მენსტრუალური ციკლი


მენსტრუალური  ციკლი შედგება სამი ფაზისგან: ფოლიკულური ფაზა (პროლიფერაციული, პრეოვულატორული), ოვულაცია, ლუთეინური ფაზა. ხოლო მენსტრუაცია არის პროცესი, რომელიც აღმოცენდება ლუთეინური ფაზის დასასრულს და ფოლიკულური ფაზის დასაწყისში და გამოიხატება საშოდან სისხლდენით.

ენსტრუალური ციკლის პირველ დღედ მიჩნეულია ის დღე, როდესაც დაიწყო მენსტრუალური სისხლდენა. 

ფოლიკულური ფაზა (საშუალოდ 1-14 დღე გრძელდება)

ამ ფაზაში ხდება ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციის მცირედ მომატება, რაც იწვევს გრანულოზა უჯრედების პროლიფერაციას, ეს კი ესტროგენების რაოდენობის ზრდას იწვევს.

რომელიმე ფოლიკული (შეიძლება უკეთესი სისხლმომარაგების გამო, გამოიმუშავებს მეტ ესტრადიოლს ვიდრე დანარჩენები, ამას ადგილობრივი გამაძლიერებელი მოქმედება აქვს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის რეცეპტორების მგრძნობელობაზე და აძლიერებს ამ ჰორმონის მოქმედებას, შესაბამისად ერთი ფოლიკული გამოიმუშავებს მეტ ესტრადიოლს, ხდება მისი გრანულოზა უჯრედების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და ეს ფოლიკული ხდება დომინანტი.  დანარჩენი ფოლიკულები ღებულობენ ნაკლებ ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს და ხდებიან ატრეზიულები (კვდებიან)

თეკა უჯრედები –  მალუთეიზინებელი ჰორმონის გავლენით სტიმულირდებიან,  LH მოქმედებს ინტრაცელულარულად ციკლური ამფ-ით, ქოლესტეროლი გადაიყვანება პრეგნენოლონში, შემდეგ მისგან სინთეზირდება ანდროგენები. ანდროგენების მცირე რაოდენობა გამოიყოფა სისხლში, ხოლო დიდი რაოდენობა მიემართება გრანულოზა უჯრედებისკენ,  სადაც ანდროგენები გარდაიქმნებიან ესტროგენებად.

გრანულოზა უჯრედები – ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის არსებობის შემთხვევაში ანდროგენებს გარდაქმნიან  ესტროგენებად არომატაზას დახმარებით.

ესტროგენების ნაწილი გამოთავისუფლდება სისხლში და თრგუნავს მალუთეიზინებელ ჰორმონს და ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს(გამომუშავდება ადენოჰიპოფიზში) ხოლო დანარჩენი ესტროგენებისა მოქმედებს გრანულოზა უჯრედებზე ადგილობრივად და ზრდის მათ სენსიტიურობას ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონისადმი + ასტიმულირებს გრანულოზა უჯრედების პროლიფერაციას.

სისხლში მოცირკულირე ესტროგენების რაოდენობა იზრდება ფოლიკულურ ფაზაში, თუმცა ეს თავის მხრივ ამცირებს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის გამომუშავებას. რაც შეეხება ესტროგენების პერიფერიულ მოქმედებას:

  • ასტიმულირებენ მეორად სასქესო ნიშნებს და  სასქესო დამატებით ორგანოებს.
  • ასტიმულირებს ენდომეტრიუმის პროლიფერაციას(მიტოზია წარმოდგენილი).
  • საშვილოსნოს ყელის ლორწოვანს  ათხელებს და ქმნის სპერმისთვის ადვილად გამტარს.

ოვულაცია

ოვულაცია ხდება დაახლოებით  მე- 14 დღეს (მენსტრუაციის პირველი დღიდან).

ოვულაციის პერიოდისთ ვის ხდება პლაზმაში ესტროგენების „დრამატული“ მატება.  როდესაც ესტროგენების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ისინი აღარ თრგუნავენ ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის და მალუთეიზინებელი ჰორმონის სეკრეციას, არამედ მოქმედებენ პირიქით, სტიმულანტებად (უარყოფითი უკუკავშირის დადებით უკუკავშირში გადასვლა ხდება.)

სისხლში ხდება მალუთეიზინებელი ჰორმონის და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დიდი ტალღისებული გადმოსროლა,  მალუთეიზინებელი ჰორმონი კი იწვევს  ოვულაციას და ყვითელი სხეულის ფორმაციას.

ოვულაცია ხდება(ფოლიკულის გასკდომა), 24-36 სთ-ში რაც ლუთეინური ჰორმონის დიდი ტალღა აღმოცენდება,  ამ დროსვე ლუთეინური ჰორმონის გავლენით მოიხსნება მეიოზზე შეზღუდვა, რომელიც წლების განმავლობაში ბლოკირებული იყო პროფაზაში. სრულდება პირველი მეიოზური გაყოფა.

