ცირკუმციზია ორმაგი განაკვეთით (წინდაცვეთა- ქირურგიული ტექნიკა)

ჩუჩის მოკვეთა აუცილებლად განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ჩატარდეს, მით უმეტეს მოზრდილებში.

ოპერაციის ჩატარებისათვის საჭიროა ინფორმირებული თანხმობა.

ოპერაციის ტექნიკა:

პენისი მუშავდება იოდოფორის ხსნარით. პენისის ფუძეში შეჰყავთ ლიდოკაინის 1-2% ხსნარის 1 მლ. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ადგილობრივ გაუტკივარებას ემატება ნარკოზი. კანზე განაკვეთის გატარებამდე პენისის ფუძესთან ჰემოსტაზის თვალსაზრისით ადებენ მომჭერს, ე.წ „ჟგუტს“, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის ხოლმე.

ორი განაკვეთის მეთოდი

ორი განაკვეთის ტექნიკა გამოიყენება უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.

А – დაუჭიმავი ჩუჩის ზედაპირზე მარკერით ატარებენ ხაზს უშუალოდ პენისის თავის გვირგვინოვან ღარზე. B – ვენტრალურ მხარეზე მარკერი გამოსახავს V-მაგვარ მოხრას.

ჩუჩა იჭიმება პენისის ფუძის მიმართულებით. პენისის თავის გვირგვინოვანი ღარიდან 0.5-1 სმ მოშორებით ტერდება მეორე ხაზი მარკერით. მას შეიძლება ჰქონდეს სწორი კოტურები, როგორც სურათზეა ნაჩვენები, ან ჰქონდეს პირველი ხაზივით V-მაგვარი მოხრა, რომლიც წვეტიანი მხარე მიქცეული იქნება პირველი რგოლისკენ, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს ლაგამი.

А – კანი იკვეთება პროქსიმალურ ხაზზე. სკალპელის გამოყენებით განაკვეთის კიდეები იქნება გაცილებით უფრო სწორი, ვიდრე მაკრატლით კვეთის დროს.

B – კანს გადაადგილებენ უკან და განაკვეთს ატარებენ დისტალურ ხაზზე.

წარმოქმნილ კანის რგოლს კვეთენ მაკრატლით პენისის ზურგის მხარეს.

ერთ ბოლოს იჭერენ დამჭრით, სწევენ მაღლა და აშრევებენ ხორციანი ფასციისგან. სისხლმდენ სისხძრვებს აკოაგულირებენ, შედარებით დიდებს ადებენ ლიგატურას კეტგუტის 5-0 ძაფით. შემდეგ მოწმდება პენისის ლაგამში გამავალი სისხლძარღვები და თანმიმდევრობით იკვანძება ყველა. შემდეგ პენისის ფუძიდან იხსნება „ჟგუტი“ და კოაგულირდება ყველა მცირე სისხლმდენი სისხლძარღვი.

კეტგუტის 4-0 ძაფით ჩუჩის კიდეებს ედება 4 სამაგრი კვანძი 3, 6, 9 და 12 საათის შესაბამისად. ამ კვანძებიდან ძაფებს არ კვეთენ და შემდგომში სამაგრების სახით იყენებენ. სამაგრ კვენძებს შორის ედება 2-3 კვანძი, ლაგამის მიდამოში რამდენიმე დამატებითი კვანძი, რაღა მოხდეს V-მაგვარ უბანში კარგი ადაპტაცია.

დოლბანდის 2,5 სმ-ის სიგანის ნაჭერს ასველებენ ვაზელინში და ახვევენ დამჭერზე და თავისუფალ ბოლოს ქაჩავენ, რის შედეგაც მიიღება დახვეული ცილინდრი.

ეს ცილინდრი ედება ნაკერებზე და მაგრდება დატოვებული 4 სამაგრი კვანძით. ეს ცილინდრი უნდა იყოს თავისუფლად და არ უნდა ზღუდავდეს პენისს ერექციის დროს. პენისს გარეს ახვევენ 10X10 საფენში და აფიქსირებენ პლასტირით ბოქვენზე.