არასპეციფიური ვაგინიტი

ბაქტერიული ვაგინოზი არის კომპლექსური კლინიკური სინდრომი, რომელიც განსაზღვრავს საშოს ნორმალური ფლორის დარღვევას.  ბაქტერიული ვაგინოზი სხვადასხვა სახელით მოიხსეინება:  ჰემოფილუს ვაგინიტი, კორინობაქტერიული ვაგინიტი, გარდნერელა ან ანაერობული ვაგინიტი, არასპეციფიური ვაგინიტი.

ბაქტერიული ვაგინოზის დროს ხდება ფლორის ცვლილება, ან იზრდება ანაერობული ფლორა, აგრეთვე გარდნერელა, ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი, მიკოპლაზმა და ა.შ. ან მცირდება წყალბადის პეროქსიდის მასინთეზირებელი ლაქტობაცილების რაოდენობა.

ბაქტერიულ ვაგინოზს გააჩნია თავისი რისკ ფაქტორები. ბაქტერიული ვაგინოზი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, მაგრამ ასოცირებულია სექსუალურ აქტივობასთან.

ბაქტერიული ვაგინოზის რისკ ფაქტორებს წარმოადგენს:

  • ორალური სექსი;
  • საშოს „გამორეცხვა“
  • რასა – ნეგროიდული;
  • სიგარეტის მოწევა;
  • მენსტრუაციის დროს სექსი;
  • ინტრაუტერინული (საშვილოსნოსშიდა) მოწყობილებები;
  • ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყება;
  • ახალი ან მრავალი სექსუალური პარტნიორი;
  • ჰომოსექსუალური აქტივობა.

ბაქტერიული ვაგინოზი ხასიათდება უსიამოვნო სუნის გამონადენით,  საშო უმეტესად არის ერითრემატოზული,  ყელის გასინჯვისას დარღვევები არ არის (ბ. ვაგინოზის გამო).

კლინიკური დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია: მიკროსკოპული შეფასება ნაცხისა, საშოს pH -ის განსაზღვრა,  აგრეთვე აქროლადი ამინები, რომლებსაც გამოიმუშავებს ანაერობული ფლორა. მიკროსკოპის ქვეშ ჩანს  გასაღები უჯრედები.  თუ საშოს სეკრეტს 10 % კალიუმის ჰიდროქსიდს დავასხავთ, მაშინ გამოთავისუფლდება აქროლადი ამინები,მ რომლებსაც ექნება თევზის სუნი.  მენსტრუაციის დროს სექსისას არასასიამოვნო სუნი, სწორედ საშოს არეში  სპერმის (ტუტე რეაქციის) მოხვედრის შედეგია.  ბაქტერიული ვაგინოზის დროს   pH>4.5 -ზე.  ტრიქომონული ინფექციაც ხშირად ასოცირებულია საშოს ანაერობების ზრდასთან და სუნიან გამონადენთან, ამიტომ აუცილებელია დიფ. დიაგნოზის გატარება.  თუმცა ბაქტერიული ვაგინოზის დროს მიკროსკოპით არ უნდა იყოს გამოხატული ტრიქომონიები.

ბაქტერიულმა ვაგინოზმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სხვადასხვა გინეკოლოგიურ პრობლემებს: ვაგინიტებს, ენდომეტრიტს, პოსტაბორტულ ენდომეტრიტს, მენჯის ანთებით დაავადებას, რომელიც ქლამიდია და გონორეით არ არის გამოწვეული.

მკურნალობა: ხდება მეტრონიდაზოლით, 500მგ 2X 7დ, მეტრონიდაზოლის გელი 0,75%  5 გ (ერთ სრული აპლიკატორი ერთხელ დღეში ინტრავაგინალურად 5 დღის განმავლობაში.  კლინდამიცინის კრემი 2 % 5 გ. (1 სრული აპლიკატორი) ინტრავაგინალურად ძილის წინ 5 დღის განმავლობაში.