლორწოვანი ხოლო 24-სთ-ის შემდეგ ისევ მცირდება, და სპერმას უადვილდება შეღწევა, აი ამიტომ არის აუცილებელი ერთი და იგივე დროს მიღება პროგესტინის აბების

ორალური კონტრაცეპტივების მიღების უკუჩვენებები: ორსულობა, თრომბოემბოლური დაავადებების ისტორია,  მოწევა და ასაკი >35 წ. ჰეპატომა, მკერდის კიბო, ენდომეტრიუმის კიბო,  ცერებრვასკულური და კარდიოვასკულარული დაავადების ისტორია. ვაგინალური სისხლდენა დიაგნოზის გარეშე,  პირველი რიგის ნათესავებში თრომბოემბოლიური დაავადებები,  უკუნტროლო ჰიპერტენზია.

მხოლოდ პროგესტინის კონტრაცეპტივების დაწყება აუცილებელია მენზის(მენსტრუაცია) პირველივე დღესვე ამ აბების მიღება საჭიროა ყოველ დღე ერთი და იგივე დროს,  ამ აბების დანიშვნა შესაძლებელია მალევე მშობიარობის შემდეგ. ამ აბების ეფექტურობა იდეალური ხმარების შემთხვევაში 97-% -ია  ხმარების პირველ წელს 91% რეალურად კი აბების ეფექტურობა 95% ია.  მხოლოდ პროგესტინის ერთადერთი უარყოფითი ის არის, რომ აუცილებელია მისი მიღება ერთსა და  იმავე დროს, სხვა მხრივ მინიმალური გვერდითი ეფექტები აქვს და არ არის ასოცირებული სხვადასხვა დაავადებების რისკთან.  მისი უარყოფითი მხარე არის, აკნე, და ცისტები საკვერცხეში, აგრეტვე მის შეწყვეტასთან დაკავშირებული დაორსულების პრობლემები.

ორალური კონტრაცეპტივების კიდევ ერთი პრობლემა არის ვაგინალური სისხლდენა, რომელიც შეიძლება იყოს რეგულარული და აღმოცენდეს მალევე აბების მიღებიდან, ამის შესახებ მომხმარებელი უნდა იყოს გავრცელებული , აგრეთვე მეორე სახის მოულოდნელი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს მრავალი თვის მოხმარების შემდეგ კონტრაცეპტივების, სისხლდენა არ არის სისხლში სტეროიდების დოზაზე დამოკიდებული. 10-30 % -ში ხდება ეს სისხლდენა აბების მოხმარებიდან  პირველი სამი თვის განმავლობაში, შემდეგ სისხლდენის ალბათობა მცირდება.  სისხლდენის  ალბათობა  მწეველებს შორის უფრო მაღალია, და მათ შორის ვინც იღებს კონტრაცეპტივს რომელშიც ესტროგენების შემცველობა 20მგ ეთინილ ესტრტადიოლზე უფრო მეტია.

ორალური კონტრაცეპტივები და მკერდის კიბო. მკერდის კიბოს რისკის ზრდა 20%-ით ასოცირებულია  ორალურ კონტრაცეპტივებთან  ადრეულ (35 წლამდე) პრემენსტრუალურ ასაკის ქალებში .  ასეთი რისკის ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს უკვე არსებული სიმსივნის  ზრდის აჩქარებით და არა ახალი სიმსივნის გაჩენით ჰორმონების გამო.  წარსულში კონტრაცეპტივების ხმარება არ არის დაკავშირებული მოგვიანებით განვითარებულ მკერდის კიბოსთან.  ორალური კონტრაცეპტივები არ ზრდიან დამატებით რისკს მკერდის გიბოს განვითარების, ამ დაავადების ოჯახური ისტორიის არსებობის შემთხვევაში.  ფაქტიურად წარსულში მოხმარებულმა ორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება შეამცირონ მოგვიანებით მეტასტაზირებული მკერდის კიბოს განვითარება( პოსტმენოპაუზური მკერდის კიბო).

