პენისის თანდაყოლილი გამრუდება


პენისის თანდაყოლილი გამრუდების მიზეზია თეთრი გარსის განუვითარებლობა, რის შედეგადაც კავენოზული სხეულები ვითარდება არათანაბრად. პენისის გამრუდება ამ ანომალიის ერთადერთი გამოვლინებაა. კანი, ფასცია, შარდსადენი ფორმირდება ამ დროს სწორად, შარდსადენიც სიმეტრიულად იხსნება პენისის თავზე. პენისის გამრუდება იმ კავენროზული სხეულის მხარესაა, რომელიც ვერ განვითარდა სათანადოდ, ანუ ყველაზე ხშირად გვერდითა მიმარლებით.

პენისის თანდაყოლილ გამრუდებებში შედის აგრეთვე თანდაყოლილი მოკლე ურეთრა. ამ დროს გამრუდება მიმართულია ქვევით, რაც განპირობებულია ურეთრის გაყოლებაზე არსებული უხეში ჭიმების (ქორდების) არსებობით.

ოპერაციული მკურნალობა პენისის გამრუდების დროს ნაჩვენებია მხოლოდ ძალიან გამოხატული გამრუდების, სქესობრივი აქტის შეუძლებლობის, ან სექსის დროს დისკომფორის არსებობის და პაციენტის სურვილის შემთხვევაში.

ოპერაციის დროს აყალიბებენ თეთრი გარსის დუბლიკატურებს (თეთრი გარსის პლიკაცია), ანუ ადებენ ნაკერებს ამოზნექილ მხარესკენ არსებულ თეთრ გარსს. ამრიგად, პენისი სწორდება გრძელი მხარის დამოკლების ხარჯზე

თუ პაციენტისთვის მინიმალური დაპატარავება ამ ოპერაციის დროს (რაც 1-2 სმ მაინც არის) დიდ მნიშვნელობას ატარებს, უმჯობესია არ ჩატარდეს ოპერაცია, ან სამედიცინო უკუჩვენებების არ არსებობის შემთხვევაში ჩატარდეს კორპოპლასტიკა.  კორპოპლასტიკის არსი – თეთრი გარსის გაკვეთა მაქსიმალური გამრუდების ზონაში და დეფექტის ჩანაცვლება სინთეზური მასალით, ან აუტოტრანსპლანანტით (თეძოს ვენის ან ფასციის ფრაგმენტი).

პაცინეტი ამ დროს გაფრთხილებული უნდა იქნას გართულებების მეტად მაღალი რისკის შესახებ. ორივე შემთხვევაში სექსისგან თავშეკავება მინიმუმ 2 თვეს მოიცავს.