ნაადრევი ეაკულაცია ( მალე გათავება )

ნაადრევი ეკულაცია – ეს პათოლოგიური ეაკულაციაა, რომელიც დგება სქესობრივი აქტის დადგომამდე, ან აქტის დასაწყისშივე. ნაადრევი ეაკულაცია არ არის ცალკე ნოზოლოგია და ხშირად შარდსასქესო სისტემის რომელიმე დაავადების გამოწვეულია.

ნაადრევი ეაკულაციის მიზეზები:

  • სათესლე ბორცვის ანთება, რაც ნაადრევად განაპირობებს ეაკულაციის რეფლექსს;
  • პარაცენტრალური წილების სინდრომი ემბრიონული, ან სამშობიარო ტრავმით გამოწვეულიპ ათოლოგია – ზინადება უროგენიტალური ტრაქტის მაკონტოლებელი ქერქის უბანი);
  • მამაკაცის ჰიპერსექსუალობა, რომელიც ვლინდება ორგანიზმის თავისებურებითაა გამოწვეული და ვლინდება ხშირი, მაგრამ ხანმოკლე აქტებით;
  • ეაკულაციის მაკონტროლებელი (ზურგის ტვინის გავა-წელის ნაწილის) დაზიანებით;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ფსიქოლოგიური მხარე (დეპრესია, ნევროზები, სტრესი, დაღლილობა).

დიაგნოსტიკა:

  • ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ურეთროსკოპია;
  • ლაბორატორიული გამოკვლევები;
  • ჯაჭვურ პოლიმერაზული რეაქცია.

მკურნალობა ძირითადად მოიცავს კონსერვატორულ თერაპიას: ანთებისსაწინააღდეგო საშუალებები და ანტიდეპრესანტები. ეაკულაციის დროსი კორექციისთვის გამოიყენება ინტრაკავერნოზული ინექციები ვაზოაქტიური ნივთიერებებით. ქირურგიული ჩარევა მოიცავს დენერვაციას (პენისის ნერვული გზების გადაკვეთა). ეფექტი უფრო ადრე მიიღწევა ქირურგიული ჩარევის დროს. ძირითად მკურნალობასთან ერთად გამოიყენება ფიზიოთარეპიული ღონისძიებები: ფონოფორეზი, ელექტროფორეზი, ლაზეროთერაპია, მაგნიტოთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია.

რიგ შემთხვევებში გამოიყენება ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპია, ვიტამინები, მინერალები, კარგი კვება, იმუნიმოდულატორები და კაგელის ვარჯიშები ეაკულაციის კონტროლისთვის.