ტანერის შკალა

ტანერის შკალა არის ადამიანის ფიზიკური განვითარების ეტაპების შკალა, რომელიც ასახავს სქესობრივ განვითარებას და მოწოდებულია  ტანერის მიერ.  ტანერის შკალა ეფუძნება პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარების დადგენას და მისი მიხედვით ადამიანის ფიზიკური განვითარების დონის განსაზღვრას.  ჯემის ტანერი იყო ბრიტანელი პედიატრ – ენდოკრინოლოგი,  ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი.

ტანერის შკალა გამოიყენება შიდსიან პაციენტებშიც მკურნალობის განსაზღვრისთვის.

ბოქვენის თმიანობა

1)      არ არის ბოქვენის თმიანობა (პრეპუბერტატული მდგომარეობა), ძირითადად გვხვდება 10 წლამდე.

2)      მცირე რაოდენობით  თმიანობა მსუბუქი პიგმენტაციით პენისის ფუძეზე და სკროტუმზე (მამაკაცებში), ან დიდ სასირცხვო ბაგეებზე (ქალებში) საშუალოდ ამ პერიოდს შეესაბამება 10-11,5 წ.

3)      თმიანობა ხდება უფრო უხეში და ხვეული. თმიანობა იწყებს გავრცელებას ლატერალური მიმართულებით (11,5-13 წ.)

4)      ზრდასრულის მსგავსი თმის ხარისხი, თმიანობა გავრცელებულია ბოქვენის მიდამოში, მაგრამ არ არის ბარძაყებზე მედიალურად (შიგნითა მხრიდან).  მდგომარეობა დაახლოებით 13-15 წლის ასაკს შეესაბამება.

5)       თმიანობა ვრცელდება ბარძაყის შიგნითა ზედაპირებზეც.  შეესაბამება 15+ წ.

გენიტალიები

1)      პრეპუბერტატული მდგომარეობა – სათესლეების მოცულობა 1,5 მლ-ზე ნაკლებია, ხოლო პენისის სიგრძე 3 სმ ან ნაკლებია.  ეს პერიოდი საშუალოდ გრძელდება 9 წლამდე.

2)      სათესლეების მოცულობა 1,6-6 მლ მდეა კანი სკროტუმზე თხელი და მოწითალოა.  პენისის სიგრძე არ იცვლება. შეესაბამება დაახლოებით 9-11 წელს.

3)      სათესლეების მოცულობა 6-12მლ-ია სკროტუმი უფრო ფართოვდება პენისი იწყებს დაგრძელებას საშუალოდ 6 სმ-მდე.  შეესაბამება 11-12,5 წ-ს

4)      სათესლეების მოცულობა 12-20 მლ-ია. სკროტუმის ფართოვდება და იღებს უფრო მუქ შეფერილობას, პენისის სიგრძე 10 სმ-მდეა. განვითარება შეესაბამება 12,5-14 ქრონოლოგიურ ასაკს.

5)      სათესლეების მოცულობა 20 მლ-ზე მეტია. პენისის სიგრძე  საშუალოდ 15 სმ-მდე. შეესაბამება 14-წ-ზე მეტ ასაკს.

 

მკერდი (გოგონებში)

1)       არ არის ჯირკვლოვანი ქსოვილი  არეოლას მოსდევს კანი და გადასვლის ადგილი არ არის გამოხატული (პრეპუბერტატული მდგომარეობა. ძირითადად 10 წლამდე.

2)      მკერდი  იწყებს გამობურცვას (ტელარქე), ჯირკვლოვვანი ქსოვილი მსუბუქად ვითარდება. არელოა იწყებს გაფართოვებას. (10-11,5 წ.)

3)      მკერდი ხდება გამოკვეთილი და კანიდან გამოწეული, ფართოვდება არეოლას საზღვარი,  შეესაბამება 11,5-13 წელს.

4)      მკერდი იზრდება ზომაში, არეოლა კანოდამ ამოწეული და გამოკვეთილია.  13-15 წ.

5)      მკერდი აღწევს ზრდასრულის ზომას, არეოლა უბრუნდება  კანის დონეს და აღარ არის ამოზნექილი.  მკერდის ცენტრში მდებარეობს პაპილა (კერტები), რაც უმეტეს შემთხვევაში კანის დონიდან მცირედით ამოზნექილი არის და უფრო მკვრივია, ვიდრე მკერდის სხვა ნაწილი .  შეესაბამება 15 წელს და მეტს.