ვარიკოცელე

ვარიკოცელე – ვარიკოცელე არის სათესლე ბაგირაკის ფარგლებში სათესლის მტევნისებრი ვენების გაგანიერებაა.

ვარიკოცელს განვითარების რამდენიმე თეორია არსებობს:

  1. ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა;
  2. თირკმლეზედა ჯირკვლებიდან სათესლეში ტოქსიური მეტაბოლირების გადმოსვლა;
  3. ლეიდიგის უჯრედების ჰორმონალური ფუნქციის დარღვევა;
  4. სათესლისა და მისი დანამატის ჰიპოქსია;
  5. აზოტის ოქსიდისა და ბიოგენური ამინების პიდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედაბ;
  6. ანტისპერმული იმუნიტეტი;
  7. თავისუფალი რადიკალების რაოდენობის კლება.

უშვილო პაციენტების 30% აქვს ვარიკოცელე და ისიც აღმოჩენილია შემთხვევითი სამედიცინო გამოკვლევის დროს. ამის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ უმეტესად ვარიკოცელე მიმდინარეობს უმტკივნეულოდ და მხოლოდ 10% აღინიშნება მქცავი ტკივილები, ან დისკომფორტი სათესლის მიდამოში.

უხშირესად ვარიკოცელე (70-80%) ვითარდება მარცხენა მხარეს, დაახლოებით 40% ორივე მხარეს და მხოლოდ 4% იზოლირებულად მარჯვენა მხარეს.

წლებთან ერთად ვარიკოცელე ხდება სათესლის ატროფიის მიზეზი. თუმცა ყველა პაციენტში მიმდინარეობს ინდივიდუალურად და თითოეულ პაციენტს უნდა მივუდგეთ ინდივიდუალურად.

ვარიკოცელე, როგორც წესი სრულიად ფორმირდებამოზარდობის ასაკისთვის და მისი მიმდინარეობა ზოგადად, იყოფა სამ ეტაპად: 1) 16-დან 25 წლამდე – მიმდინარეობს ოლიგოსპერმიით; 2) 25-35 წელი – პათოსპერმია ხან ალაგდება, ხან ისევ იჩენს თავს; 3) მდგრადი პათოსპერმია – სპერმოგრამის მაჩვენებლები სტაბილურად დაბალია.

ვარიკოცელეს კლასიფიკაცია: არსებობს ვარიკოცელს კლასიფიკაციის რამდენიმე ფორმა, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია შემდეგი:

1-ლი ხარისხი – სათესლის პალპაციით ვლინდება დადებითი ვალსალვას მანევრი, ხოლო გაგანიერებული ვენები ჯერ არ ისინჯება;

2-ე ხარისხი – სათესლის პალპაციით ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები ისინჯება ადვილად;

3-ე ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები ჩანს უკვე ვიზუალურადაც.

აღსანიშნავია, რომ ვარიკოცელს ხარისხი არ არის კორელაციაში სპერმატოგენეზის დარღვევის ხარისხთან, ანუ ადრეულ სტატიაზევე შეიძევა იყოს უკვე სპერმატოგენეზის ღრმა დარღვევა.

ჩივილები – ვარიკოცელე ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ და შუამჩნევლად. თუმცა არის გარკვეული გამოვლინებებიც;

  • სათესლის „ჩამოკიდება“, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია სიარულის დროს და სიცხეში;
  • სიმძიმე საზარდულისა და სათესლის მიდამოში;
  • ყრუ ტკივილი სათესლე ბაგირაკის გაყოლებაზე, რომელიც ძლიერდება სიარულის დროს;
  • სათესლის ესთეტიური შესახედაობის შეცვლა.

დიაგნოსტიკა – დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ანამნეზის შეგროვება, ფიზიკალური გამოკვლევა, განსაკუთრებით, სათესლის პალპაცია, ლაბორატორიული ანალიზები (სპერმოგრამა, ჰორმონები), ულტრაბგერა.

ვინაიდან ვარიკოცელე უშვილობის მიზეზებს შორის ყველაზე ხშირი მიზეზია და იმის წინასწარმეტყველება ამ კონკრეტულ პაციენტში იგი გამოიწვევს თუ არა მძიმე შედეგებს შეუძლებელია, ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ოპერაციული ჩარევა.

ოპერაციის ჩვენებებია – უშვილობა სპერმატოგენეზის მძიმე დარღვევების გამო; ტკივილის არსებობა; დაავადების რეციდივი; წყვილის ისტორიაში მუცლის მოშლის არსებობა; სათესლის ჰიპოტროფიისა და ატროფიის პრევენცია.

ოპერაციის მეთოდები:

  • ტესტიკულური სისხლძარღვების ლიგირება და ამოკვეთა;
  • ლაპარასკოპიული მეთოდი;
  • რეტროპერიტონეული მეთოდი;
  • მიკროქირურგიული ოპერაცია საზარდულიდან მიდგომით;
  • რენტგენო-ენდოვასკულარული ჩარევა (ემბოლიზაცია, სკლეროტერაპია, ენდოვასკულარული ელექტროკოაგულაცია).

ოპერაციის წინ აუცილებელია ანალიზები:

  1. შიდსზე, სიფილისსა და В და С ჰეპატიტებზე ანალიზი;
  2. კოაგულოგრამა;
  3. სისხლის ჰგუფი და რეზუსი;
  4. სისხლის ბიოქიმია;
  5. სისხლის ასერთო ანალიზი;
  6. შარდის საერთო ანალიზი;
  7. ეკგ;
  8. სპერმოგრამა;
  9. სათესლე პარკის ორგანოების ულტრაბგერა და დოპლერომეტრია.

ყველაზე ხშირად კეთდება მიკროქირურგიული ოპერაცია. ამ მეთოდის შედეგად პაციენტი დღის ბოლოს წავა სახლში. ოპერაცია სრულდება ძალიან პატარა ორი ნაკერით, რომელიც სურათზე ჩანს კარგად.

ოპერაციის გართულებები:

  • ლიმფოსტაზი;
  • სათესლის ჰიპოტროფია, ან ატრიფია;
  • ტკივილები;
  • ჰიდროცელე;
  • რეციდივი;

პროგნოზი – ოპერაციის შემდეგ 3-6 კვირაა საჭირო, რომ სპერმის მახასიათებლები შეიცვალოს და გაუმჯობესდეს. თუმცა კეთილსაიმედო შედეგი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სათესლის ზომასა და ჰორმონალურ ფონზე.