მამაკაცის სასქესო ორგანოები

სათესლე – ოვალური ფორმის სხეული, რომელიც ზარდასრულ მამაკაცში არის 20-30 გრ და 2,5 სმ-ია სიგრძის. გამოიმუშავებს სპერმატოზოიდებს და მამაკაცის სასქესო ჰორმონებს, ანდროგენებს (ძირითადი ტესტოსტერონი). სათესლე წყვილი ორგანოა, მდებარეობს სათესლე პარკში, სადაც ეშვება ბავშვის დაბადებიდან მალევე. სათესლეები დაფარულია გარსით და მისი პარენქიმა იყოფა 250-300 წილაკად. თითოეულ წილაკშ არის 2-3, ან მეტი კლაკნილი მილაკი, რომლებიც სათესლიდან გამოსვლის შემდეგ ერთიანდებიან სწორ მილაკებად, რომლის საშუალებითაც გამოიანებიან სათესლიდან მწიფე სპერმატოზოიდები. სპერმატოზიდები მწიფდებიან კლაკნილ მილაკებში.

სათესლე პარკი – სათესლეების განსათავსებელი კან-კუნთოვანი ორგანოა, რომელიც ტიხრით არის ორად გაყოფილი, თითოეულ ამ ნაწილში თავდება სათესლე თავისი დანამატით. ის ფაქტი, რომ სათელეესი სხეულს გარეთ მდებარეობს სპერმატოგენეზისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. სპერმატოგენეზი ჩვეულებრივ ხდება 36.6 °С, რასაც უზრუნველყოფს სათესლე პარკების მოშვება შეკუმშვა.

სათესლის დანამატი – ორგანო რომელიც მდებარეობს ორივე სათესლი უკანა ზედაპირზე და წარმოადგენს თესლის გამომტანი გზების ნაწილი. მის ღრუში იხსნებიან სწორი მილაკები. სათესლი დანამატიდან გამოდის თესლის გამომტანი სადინარი.

თესლისგამომტანი სადინარი – გრძელი მილია, რომელიც ორივე სათესლის დანამატიდან გამოდის, გაივლის წინამდებარე ჯირკვალში და შემდგომში უერთდება შარდსადენს. მისი სიგრძე 40-50 სმ-ია, ხოლო დიამეტრი 0,4- 0,5 მმ. თესლის გამომტანი სადინრის კუნთოვანი შრის შეკუმშვის საშუალებით  სპერმატოზიდები გამოიდევნებიან შარსადენის მიმართულებით.

სათესლე ბუშტუკები – პარკისებრი წარმონაქმნებია, რომელიც მდებარეობს შარდის ბუშტის ფუძის უკან. ქვევით, წინამდებარე ჯირკვლის ფუძესთან სათესლე ბუშტუკი გადადის საწრეთ სადინარში და თესლის გამომტან სადინართან შეერთებით ქმნის მშხეპავ სადინარს.

წინამდებარე ჯირკვალი –  წაბლის ფორმის კენტი ჯირკვლოვან-კუნთოვანი ორგანოა. მისი მასა 25 გ-ია დაახლოებით. პროსტატა გარს აკრავს შარდსადენის საწყის ნაწილს და მჭირდოს ეკვრის შარდის ბუშტს. მასში გაივლის თესლის გამომტანი სადინრები. პროსტატა შედგება 30-50-მდე წვილი ჯირკვლისაგან, რომლებიც გამოიმუშავებენ სპეციფიურ სეკრეტს. ერევა რა სპერმას, ეს სეკრეტი ააქტივებს სპერმატოზოიდებს, აგრეთვე ეაკულატს აძლევს სპეციფიურ სუნსა და კონსისტენციას.

პენისი – ორგანო, რომლის ფუნქციაც არის სექსუალური კავშირის განხორციელება და საშოში სპერმის შეყვანა. პენისი აგებულებაშ არჩევენ პენისის თავს, სხეულსა და ფუძეს. პენისის თავს სრულად ან ნაწილობრივ ფარავს ჩუჩა. პენისი ჩვეულებრივ მოდუნებულ მდგომარეობაშია, ხოლო მას შემდეგ რაც მოხდება მისი სექსუალური აგზნება, ხდება მისი ერექცია და მზად არის სექსუალური არქტივობისთვის.  ერექციის მიზეზია პენისში არსებული ღრუების – კავერნოზული, ანუ მღიმოვანი სხეულები (რომლებსაც ქმნის ერექტიული ქსოვილი), სისხლით შევსება.  პენისის არტერიები ფართოვდება და სისხლი შედის პენისში, მაშინ როცა ვენები პასიურ მდგომარეობაშია და ხდება მათი კომპრესია. შესაბამისად სისხლი შედის პენისში და არ ხდება მისი იგივე რაოდენობით გამოსვლა ვენების საშუალებით.

შარდსადენი , ურეთრა – მილია, რომლის საშუალებითაც შარდი გამოიტანება შარდის ბუშტიდან. იგი გაივლის მთელი პენისის სიგრძეზე და იხსნება პენისის თავზე არსებულ ხვრელში.ნ ურეთრაში იხსნება თესლისგამომტანი სადინარი და სწორედ მისი საშუალებით გამოდის სპერმა გარეთ ეაკულაციის დროს.