მამაკაცის შარდგამომყოფი სისტემა

მამაკაცის შარდგამომყოფი სისტემა მოცავს თირკმელებს, შარდსაწვეთებს, შარდის ბუშტსა და შარდსადენს.

თირკმელი წყვილი ორგანოა, რომელიც ფორმის მოგვაგონებს ლობიოს მარცალს. მისი სიგრძე დაახლოებით 10-12 სმ-ია, სიგანე – 6 სმ, სისქე – 4-5 სმ.

თირკმელები ახდენენ სისხლის გასუფთავებას რიგი ტოქსინებისაგან, შარდოვანასა და სხვა აზოტშემცველ ნივთიერებებს.

შარდაწვეთები 25-35 სმ სიგრძის ცილინდრის ფორმის მილებია, რომლებიც თირკმელებს აკავშირებენ შარდის ბუშტთან.

შარდის ბუშტი კენტი ორგანოა, რომელიც შარდის დასაგროვებლად არის გამიზნული. ის მდებარეობს მენჯის ღრუში და მისი მ,აქსიმალური მოცულობა ზრდასრულ ადამინს აქვს 300-750 სმ3.

შარდსადენი აგრეთვე კენტი ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს შარდის ევაკუაციას შარდის ბუშტიდან გარემოში.