ენურეზი

ენურეზი არის შარდვის კონტროლის შეუძლებლობა. ენურეზის შემთხვევები დაფიქსირებული ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტურ ჩანაწერებში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1550 წ.

ენურეზის სახეებია:

  • ღამის ენურეზი
  • დღის ენურეზი
  • შერეული ენურეზი – მოიცავს დღის და ღამის ენურეზის კომბინაციას.

არსებობს პირველადი და მეორადი ენურეზი. პირველადი ენურეზი ძირითადად გვხვდება ბავშვებში, და მიუთითებს იმ მდგომარეობაზე, როცა ბავშვს თავიდანვე ჰქონდა ეს პრობლემა და ბავშვმა ვერ მოახერხა შარდის შეკავების სწავლა.

მეორადი ენურეზის შემთხვევაში ადამიანს გარკვეული პერიოდი შეუძლია მოშარდვის კონტროლი, რის შემდეგაც პრობლემა იჩენს თავს.  ბავშვების შემთხვევაში ამის მიზეზი შეიძლება იყოს რეგრესია (დაცვითი მექანიზმი ძლიერი სტრესის საპასუხოთ).

ენურეზის მიზეზები მრავალი შეიძლება იყოს:

  • გენეტიკური ფაქტორები
  • ნევროლოგიური დარღვევები
  • ინფექციები
  • ფსიქოსოციალური მდგომარეობა
  • სხვა მიზეზები

ენურეზი ტერმინი გულისხმობს ძირითადად შარდის შეუკავებლობას ბავშვებში და წარმოადგენს შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთ ფორმას.

დიაგნოზისთვის ენურეზის შემთხვევები უნდა ოყოს წარმოდგენილი კვირაში ორჯერ, სამი თანმიმდევრული თვის განმავლობაში. ბავშვი უნდა იყოს ქრონოლოგიურად 5 წელზე მეტი, ან მისი განვითარების ასაკი არ უნდა იყოს 5-წელზე ნაკლების ექვივალენტი.

საშუალოდ 5 წლისთვის ბავშვების 15-20 % ში გავრცელებულია ენურეზი.

9 წლის ასაკისთვის 15 % შია გავრცელებული, 15-17 წლისთვის კი 3 % ში.

ენურეზით პრობლემა ძირითადად ბიჭებს აწუხებთ  60%

დადგენილია კორელაცია დოფამინის მომატებულ დონესა და ენურეზს შორის.

ენურეზი ემართებათ ხშირად ადამიანებს, ობსესიურ-კომპულსიური დარღვევებით,  ანორექსია ნერვოზა და სხვა ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანებს.