გინეკოლოგიური გასინჯვა

გინეკოლოგიური გასინჯვა მოიცავს, როგორც მენჯის მიდამოს, შორისის და ვულვის ინსპექციას და პალპაციას  აგრეთვე მოიცავს საშოს და საშვილოსნოს ყელის  სარკით დათვალიერებას. მენჯის გასინჯვისას პაციენტი უნდა იწვეს ზურგზე,  ფეხები ე.წ. ლითოტომიურ პოზიციაში.  უნდა მოხდეს ბოქვენის მიდამოს დათვალიერება, ანუსის მიდამოს დათვალიერება, ყურადღებით უნდა იქნეს დათვალიერებული ვულვა (გარეთა სასქესო ორგანოები),  ანთებითი პროცესები ან ნეოპლაზია შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც ვულვაზე ასევე შორისის მიდამოში.  შესაძლოა ვულვაზე მოხდეს ბართოლინის ჯირკვლების და პარაურეთრული ჯირკვლების პალპაცია.

სარკით გასინჯვა:   გინეკოლოგიური სარკით ხდება საშოს და საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, ამისთვის გამოიყენებენ გრეივსის ან პედერსონის გინეკოლოგიურ სარკეებმა. (სურათზეა გამოხატული),   სარკეების გარეთა ზედაპირზე შესაძლებელია მოთავსდეს  გელ-ლუბრიკანტი, ხახუნის ძალის შესამცირებლად.

A Pederson B graves

სარკის მოთავსებამდე აუცილებელია მცირე ბაგეების დაშორება ერთმანეთისგან, და შარდსადენის იდენთიფიცირება.

სარკის მოთავსების შემდეგ იზრდება საშოს შიდა წნევა და ქალს შეიძლება ჰქონდეს დისკომფორტის განცდა.  სარკის ჩადგიმის შემდეგ  ის უნდა დაიწიოს ქვევით 30  გრადუსით, რათა უკეთ მოხდეს საშვილოსნოს ყელის დანხვა.

საშვილოსნოს უმეტეს შემთხვევაში უჭირავს ანტეროვერტული მდებარეობა საშოსთან მიმართებაში.

 

შემდეგ უნდა გაიხსნას სარკე და უნდა დათვალიერდეს საშოს კედლები და საშვილოსნოს ყელი, შესაძლებელი დაწყლულებების ან აბნორმალური გამონადენის არსებობის შესამჩნევად.

ბიმანუალური გასინჯვა:

ბიმანუალური გასინჯვისას ხდება  საშვილოსნოს და მისი დანამატების მობილურობის, ზომის სიმკვრივის განსაზღვრა და შეფასება.  ბიმანუალური გასინჯვა გამოიყენება იმ ქალებშიც რომელთაც ჩატარებული აქვთ ჰისტერექტომია ან  ადნექსექტომია (მილების ან საკვერცხეების ამოკვეთა), ამ შემთხვევაში შესაძლოა დადგინდეს მენჯის სხვა პათოლოგიები, არსებობის შემთხვევაში.

ბიმანუალური გასინჯვის დროს საჩვენებელი და შუა თით უნდა მოთავსდეს საშოს სიღრმეში  ისე, რომ საშვილოსნოს ყელს შეეხოს.  აუცილებელია ხელთათმანების გამოყენება და სასურველია  წყალში ხსნადი ლუბრიკანტის წასმა ხელთათმანზე.   მეორე ხელი თავსდება მუცლის ზედაპირზე და ხდება პალპაცია.

რეტროვაგინალური გასინჯვა განსხვავდება ტიპიური  ვაგინალური ბიმანუალური გასინჯვისგან, ამ დროს  საჩვენებელი თითი თავსდება საშოში, ხოლო შუა თითი რექტალურად.  ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მსხვილ ნაწლავებში წარმონაქმნების იდენთიფიცირება და მენჯის სხდასხვა პათოლოგიების დადგენა.