ნახშირწყლების მეტაბოლიზმი და ორალური კონტრაცეპტივები:

ძველად პირვერლი თაობის ორალური კონტრაცეპტივების ხმარებისას, მრავალ ქალს ქონდა შესუსტებული გლუკოზისადმი ტოლერანტობა, აწეული იყო სისხლში გლუკოზის და/ან  ინსულინის დონე. ზოგადად ორალური კონტრაცეპტივები ზრდიან ინსულინის პერიფერიულ რეზისტენტობას.  მრავალ ქალში ეს ცვლილებები გამოუიხატება ინსულინის დონის მომატებით. ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევა ძირითადად ასოცირებულია პროგესტინის მოქმედებასთან,  აგრეთვე ესტროგენების მოქმედებასთან ლიპიდების მეტაბოლიზმზე, ღვიძლის ფერმენტებზე და ტავისუფალი კორტიზოლის მომატებაზე.  გლუკოზის ტოლერანტობის სიძლიერე დოზადამოკიდებულია.  დაბალ დოზებში იმდენად მცირე მნიშვნელობა აქვთ გლუკოზის და ინსულინის მოქმედებაზე ორ. კონტრაცეპტივებს რომ მათი მოქმედება კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

 

ორალური კონტრაცეპტივების  უკუჩვენებები:

აბსოლიტური: წარსულში თრომბოემბოლიები, ან ინსულტი  წარსულში ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე ან   მიმდინარე ღვიძლის დაავადება,  ორსულობა, ვაგინალური სისხლდენა დიაგნოზის გარეშე,  ჰიპერტრიგლიცერიდემია, ასაკი >35 წლის ასაკზე მძიმე მწეველი (დღეში 15 ღერზე მეტი)

შეფარდებითი:

ჰიპერტენზია,  ანტიკონვულსანტების მიღება,

დაავადებების რისკი:   კორონარული გულის დაავადებები, იზრდება მხოლოდ 35 წელზე მეტი მწეველებს შორის.  პროგესტინის ტიპთან რისკი არ იზრდება.

ჰიპერტენზია 1,8 (მიმდინარე მ ომხმარებლებისთვის) 1,2( წარსულში მომხმარებლებისთვის)

ვენების თრომბოზი _4 ( ფაქტორ V, leiden  ან პროტრომბინის გენის მუტაციის შემთხვევაში.  ინსულტის- რისკი მხოლოდ ჰიპერტენზიის თანაარსებობის დროს.  გაურკევეველი კავშირი შაკიკებთან.

ცერებრალური ვენების თრომბოზი,  რისკი 10-15.  საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი 2-4

ამცირებს:  საკვერცხეების კიბოს რისკს 50%

ენდომეტრიუმის კიბოს  რისკს 40%

ჰირსუტიზმის მკურნალობა კონტრაცეპტივებით, ძირითადად აკნეს და ჰირსუტიზმს პირველადი დერმატოლოგიური მკურნალობის შემდეგ  მკურნალობენ კონტრაცეპტივებთ. მათი მოქმედება დამოკიდებულია ესტროგენებზე, რომლებიც ამცირებენ მალუითეიზინებელი ჰორმონის  სეკრეციას შესაბამისად მცირდება საკვერცხის მიერ დასინთეზირებული ანდროგენების რაოდენობა,  აგრეთვე დოზასთან დაკავშირებით იზრდება SHBG- ის რაოდენობა და კლებულობს თავისუფალი ტესტოსტერონის რაოდენობა.  ისინი აგრეთვე ამცირებენ DHEAS, აგრეთვე თრგუნავენ  თმის და ცხიმის ფოლიკულების აქტივობას, თრგუნავენ sebaceous cells ფუნქციას.  სავარაუდოდ  ესტროგენები თრგუნავენ ადენოკორტიკოტროფული ჰორმონის სეკრეციას.  Ethynodiol diacetate- მცირედ გამოხატული ანდროგენების საწინააღმდეგო აქტივობა აქვს,