ჭარბი წონა ქალებში და მასთან ასოცირებული რისკები

სხეულის მასას დღეისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკური მომხიბვლელობის შეფასებისას.  თუმცა სხეულის ჭარბ მასას არა მარტო ესთეტიური კუთხით აქვს მნიშვნელობა, არამედ მას შეუძლია ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიდი პრობლემები  შეუქმნას.   2003 წლის მონაცემებით ამერიკაში ქალების 62 % იყო ან ჭარბწონიანი ან სხვადასხვა ხარისხის სიმსუქნით (სხეულის მასის ინდექსი, როდესაც  აღემატება 24,9  არის ჭარბი წონა, ხოლო თუ აღემატება 30-ს მაშინ სიმსუქნე).

აგრეთვე წელის  გარშემოწერილობა დადებით კორელაციაშია  მუცლის ცხიმების რაოდენობასთან (რაც მეტია გარშემოწერილობა, მით მეტია მუცლის ცხიმების რაოდენობა. ) ეს მდგომარეობა კი სიმსუქნესთან ერთად ქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ  რისკებს.

წელის გარშემოწერილობა მაღალი და რისკის მატარებელია თუ, ქალებში აღემატება 88 სმ-ს ხოლო კაცებში 102 სმ-ს.

სიმსუქნესთან ასოცირებული (კო- მორბიდული ) რისკ-ფაქტორებია:

  • გულის სისხლძარღვთა პათოლოგიები;
  • ათეროსკლეროზი;
  • პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებები;
  • მუცლის აორტის ანევრიზმა;
  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ;
  • ძილის აპნეა
  • ქრონიკული ჰიპერტენზია;
  • ცხიმების ცვლის დარღვევა;
  • ტრიგლიცერიდების მომატებული რაოდენობა;
  • მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცირება;
  • მენორაგია;
  • მეტრორაგია;
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია;
  • ენდომეტრიუმის კიბო;
  • ოსტეოართრიტი;
  • ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებები