პროსტატიტი

პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი დაავადებაა. ეს 20-40 წლამდე ასაკის მამაკაცებში ყველაზე ხშირი უროლოგიური დაავადებაა. საშუალო სტატიასტიკურად 30 წელს ზევით მამაკაცების 30% იტანჯება პროსტატიტით., 40 წელს ზევით – 40%, 50 წელს ზევით კი – 50%.

პროსტატიტის მიზეზები:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები – ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქმონადა, გონორეა, სოკოვანი დაავადება, ნაწლავის ჩხირი ხვდებიან ურეთრაში და იქიდან პროსტატაში;
  • სისხლის მიმოქცევის პრობლემები მცირე მენჯის ღრუში (პროსტატაში შეგუბებითი პროცესები იწვევენ ანთებით პროცესებს);
  • ცხოვრების არააქტიური სტილი და მუდმივი მჯდომარე მდგომარეობა;
  • ხანგრძლივი სექსუალური ტავშეკავება, ხშირი შეწყვეტილი სქესობრივი აქტები, ან აქტის გამუდმებული ხელოვნური გახანგრძლივება;
  • მუდმივი გადაცივება;
  • სტრესი – ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაღლა.

პროსტატიტების კლასიფიკაცია:

  • მწვავე;
  • ასიმპტომური;
  • ქრონიკული ბაქტერიული;
  • ქრონიკული მენჯის ღრუს ტკივილის ანთებითი სინდრომი.

ჩივილები პროსტატიტის დროს:

  1. შარდსადენის შევიწროებით გამოწვეული შარდვის პრობლემები:
    – შარდვის გაძნელებული დაწყება;
    – წყვეტილი შარდვა;
    – შარდის სუსტი ნაკადი;
    – წვეთებით შარდვა;
    – შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;
    – შარდის არანებაყოფლობითი ჟონვა.
  2. ნერვული დაბოლოების გაღიზინებით განპირობებული სიმპტომები:
    – გახშირებული შარდვა;
    – გახშირებული რამის შარდვა;
    – მოშარდვის იმპერატიული მოთხოვნილებები;
    – მცირე პორციებით შარდვა;
    – მოშარდვის სურვილის გაჩენის შემთხვევაში შარდის შეკავების შეუძლებლობა.
  3. ტკივილის სინდრომი მუცლის ქვედა არეში, საზარდულის მოდამოში, ბარძაყების შიგნითა ზედაპირებსა და სხვადასხვაგვარი სექუალური დარღვევები.

უროლოგიური გამოკვლევები:

  1. უროლოგიურ დაავადებების გამოკვლევის საერთო მეთოდები: სისხლის ანალიზი (კლინიკური, ბიოქიმიური, შიდსზე, სიფილისზე, В და С ჰეპატიტების მარკერებზე) და შარდის ანალიზი;
  2. უროლოგიური დაავადებების გამოკვლევის სპეციფიური მეთოდები:
    – პროსტატის სეკრეტის ანალიზი;
    – სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ანალიზები;
    რექტალური გამოკვლევა;
    – შარდის ბუშტის, თირკმელების ულტრაბგერითი გამოკვლევა და პროსტატის ტრანსრექტალური ულტრაბგერითი კვლევა, უროფლოუმეტრია;
    – PSA ანალიზი, პროსტატის ბიოფსია.

გამოკვლევის შედეგად მიღებული პასუხების შემდეგ უროლოგი იღებს გადაწყვეტილებას რა გზით უმკურნალოს პაციენტს. მკურნალობა მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს. ჩვეულებრივ, პროსტატიტის მკურნალობა აუცილებლად მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას, სისხლძარღვების ტონუსის გამაუმჯობესებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიებსა და ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები.