პოლისპერმია

ბევრი სპერმა ანუ პოლისპერმია – ეაკულატის დიდი რაოდენობა, რომელიც აჭარბებს 10 მლ-ს. ეს სიმპტომი აგრევე ისაზღვრება, როგორც ეაკულატში სპერმატოზოიდების მომატებული რაოდენობა (300 მლნ-ზე მეტი).

სპერმის ჭარბი გამოყოფა ხშირად ხდება ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავების შემდგომ. თუმცა სპერმის ხანგრძლივი სიჭარბე შესაძლოა მიუთითებდეს სასქესო სისტემის რომელიმე ორგაზნოს ანთებით პროცესზე, ან სპერმატოზოიდების მომწიფების პროცესის დარღვევაზე.

ამიტომაც ასეთ დროს რეკომენდებულია ექიმი-უროლოგის კონსულტაცია. გასათვალისწინებელია, რომ ჭარბი სპერმა საყურადღებო მაშნაა, როცა მას ახლავს ერექციია და ორგაზმის პრობლემები, პენისიდან გამონადენი მოსვენებულ მდგომარეობაში.

დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შარდის, სისხლის საერთო ანალიზები, ულტრაბგერითი გამოკველვა და ბირთყვულ-მაგნიტური რეზონანსი. ექიმთან დაგვიანებული ვიზიტი შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი!!!