ნეფრექტომია

ნეფრექტომია არის თირკმლის ამოკვეთა.

ჩვენებები:

ნეფრექტომია ტარდება მაშინ, როცა თირკმელების ფუნქცია ან ანატომიური მთალიანობა დარღვეულია შეუქცევადად და გართულებების რისკი არის მაღალი.

მაგ:

  • ცეცხლნასროლი ჭრილობები, რომლის დროსაც ხდება თირკმლის ქსოვილების მასიური დაზიანება;
  • თირკმლის დახურული დაზიანებეი სერიოზული დარღვევებით;
  • შარდკენჭოვანი დაავადებები, რომლებიც მიდინარეობენ პიონეფროზით, ან ჰიდრონეფროზით;
  • თირკმლის სიმსივნე.

უკუჩვენებები:

ოპერაციის უკუჩვენებაა ავადმყოფის ისეთი მდგომარეობა, როცა ავამდყოფი მძმედაა, მაგრამ უშუალოდ თირკმლის დაზიანების გამო არ არის გამოწვეული. აგრეთვე თანმხლები დაავადებები, რომელტა გამოც იზრდება ოპერაციის გართულებების რისკი და სისხლის შედედების პრობლემები.

მომზადება ოპერაციისთვის:

ოპერაციის წინ საჭიროა გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ანალიზი შედედებაზე, სისხლში შაქრის შემცველობა, სისხლის ბიოქომიური ანალიზი.

ოპერაციის მეთოდიკა

ავადმყოფი ჩვეულებრივ წევს ჯანმრთელ გვერდზე ქვეშ ამოდებული მორგვით. ამ პოზის დასაფიქსირებლად გამოიყენება საოპერაციო მაგისი სპეციალური საჭერები.

თირკმლეთან მიდგომა ხორციელდება ირიბი განაკვეთით წელის მიდამოში. შრეობრივად იკვეთება კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, ფასციები და კუნთები.

ამის შემდეგ ქირურგს აქვს საშუალება მიდგეს თირკმელს, რომელიც მოთავსებულია ცხიმოვან კასფულას. ამ ქსოვილისგან თირკმელი გამოთავისუფლდება თითით და გამოიტანება ჭროლობაში. ზოგჯერ ეს ტექნიკურად რთულია, რადგან შეიძლება იყოს შეხორცებები და ნაწიბურები.

ამის შემდეგ იკვანძება და იკვეთება თირკმლის ფეხი. პირველად იკვეთება შარდსაწვეთი ორ ლიგატურას შორის. შემდეგ გამოიყოფა თირკმლის არტერია და ვენა და იკვეთება ორ ლიგატურას შორის. ჯამში თირკმლის ფეხი გადაკვეთილია და თირკმელი ამოიკვეთება.

შემდეგ ქირურგი ამოწმებს თირკმლის საწოლს და მცირე სისხლდენებს. შმდეგ აქ თავსდება დრენაჟი.

ბოლოს ჭრილობა იკერება შრეობრივად და ედება სტერილური დოლბანდი.

ოპერაციის გართულებები

ნეფრექტომია ითვლება ტექნიკურად რთულ ოპერაციად, რადგან არის დამატებითი სისხძარღვებიდან სისხლდენის შანსი. მეორე და სერიოზული გართულებაა პერიტონეუმის დაზიანების რისკი და მუცლის ღრუს მთლიანობის დარღვევის რისკიც. გარდა ამისა, ანატომიური სიახლოვის გამო შეიძლება დაზიანდეს კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოსტოპერაციული პერიოდი

ავადმყოფი იღებს ანტიბიოტიკებს და ტკივილგამაყუჩებელს. დრენაჟი ამოღებულ იქნას რამდენიმე დღის შემდეგ, როცა დრენაჟიდან სისხლი აღარ მოდის. რამდენიმე დღეში ერთხელ გამოცვლილ იქნას სტერილური საფენი. ნაკერები იხსნება 9-10 დღის შემდეგ.

პოსტოპერაციული გართულებები

რადიკალური ნეფრექტომიის შემდეგ 2% შემთხვევაში არის გართულებები:

  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • გულის უკმარისობა;
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
  • პნევმონია;
  • ატელექტაზი;
  • თრომბოფლებიტი.