სისხლდენა საშოდან
სისხლდენა საშოდან არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური (მაგ. მენსტრუაციის დროს), ან პათოლოგიური და მიუთითებდეს რაიმე სახის სამედიცინო პრობლემაზე (მაგ. რეპროდუქტოლოგიური დარღვევები, ჰორმონული დარღვევები და ა.შ.)
სისხლდენა საშოდან შეიძლება აღმოცენდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ყურადღების გამახვილება განსაკუთრებით საჭიროა ბავშვებს და მენსტრუალურ ასაკს გადაცილებულ ქალებს შორის. აგრეთვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშოდან სისხლდენა ორსულობისას (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროულად ექიმთან ვიზიტი).
საშოდან სისხლიანი გამონადენის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის საშვილოსნოს კედლის ენდომეტრიუმის აშრევება. თუმცა შესაძლებელია გამონადენის მიზეზი იყოს, საშვილოსნოს დაზიანება, საშვილოსნოს ყელის დაზიანება, საშოს დაზიანება, იშვიათად ფალოპის მილების დაზიანება. ორსულობისას საშოდან სისხლდენა უმეტეს შემთხვევაში (მაგრამ არა ყოველთვის) ორსულობასთან კავშირშია. ზოგ შემთხვევაში სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს საშარდე სისტემის პათოლოგიები.
სისხლდენა ბავშვებში:
სისხლდენის მიზეზი ბავშვებს შორის შეიძლება იყოს
- მენარქე – პირველი მენსტრუაცია (ნაადრევი მომწიფების დროს საკმაოდ ადრეულ ასაკში შეიძლება მოხდეს).
- საშოში უცხო სხეულების არსებობა.
- სექსუალური ძალადობა.
- საშოს ინფექციები (ვაგინიტები)
- სიმსივნე (ძალიან იშვიათად).
პრემენოპაუზალურ ქალებში:
- მენსტრუაცია – თუ სისხლდენა ძალიან ძლიერია მას მენორაგია ან ჰიპერმენორეა ჰქვია, თუ მსუბუქი ჰიპომენორეა.
- თუ სისხლდენა აღმოცენდება პერიოდებს შორის აუცილებელი არ არის პათოლოგიური იყოს და მოიხსენიებენ ინტერმენსტრუალური სისხლდენის სახელით, თუ სისხლდენებს შორის პერიოდის განსაზღვრა შეუძლებელია მაშინ ამ მოვლენას მეტრორაგიის სახელით მოიხსენიებენ.
- დისფუნქციური საშვილოსნოს სისხლდენა – ხშირი მიზეზია მენორაგიების და ირეგულარული სისხლდენებისა, ხშირად გამოწვეულია ჰორმონული ბალანსის დარღვევით და მკურნალობენ ჰორმონებით. თუ მდგომარეობა გამოწვეულია პოლიცისტური საკვერცხის სინდრომით, მკურნალობას შესაძლოა წარმოადგენდეს წონის დაკარგვა და კლომიფენის ციტრატი. clomifene citrate
- საშვილოსნოს ყელის კიბო – შესაძლოა გამოიხატებოდეს კონტაქტური სისხლდენით, მაგ. სქესობრივი აქტის შემდგომ სისხლდენა.
- საშვილოსნოს კიბო – ხასიათდება ირეგულარული გახანგრძლივებული სისხლდენით.
- ორსულობა გადატანილ ქალებში ან აბორტის შემდგომ პერიოდში სისხლდენა შეიძლება ნიშანი იყოს ენდომეტრიტის ან products of conception (RPOC) -ნაყოფის ან პლაცენტარული ნარჩენები.
- საშვილოსნოს ფიბროიდები (ლეიომიომა) კეთილთვისებიანი სიმსივნე საშვილოსნოში.
ორსულ ქალებში:
- ორსულობის დროს საშოდან სისხლიანი გამონადენი ორსულების 15-25 % ში გვხვდება (პირველ ტრიმესტრში) მათგან ნახევარი სრულდება სპონტანური აბორტით.
- ზოგ შემთხვევაში ხდება პლაცენტის ვენის გახეთქვა.
- შეიძლება გამოწვეული იყოს ექტოპიური ორსულობით, აბორტით.
