ქალებში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სკრინინგი

ქალებს,  რომლებსაც დაწყებული აქვთ სქესობრივი ცხოვრება, რეკომენდირებულია  დროდადრო  ჩაიტარონ სკრინინგი სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.   ცხრილში მოცემულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სკრინინგის გაიდლაინი, სქესობრივად აქტიურ ასიმპტომურ ქალებში.

ინფექციური აგენტი რეკომენდაცია რისკ ფაქტორი
ქლამიდია ტრაქომატისი,

ნეისერია გონორეა

სასურველია სკრინინგი ყველა ქალის, რომელიც  < 26 წელზე.

26 წლიდან, თუ რისკ ფაქტორი წარმოდგენილია.

ახალი, ან მრავალი სქესობრივი პარტნიორი,

პრეზერვატივის არარეგულარული გამოყენება,

მეძავობა, სხვა სქესობრივი ინფექციის არსებობა, წარსულში ქლამიდიის ან გონორეის არსებობა.

აივ (შიდსის გამომწვევი ვირუსი)

 

უნდა მოხდეს სკრინინგი რისკ ფაქტორების არსებობის შემთხვევაში. მეძავობა,

ნარკომანობა,

მრავალი სქესობრივი პარტნიორი,  სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების არსებობა, სისხლის გადასხმა19 79-1985 წლებში.  სასურველია სკრინინგი 2000  წლამდე ვისაც გადაესხა სისხლი.

ტრეპონემა პალიდუმ (სიფილისის გამომწვევი),

 

უნდა მოხდეს სკრინინგი რისკ ფაქტორების არსებობის შემთხვევაში. მეძავობა, გამოსასწორებელ კოლონიაში ყოფნა,
C ჰეპატიტი უნდა მოხდეს სკრინინგი რისკ ფაქტორების არსებობის შემთხვევაში. ნარკომანობა,

მრავალი სქესობრივი პარტნიორი,  სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების არსებობა, სისხლის გადასხმა19 79-1985 წლებში.  სასურველია სკრინინგი 2000  წლამდე ვისაც გადაესხა სისხლი. პარტნიორი C ჰეპატიტით ინფიცირებული.

B ჰეპატიტი არ საჭიროებს რუტინულ სკრინინგს.  
მარტივი ჰერპესის ვირუსი 2 არ საჭიროებს რუტინულ სკრინინგს.