სგგ ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მისი განვითარების რისკის შესამცირებლად ძალიან ბევრი მეთოდი შემოიღო მედიცინამ.

თუკი ადამიანი სქესობრივად აქტიურია, მას აქვს საშუალება რამდენიმე მეთოდით შეამციროს სგგი რისკი. პროფილაქტიკის მეთოდები აგრეთვე მნიშველოვანია მაშინ, როცა რომელიმე სგგი-ით დაინფიცირებულმა ადამიანმა ის რომელიმე სხვა ინფექციაში არ აურიოს.

ქვემოთ შეძლებისდაგვარად დეტალურად იქნება მოყვანილი ის მეთოდები, რომლებიც აუცილებელია გამოყენებული იქნას სქესობრივად აქტიური ადამიანის მიერ:

  • თავდაცვ

პრეზერვატვი დღემდე ითვლება თავდაცვის ოქროს სტანდარტად. ადამიანმა მუდმივად უნდა გამოიყენოს პრეზერვატივი შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს (ვაგინალური, ორალური და ანალური), აგრეთვე მაშნ როცა არაფერია ცნობილი პარტნიორის სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ. საშოს დიაფრაგმა, სპერმიციდები და სხვა საშუალებები არ არის სგგი თავდაცვის მეთოდი. პრეზერვატივი კი თითქმის ყველა სგგი-გან იცავს. გამონაკლისი არის ის ინფექციები (გენიტალური ჰერპესი და გენიტალური მჭეჭები), რომლებიც გენიტალიების, ან ირგვლივმდებარე კანის კონტაქტითაც კი გადადის, ანუ პრეზერვატივით თავდაცვა ამ დროს შნელია.

  • სგგი ტესტი

სგგი ტესტი რეკომდენაბულია მათთვის, ვისაც უყვარს შემთხვევითი კავშირები. სგგი ადრეულ სტადიაზევე აღმოჩენილ იქნება ამ შემთხვევაში და მისი მკურნალობაც უფრო მარტივი და შედეგიანია. ანუ ნებისმიერი შემთხვევითი კავშირის შემდეგ ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა სგგი ინფექციებზე.

  • პარტნიორთან გულახდილობა

პარტნიორთან გულახდილობა ძალიან მნიშვნელოვანია სგგი თავდაცვის მიზნით. ასეთი საქციელი ნერგავს პარტნიორებს შორის ნდობასა და პატივისცემას, რაც სგგი რისკს ამცირებს.

  • მუდმივი შემოწმება

ყოველწლიური გინეკოლოგიური და უროლოგიური გამოკველვები დადებითად აისახება, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ჯანმრთელობაზე.

  • სექსუალური პარტნიორების რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა

მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ რაც მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავს ადამიანს, მით მაღალია სგგი დაინფიცირების რისკი.

  • დროული მკურნალობა

დიაგნოსტიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ადრეული და ადექვატური მკურნალობა.