ჰორმონები და სექსი

ადამიანის სექსუალური ციკლი შედგება სხვადასხვა ეტაპებისგან რაც ნაწილობრივ რეგულირდება ჰორმონული მდგომარეობით, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის აქტივობას. ადამიანის ჰორმონულმა მდგომარეობამ ან ჰორმონალურმა მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა სახის სექსუალური დისფუნქცია, როგორც ქალში, ასევე მამაკაცში.

თავის ტვინის კვლევებმა ცხადჰყო, რომ სექსუალური რეაქციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს ტვინის სხვადასხვა რეგიონები,  ჯანმრთელ ადამიანში ეროტიულ წარმოსახვაში მონაწილეობს ლიმბური სისტემა და პარალიმბური რეგიონები, ეს ადგილები მნიშვნელოვანია სექსუალური მოტივაციის ჩამოყალიბება-განვითარებაში, აგრეთვე მნიშვნელოვანია პარიეტალური ზონების აქტივობა, რომელიც ემოციურ და მოტორულ რეაქციებზე არიან პასუხისმგებელნი.  კაცები ძირითადად სექსუალურ ძლიერ რეაქციას გამოხატავენ ვიზუალური გამღიზიანებლის საპასუხოდ,  როდესაც მამაკაცები და ქალები ურთიერთობენ არასექსუალური გზით, კაცებში უფრო მეტად ამიგდალას აქტივაცია არის გამოხატული, რაც საშუალებას იძლევა იმის ვარაუდისას, რომ ამიგდალა მონაწილეობს სექსუალური რეაქციის ჩამოყალიბებაში ვიზუალური გამღიზიანებლის საპასუხოდ.  ქალებში ვიზუალური გამღიზიანებლის საპასუხოდ არ ხდება ტვინის რეგიონების გამოხატული აქტივაცია განსხვავებით მამაკაცებისგან. ქალების შემთხვევაში გენიტალიების სტიმულაციის დროს  ხდება ფრონტოპარიეტალური ზონების აქტივაცია, მაშინ როცა კაცების შემთხვევაში აქტივირდება ვენტრალური ოქციპიტოტემპორალური ქერქი.

ნეიროტრანსმიტერები და ჰორმონები, რომლებიც მონაწილეობენ სექსუალრ რეაქციებში

სექსუალურ რეაქციაში ხდება ჰორმონების და ნეირო ტრანსმიტერების კომპლექსური მონაწილეობა, ანდროგენები უზრუნველყოფენ ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებას, თავის მხრივ ნეიროტრანსმიტერები ახდენენ ანდროგენის რეცეპტორების მოდულირებას. ტესტოსტერონს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სექსუალური სურვილის და აგზნების რეაქციებში, ეს ფაქტი უკეთესად არის განსაზღვრული მამაკაცების შემთხვევაში.  სტეროიდები ახდენენ  თავის ტვინში დოფამინის, ნორადრენალინის, მელანოკოტრინის და ოქსიტოცინის სინთეზს და გამოყოფას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დოფამინს ვიზუალური სტიმულაციის საპასუხო რეაქციის განვითარებაში.   სექსუალურ ინჰიბიციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ოპიოიდები,  ენდოკანაბინოიდები და სეროტონინი.  ეგზოგენური ოპიატები იწვევენ სექსუალურ ინჰიბიციას, აგრეთვე ისინი აინჰიბირებენ მალუთეიზინებელ ჰორმონს და ტესტოსტერონს.  ენდოგენური ოპიატებიც გამომუშავდება სტეროიდების საპასუხოდ და აინჰიბირებს მათ. ბეტა ენდორფინი გამომუშავდება წინაჰიპოფიზში (ადენოჰიპოფიზი) და ჰიპოთალამუსში, აგრეთვე მედიალურ პრეოპტიკურ არეაში ამიგდალაში და სხვა რეგიონებში.

მელანოკორტინი გამომუშავდება პრო ოპიომელანოკორტინისგან და მონაწილეობს სექსუალური რეაქციის ჩამოყალიბებაში, ისინი მოქმედებენ მელანოკორტინ-4 რეცეპტორებზე.  მელანოკორტინის რეცეპტორის ა აგონისტები ჯანმრთელ მამაკაცში იწვევენ სპონტანურ ერექციებს, აგრეთვე სექსუალური დისფუნქციის შემთხვევაში + მატებენ სექსუალურ სურვილს. ქალებში ზრდიან სურვილს, მაგრამ არა გენიტალურ აგზნებას.

ორგაზმის მოახლოების დროს იზრდება ოქსიტოცინის რაოდენობა. პროლაქტინის მაღალი დონე სექსუალურ სურვილს აქვეითებს როგორც ქალში, ასევე მამაკაცში.