საშოს ნორმალური ფლორა

რეპროდუქციული ასაკის ასიმპტომური ქალის საშოში არსებობს მრავალი სხვადასხვა მიკრობი. საშოს ფლორა წარმოდგენილია, როგორც აერობებით, ასევე ფაკულტატური და ობლიგატური ანაერობებით.  ბაქტერიების უმეტეს ნაწილს წარმოადგენს ანაერობები.

აერობები: გრამ-უარყოფითი
გრამ-დადებითი ეშერიხია კოლი
ლაქტობაცილები კლებსიელაპროტეუსი
დიფტეროიდები ენტერობაქტერია
ოქროსფერი სტაფილოკოკი ციტრობაქტერია
სტაფილოკოკი ეპიდერმიდისი ფსეუდომონა
B სტრეპტოკოკი  
ენტეროკოკუს ფეკალის  
სტაფილოკოკები  
ანაერობები გრამ-უარყოფითები:
გრამ-დადებით კოკები პრევოტელა
პეპტოსტრეპტოკოკი ბაქტეროიდები
კლოსტრიდიუმი ბაქტეროიდები ფრაგილის ჯგუფიდან.
გრამ-დადებით ბაცილები ფსეუდობაქტერიები
ლაქტობაცილები ვეილონელა
პროპიონობაქტერიები სოკოები
ენტერობაქტერიები

ბიფიდობაქტერიები

 

კანდიდა ალბიკანსი.

უმეტესობა ბაქტერიების ფუნქცია საშოში დაუდგენელია, თუმცა ზოგიერთი ბაქტერია გამოიმუშავებს  რძე მჟავას და წყალბადის პეროქსიდს (წყალბადის ზეჟანგს). ზოგი გამოიმუშავებს ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს ბაქტერიოცინებს.

საშო თავის მხრივ გამოიმუშავებს ლეიკოციტების პროტეაზას ინჰიბიტორს, რომელიც (ცილა) იცავს ქსოვილებს ტოქსიური ანთებითი პროდუქტებისგან და ინფექციებისგან.

საშოს pHსაშუალოდ 4-4,5 ია ამის მიზეზი ბოლომდე ახსნილი არ არის, სავარაუდოდ ლაქტობაცილების მიერ გამოყოფილი  რძის მჟავას , ცხიმოვანი მჟავების და ორგანული მჟავების გამო.  აგრეთვე ამინო მჟავების ფერმენტაციის შედეგად ანაერობი ბაქტერიები გამოყოფენ ორგანულ მჟავებს.  ჯანმრთელი ქალის საშოში არის აგრეთვე გლიკოგენი, რომელიც წარმოადგენს საკვებს მრავალი ბაქტერიისთვის.  მენოპაუზის პერიოდში ქალის საშოს ეპითელიუმი გამოიმუშავებს ნაკლები რაოდენობით გლიკოგენს, შედეგად ბაქტერიების რაოდენობა მცირდება, მცირდება მათ მიერ გამომუშავებული მჟავის რაოდენობა და საშოს pHიწევს ზევით 6,0-7,5 მდე. თუმცა ამ პროცესში მონაწილეობს ქალის ჰორმონული მდგომარეობაც.

საშოს ფლორა საკმაოდ სენსიტიურია ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების მიმართ.

გოგონებს სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე და მენოპაუზის პერიოდში აქვთ შედარებით მცირე რაოდენობით ლაქტობაცილები, ვიდრე რეპროდუქციული ასაკის ქალებს.  მენოპაუზის პერიოდში ქალებში ესტროგენებით ჩანაცვლებით თერაპია აღადგენს ლაქტობაციელბის ნორმალურ რაოდენობას.

საშოს ფლორა იცვლება ასევე მენსტრუალური ციკლის ეტაპების მიხედვითაც.

ანტიბიოტიკებით მკურნალობამ და მენსტრუაციამ, შესაძლოა გამოიწვიოს სოკოს გაძლიერება და მისიგან ანთებით სიმპტომატიკა.

ჰისტერექტომიის შემდეგ (ტოტალური ჰისტერექტომია) ძირითადად იმატებს ანაერობი ბაქტერიების რაოდენობა და წინა პლანზე შეიძლება წამოიწიოს ბაქტეროიდ ფრაგილისმა, ეშერიხია კოლიმ და  ენტეროკოკებმა.