ალკოჰოლი და სექსი

ალკოჰოლი გავლენას ახდენს ადამიანის სექსუალურ ქცევაზე,  ალკოჰოლი ცნს -ის (ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტია) შესაბამისად ის მთელი სხეულის, მათ შორის სასქესო სისტემის  დეპრესიას იწვევს.  ალკოჰოლის მიღებას ზოგჯერ ახლავს სიხარულის და „ბედნიერების“ განცდა, თუმცა ზოგ შემთხვეწვაში ის ამძაფრებს აგრესიას, სიბრაზეს და დეპრესიას.  ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს,  სხეულის კოორდინაციაზე და სამართლიანობის განცდას თრგუნავს ადამიანში.  ალკოჰოლის მიღების მთავარი გვერდითი ეფექტი არის ინჰიბიციის მოხსნა ფსიქიკაზე (ადამიანი კარგავს თავზე კონტროლს). ინჰიბიციის შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური ქცევის გააქტივება.

 

ალკოჰოლი მამაკაცში (როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მოხმარება) თრგუნავს ტესტოსტერონის პროდუქციას   NAD+/NADH -ის მეტაბოლიზმის დათრგუნვით.  ტესტოსტერონს კი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სექსუალური სურვილის განვითარება,  ასევე ფიზიკური აგზნების პროცესში. ალკოჰოლი ამცირებს სექსუალურ სიამოვნებას , ორგაზმის და ეაკულაციის სიმძლავრეს.  ალკოჰოლის მოქმედების შედეგად ხანგრძლივდება ორგაზმის მიღწევის დროც.

ალკოჰოლი ქალებში – ზოგ შემთხვევაში ზრდის სექსუალურ აგზნებას და სურვილს, თუმცა ასუსტებს აგზნების ფიზიოლოგიურ ნიშნებს. ალკოჰოლი ქალებში ზოგ შემთხვევაში ზრდის  ტესტოსტერონის და ესტროგენების რაოდენობას.  ხოლო ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ქალებში ხდება უფრო ადვილად და სწრაფად, ვინაიდან, ქალებს აქვთ ცხიმების მეტი პროცენტული შემადგენლობა, ნაკლები წყალი, ეს კი ხელს უწყობს ალკოჰოლის მაღალი კონცენტრაციის შექმნას.

ქალების ნაწილში ალკოჰოლი იწვევს ორგაზმის სიმძლავრის შემცირებას და ორგაზმის დროის გახანგრძლივებას, თუმცა ქალების ნაწილი აღნიშნავს, რომ ალკოჰოლი აძლიერებს მათ სექსუალურ სიამოვნებას და ოგრაზმის დროს სიამოვნებას.

ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ქალების უმეტესობაში იწვევს სექსუალური ქცევის (აგზნების და სურვილის) გაძლიერებას. ეს მდგომარეობა ახსნილია ალკოჰოლის ინჰიბიტორული ეფექტის დაქვეითებით. აგრეთვე ალკოჰოლი ქალებში იწვევს მოდუნებას და რელაქსაციას რაც დამატებითი სტიმულია სექსუალური ქცევის გასაზრდელად.

თუმცა ალკოჰოლს აქვს დიდი გვერდით ეფექტები  რისკის მატარებელი ქცევის მხრივ.  ალკოჰოლის მოხმარება იწვევს დაუცველი სექსის სიხშირის გაზრდას, არასასურველი ორსულობის რისკის მატებას, + სექსუალურ ძალადობას და სგგი-ს (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების) გაზრდა.