ლუთეალური ფაზა

14 დღიდან 28 დღემდე გრძელდება საშუალოდ.

ამ ფაზაში თეკა და გრანულოზა უჯრედები გარდაიქმნებიან  ლუთეალურ უჯრედებად.  გრანულოზა უჯრედებს  ესტრადიოლის და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის გავლენით უვითარდებათ ლუთეალური რეცეპტორები, მალუთეიზინებელი ჰორმონის გავლენით ხდება პროგესტერონის სინთეზის გაძლიერება და ესტროგენების შემცირება.

LH Surge(ტალღა, დიდირაოდენობით გადმოფრქვევა) მეშვეობით (რომელიც გამოიწვია ესტროგენების მატებამ),  გრანულოზა და თეკა უჯრედები გარდაიქმნებიან ლუთეალურ უჯრედებად.  ლუთეალური უჯრედების სტიმულირება ხდება მალუთეიზებელი ჰორმონით და ისინი გამოიმუშავებენ პროგესტერონს და ზოგიერთ ესტროგენებს. პროგესტერონი თრგუნავს მალუთეიზებელი ჰორმონის გამომუშავებას (უარყოფითი უკუკავშირი).

პლაზმაში პროგესტერონის მომატებას აქვს რამოდენიმე ფუქნქცია:

  • ენდომეტრიუმის სეკრეტორული ფუნქცია ვითარდება და გამოყოფს საკვებს ბლასტოცისტასთვის.
  • საშვილოსნოს ყელის ლორწო ხდება სქესი და  აძნელებს ბაქტერიების და სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოში.
  • აქვს თერმოგენული ეფექტი: ბაზალური ტემპერატურა იმატებს.

მენსტრუაცია:

პროგესტერონი თრგუნავს მალუთეიზებელი ჰორმონის  სეკრეციას. ოვულაციიდან 1 კვირის შემდგომ ლუთეალური უჯრედები ნაკლებ მგრძნობიარენი ხდებიან მალუთეიზებელი ჰორმონის მიმართ, თავის მხრივ ამ ჰორმონის რაოდენობა კლებულობს, ეს ორი კომპონენტი უარყოფითად აისახება ლუთეინურ უჯრედებზე და ყვითელ სხეულზე.

პლაზმაშ ეცემა პროგესტერონის და ესტროგენების დონე, ენდომეტრიუმის სტიმულაცია აღარ ხდება, შესაბამისად ხდება ქსოვილების სისხლმომარაგების დარღვევა, იშემია და იწყება ენდომეტრიუმის ფუნქციური შრის ჩამოფცქვნა, სპირალური არტერიებიდან სისხლდენა.

მენსტრუაცია არის პასიური პროცესი და გამოწვეულის სასქესო ჰორმონების ნაკლებობით.

სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში ხდება მისი დაშლა (ოქსიდაციის რეაქციებით) მეტაბოლიტების კონუგაცია უკავშირდება გლუკორონი ან სულფატის ჯგუფი და ხდებიან წყალში ხსნადები, გამოიყოფიან შარდით.

ესტრადიოლი შეიძლება გამოიყოს როგორც კონუგირებული ესტრადიოლი, თუმცა უმეტესად მანამდე ხდება მისი ესტრონად ან ესტრიოლად გარდაქმნა.  პროგესტერონის გარდაქმნა ხდება ღვიძლშ პრეგნანედიოლად და გლუკორონირებული პრეგნანედიოლის ექსკრეცია შარდით>.

შარდში სასქესო სტეროიდების არსებობით შესაძლებელია მენსტრუა;ლური ციკლის მონიტორინგი.

დაბალი პროგესტერონის მეტაბოლიტები  და ოდნავ მაღალი ესტროგენების მეტაბოლიტები ახასიათებს ადრეულ ფოლიკულურ ფაზას.  დაბალი პროგესტერონი და სწრაფად მაღალი ესტროგენების მეტაბოლიტები ახასიათებს ფოლიკულურ ფაზას, უშუალოდ ოვულაციის წინ.

პროგესტერონის მეტაბოლიტების მაღალი დონე ახასიათებს ორსულობას და ლუთეალურ ფაზას.

ახალი ციკლი.

მენზის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში არის ესტროგენების და პროგესტერონის განსაკუთრებით დაბალი კონცენტრაცია,  ეს ასტიმულირებს (უარყოფით უკუკავშირით) გონადოტროპინის სეკრეციას, გამომუშავდება მცირე რაოდენობით ფოლიკულოასტიმულირებელი ჰორმონი, რომელიც იწყებს ახალ ციკლს და ფოლიკულის ზრდას.

ფოლიკულური ფაზის ხანგრძლივობა უფრო ვარიაბელურია ვიდრე ლუთეალური ფაზისა.  ლუთეალური ფაზა ძირითადად მუდმივია და ოვულაციის შემდგომ 14 დღეში იწყება მენსტრუაცია.