- შესაძლოა თან ახლდეს არასრულ აბორტს.
- მეორე ტრიმესტრში სისხლდენა უმეტესად პლაცენტის წინმდებარეობას ახასიათებს. ამ შემთხვევაში პლაცენტა ნაწილობრივ ან სრულად გადაფარებულია საშვილოსნოს ყელს. ზოგ შემთხვევაში სისხლდენის მიზეზია პლაცენტის აშრევება. ეს მდგომარეობა ასოცირებულია საშვილოსნოს ტკივილთან.
პოსტმენოპაუზალურ ქალებში
პოსტმენოპაუზალურ ქალებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშოდან სისხლდენის სამედიცინო შეფასებას. ამ დროს დიფერენციალური დიაგნოზის გატარება აუცილებელია:
- ჰორმონული მდგომარეობა 30 %
- ატროფიული ენდომეტრიტი/ვაგინიტი 30 %
- ენდომეტრიუმის სიმსივნე 15 %
- ენდომეტრიუმის პოლიპები, ცერვიკალური პოლიპები 10 %
- ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია 5 %
- სხვა მიზეზები 10 %
საშოდან სისხლდენის დიაგნოზი ისმევა ანამნეზის, ფიზიკალური გასინჯვის, და სხვა სამედიცინო ტესტების საფუძველზე. ძირითადად კეთდება:
- ორსულობის ტესტი
- ჰორმონების ანალიზი
- პაპ ტესტი
- ტრანსვაგინალური ულტრაბგერა
თუ სისხლდენა გახანგრძლივებულია აუცილებელია პაციენტი შემოწმდეს ორგანიზმში ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობაზე.
ენდომეტრიუმის მდგომარეობა უნდა შეფასდეს ჰისტეროსკოპიით და ბიოფსიით.
მკურნალობა წარმოებს მიზეზის საპასუხოდ.
ხშირად მკურნალობისთვის გამოიყენება კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები.
გართულებები:
სისხლდენას შეიძლება მოყვეს ჰიპოვოლემია, რომელიც შეიძლება გადაიზაროდ შოკში.
ძლიერი სისხლდენის დროს შესაძოა საჭირო გახდეს საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია.
davlie muclis mosashleli abebi da camomivida muki chuchkivit es iko 11 dgis cin imis tavidan sisli cota camomivida exla ki dena maqvs da nakopi nacilnacil gamodis ra unda gavaketo dena rom shemickdes?gamopxeka ar minda
უნდა გამოიხიკოს საშვილოსნო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სეფსისი ან რამე უარესი დაგემართოს. სასწრაფოდ მიმართე გინეკოლოგს.
da dzalian dzlieri tkivilebi maqvs
გინეკოლოგთან!!! სასწრაფოდ.
pexebis dasiebac amis bralia?
შეძლებით შეიძლება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა.
piradad sad da rogor sheidzleba tkventan dalaparakeba?
შემიძლია სკაიპში დაგამატო. ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ კონსულტაციის გაწევა შემიძლია.
cinascar didi madloba kuradgebisthvis…mestrualuri ciklis dackebidan mesame dges damonadenma sheicvala feri da gaxda muqi kavisferi ukve meathe dgea rac ase grzeldeba magram gamonadenis raodenoba isethia rogorc ciklis dasrulebis bolo dge magram dasasruli ar uchans.2 clis cin gavikethe 2 operacia sashvilosnos gare orsulobis da amomiges orive mili.mashinac asethi gamonadeni mqonda.amjerad risi brali sheizleba ikos????
ინეკოლოგთან უნდა მიხვიდე და პოსტოპერაციული მდგომარეობა ნახო.
გთხოვთ მიპასუხოთ, მაქვს ჰორმონალური დარღვევები და ციკლებს შორის სისხლდენა. ვიმკურნალე, მაგრამ ისევ დამეწყო ციკლკებს შორის სისხლდენა. აღარ მინდა ექიმთან მისვლა. შეიწლება სისხლდენის შემწყვეტი აბების დალევა?
არა!!!
რას მირჩევთ?
ექიმთან ვიზიტს და სრულყოფილ გამოკველვას.