სპერმატოზოიდის ანატომია

ადამიანის სპერმატოზიდი (სპერმია) სპეციალიზებული უჯრედია, რომლის აგებულებაც საშუალებას აძლევს მას შეასრულოს თავისი ფუნქცია: გადალახოს ქალის სასქესო გზებში არსებული წინააღმდებები და შეიჭრას კვერცუჯრედში. სპერმატოზიდი ერწყმის კვერცხჯრედს, ანაყოფიერებს მას და შაექავს მასში მამაკაცის გენეტიკური ინფორმაცია.

მამაკაცის ორგანიზმში სპერმატოზიდი ყველაზე პატარა უჯრედია. მისი საერთო სიგრძე შეასდგენს 55მკმ-ს. თავის სიგრძე არის 5,0 მკმ, სიგანე 3,5 მკმ, სიმაღლე 2.5მკმ. ყელი – 4,5მკმ, კუდი – 45მკმ. სპერმატოზიდის მცირე ზომა საჭიროა მისი სწრაფი გადაადგილებისთვის.

ზომაში შემცირების მიზნით სპერმატოზიდის მომწიფების დროს ხდება გადაწყობა: ბირთვი მცირდება ზომაში ქრომატინის უნიკალურად კონდენსაციის გამო, ციტომპლაზმის დიდი ნაწილი გადმოისროლება სპერმატოზოდის თავიდან „ციტოპლაზმური წვეთის“ სახით და რჩება მხოლდო განსაკუთრებით საჭირო ორგანელები.

სპერმატოზიდები, რომელიც შეიცავენ Y-ქრომოსომებს იწოდებიან ანდროსპერმიებად, ხოლო Х-ქრომოსომის შემცველი სპერმატოზოიდები – გინოსპერმიენას. კვერცუჯრედს, როგორც წესი, ანაყოფიერებს ერთი სპერმია, რომელიც თანაბარი ალბათობით იქნება ანდრო, ან გინოსპერმია.

ჯანმრთელი ადამიანის სპერმოგრამაში არის სპერმატოზოიდების პათოლოგიური ფორმები არა უმეტეს 20-25%.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, სპერმმტოზოიდი შედგება თავის, შუა ნაწილისა და კუდისაგან.

სპერმიის თავი არის გვერდებში შეკუმშული ელიფსოიდის ფორმის, ერთ მხარეს აქვს მცირე ჩაღრმავება, ამიტომაც ხშირად საუბრობენ მის კოვზისებურ ფორმაზე. სპერმატოზოიდის თავში არის შემდეგი სტრუქტურები:

  1. ბირთვი – რომელიც შეიცავს ქრომოსომების ჰაპლოიდურ  (23 ქრომოსომა) ნაკრებს. სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის (აგრეთვე ჰაპლოიდის) შერწყმის შედეგად მიიღება – ზიგოტა, დიპლოიდური ორგანიზმი, რომელიც ატარებს დედისეულ და მამისეულ გენეტიკურ მასალას. ძალიან ძლიერი კონდენსაციის გამო სპერმატოზოიდის ბირთვში ქრომატინი არ არის აქტიური – ანუ მის ბირთვში არ სინთეზდება რნმ.
  2. აკროსომა – სახეშეცვლილი ლიზოსომა – მემბრანული ბუშტუკი, რომელიც ატარებს ლიზოსომურ ფერმენტებს (კვერცუჯრედის კედლის დამშლელი ნივთიერებები, დაახლოებით 15 სახის ფერმენტი). აკროსომა სპერმიის თავის დაახლოებით ნახევარს იკავებს და ზომით დაახლოებით ბირთვის ზომისაა. კვერცხუჯერდთან კონტაქტისას აკროსომა გამოათავისუფლებს თავისფერმენტებს და შლის კვერცხუჯრედისგარსების გარკვეულ უბანს, იქმნება მცირე ზომის „შესავალი“ სპერმატოზოიდისთვის.
  3. ცენტროსომა – მიკრომილაკების ორგანიზაციის ცენტრი. ეს მიკრომილაკები უზრუნველყოფენ სპერმატოზიდების კუდის მოძრაობას.

თავის ქვეშ თავსდება ე.წ. შუა ნაწილი, რომელსაც თავისაგან გამოყოფს მცირე ზომის ყელი.  შუა ნაწილის შემდეგ არის კუდი. მთელი შუა ნაწილი შედგება მიკრომილაკების ნაკრებისაგან. აქვს მდებარეობს მიტოქონდრიონი, სპერმატოზიდის გიგანტური მიტოქონრდია. ამ მიტოქონდრიას აქვს სპირალური ფორმა და გარს ეხვევა ამ მილაკებს. მიტოქონდროა ასინთეზებს ატფ-ს (ანუ ენერგიას) და ამით უზრუნვეკლყოფს სპერმატოზიდის კუდის (შოლტის) მოძრაობას.

კუდი შუა ნაწილის შმდეგ არის განლაგებული. იგი შუა ნაწილზე ვიწრო და გაცილებით გრძელია.