მკერდის გასინჯვა

მკერდის გასინჯვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალის ორგანიზმში  სიმსივნური წარმონაქმნების იდენთიფიცირებისთვის. დღეისთვის მამოგრაფია გამოიყენება ამ მიზნით და საკმაოდ ეფექტურადაც, თუმცა  მცირე ზომის წარმონაქმნები შეიძლება  მამოგრაფიით ვერ იქნეს დადგენილი და ხელით გასინჯვის დროს გამოვლინდეს.  აგრეთვე შესაძლებელია  ახალგაზრდა ქალებში  ხელით გასინჯვისას აღმოჩნდეს წარმონაქმნები, მაშინ როცა მამოგრაფია მათ შორის იშვიათად გამოიყენება.

მკერდის ინსპექცია:

ქალი უნდა დაჯდეს მაგიდის კიდეზე ხელებით დაეყრდნოს საკუთარ ბარძაყებს, რათა  მკერდის კუნთები შეიკუმშოს.  ამ მდგომარეობაში  კარგად იკვეთება მკერდის ასიმეტრია.  მკლავის თავს ზევით შემოდება არ არის საჭირო  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.  მკერდის კანს  უნდა დააკვირდეს ექიმი ერითრემის, რეტრაქციის,  ასიმეტრიის იდენთიფიცირებისთვის.  აგრეთვე მნიშვნელოვანია შეშუპების და მკერდის და იღლიის კონტურის სიმეტრიაზე ყურადღების გამახვილება.

ლიმფური კვანძები

ინსპექციის შემდგომ ხდება ლიმფური კვანძების დათვალიერება,  უნდა მოხდეს იღლიის (აქსიალური) ლავიწზედა და დალვიწქვედა ლიმფური კვანძების პალპაცია.  ასეთ შემთხვევაში ქალი უნდა იჯდეს,  ხელებით  თავისუფალ მდგომარეობაში.  პალპაცია ხდება ქვევიდან ზედა მიმართულებით. გამხდარ პაციენტებში შესაძლებელია ერთი ან მეტი მობილური ლიმფური კვანძი ისინჯებოდეს, ოღონთ მათ დიამეტრი არ უნდა 1 სმ-ზე ნაკლები უნდა იყოს.  ლიმფური კვანძების პალპაცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან მკერდის კიბოს პირველი მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში ჩნდება.

მკერდის პალპაცია

მკერდის პალპაციის დროს ქალი უნდა იწვეს ზუგზე, თავს უკან ხელი უნდა ჰქონდეს ამოდებული, რათა მკერდის ქსოვილი იყოს დაჭიმული.  პალპაცია შემოისაზღვრება მკერდის ქსოვილის გასინჯვით ზევით ლავიწამდე, გვერდზე  მკერდის ძვლის საზღვრამდე . ქვევიდან სარძევე ჯირკვლის ქვედა ნაოჭი ხოლო მეორე გვერდიდან მიდაქსიალური ხაზამდე.  პალპაციისას ქსოვილები უნდა შემოწმდეს, როგორც ზედაპირულად, ასევე ღრმად.  გასინჯვის დროს კერტებიდან გამონადენის გამოწვევა საჭირო არ არის, თუ პაციენტი არ აღნიშნავს წარსულში სპონტანურ გამონადენს.