სპერმატოზოიდები

სპერმატოზიდი (ბერძნ.σπ?ρμα – თესლი, ζω? – სიცოცხლე, ε?δος –  შესახედაობა) – მამაკაცის სასქესო უჯრედი, მამაკაცის გამეტაა, რომელიც უზრუნველყოფს მდედრობითი სასქესო უჯრედის – კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. ჩვეულებრივ სპერმატოზიდი გაცილებით მცირე ზომისაა, ვიდრე კვეცხუჯრედი, რადგან არ შეიცავს დიდი რაოდენობით ციტოპლაზმას და ორგანიზმის მიერ სინთეზდება ერთდოულად რაღაც რაოდენობით.

აუცილებელია ტერმინი „სპერმატოზოიდი“ გავარჩიოთ ტერმინისგან „სპერმა“, რომელიც სპერმატოზიდებთან ერთად შეიცავს სათესლე სითხეს (პროსტატის სეკრეტს, ბულბოურეთრული და სხვა ჯირკვლების სეკრეტს), შარსადენის ეპითელურ უჯრედებს.

პირველად სპერმატოზიდი აღწერა ჰოლანდიელმა მიკრისკოპისტმა ანტონ ვენ ლევენჰუკმა 1677 წელს. ამ „სათესლე ცხოველების“ შესახებს ლევენჰუკის ნათქვამის მიხედვით, ინფრომაცია სტუდენტმა იოჰამ ჰამმა მიაწოდა. და იმის მიუხედავად, რომ ჰამმს ეკუთვის სპერმატოზიდების აღმოჩენა, დეტალურად შეისწავლა მათი აგებულება და გააკეთა ჩანახატები ლავენჰუკმა. პირველად ადამიანის სპერმატოზიდები აღწერა, მერე კი აღწერილი იქნა უამრავი ცხოველის სპერმატოზოიდი. მანვე ივარაუდა, რომ ეს „პატარა ცხოველუკები“ მონაწილეობენ განაყოფიერებაში. თუმცა მისი მოსაზრება არ იქნა გათვალისწინებული და კიდევ მთელი საუკუნე დომინირებდა წარმოდგენა, რომ სპერმატოზოიდები სპერმის პარაზიტები არიან, განაყოფიერებას კი თავად სათესლე სითხე ახორციელებს.

ტერმინი „სპერმატოზიდები“ შემოიღეს XIX საუკუნის დასაწყისში გერმანელი მეცნიერმა კარლ ერნსტ ფონ ბერმა.

ვინაიდან სპერმატოზიდებზე ამხელა შესავალი გავაკეთე, ახლა მოკლედ დავწერ მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.

მომწიფების შემდეგ (64 დღიანი პროცესის შემდეგ) სპერმატოზიდები ერთ თვემდე ინახებიან მამაკაცის ორგანიზმში. ეაკულატში (გამოყოფილ სპერმაში) მათი სიცოცხლისუნარიანოზა მოქმედებს გარემო ფაქტორები – ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე. კარგი პირობების შემთხვევაში სპერმატოზიდები ეაკულატში 24 საათი ძლებენ. საშოში იღუპებიან რამდენიმე საათში. საშვილონოს ყელის მოდამოში, საშვილოსნოსა და ფალოპის მილებში ცოცხლობენ დაახლოებით 72 საათი.