ცვლილებები ორსულობისას

ორსულობისას ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც უზრუნველჰყოფს დედის ადაპტაციას ახალ პირობებთან (ორსულობასთან).  ცვლილებები ვლინდება, როგორც ფიზიკური გარეგნული მახასიათებლების მხრივ, ასევე ჰორმონულად და ფსიქოლოგიური კუთხით.

საშუალოდ ქალი  ორსულობაში 12,5 კგ -ს იმატებს,  სხვადასხვა ორგანოები იმატებენ მოცულობაში და წონაში არაორსულ მდგომარეობასთან შედარებით.

ნაყოფი (საშუალოდ)  3,4 კგ

პლაცენტა – 0,65 კგ

ამნიონური სითხე –  0,8 კგ;

საშვილოსნო 1 კგ.

მკერდი 0,4 კგ

ექსტრავასკულარული სითხე 1,5 კგ.

დედისორგანიზმში ცხიმები 3,3 კგ.

ორსულობისას საშვილოსნოს მოცულობა 10 მილილიტრიდან 5 ლ- მდე იზრდება.  უტეროპლაცენტარული ცირკულაცია კი, 450-650 მლ/წუთს აღწევს.  დედის ორგანიზმში იზრდება სისხლის მოცულობა, როგორც ერითროციტების ასევე პლაზმის მატების გამო.  მესამე ტრიმესტრის ბოლოსთვის სისხლის რაოდენობა შესაძლოა 40-50  % -ით გაიზარდოს.  ამ პერიოდისთვის იმატებს ალდოსტერონის რაოდენობა ეს კი იწვევს ნატრიუმის და წყლის შეკავებას ორგანიზმში.  ერითროციტების რაოდენობა იზრდება დაახლოებით 20 %-ით ამის მიზეზი კი ერითრო პოეტინის ჭარბი სეკრეციაა.   ჰემატოკრიტი მცირდება შესაძლოა 15 %-ითაც შემცირდეს.

თირკმლის გლომერულური ფილტრაციის ხარისხი იზრდება, განსაკუთრებით მეორე ტრიმესტრიდან.  წინაგულოვანი ნატრიურეზული პეპტიდის გამოყოფა იზრდება რაც თავის მხრივ ნატრიურეზს (ნატრიუმის ექსკრეციას) იწვევს.  ოსმოსური წნევის ცვლილება იწვევს ჰიპოთალამუსში ვაზოპრესინის გამომუშავებას და წყურვილის ცენტრის აქტივაციას.  ორსულობის დროს ოსმოლარობა მცირდება დაახლოებით 4 %-ით.

ქალის ორგანიზმში იმატებს ესტროგენების და პროგესტერონის რაოდენობა, აგრეთვე ენგიოტენზინის რაოდენობა.

გულის ცემა იზრდება 10-15 -ით

გულის წუთმოცულობა იზრდება 30-50 % -ით.

მცირდება დიასტოლური ცნევა;

სისტოლური წნევა ძირითადად არ იცვლება ან იცვლება მცირედ.

პერიფერიული ვასკულარული რეზისტენტობა მცირდება 20 %- ით.

ფილტვის სასიცოცხლო მოცულობა იზრდება 30 %-ით.

ვითარდება რესპირატორული ალკოალოზი, რომლის კომპენსირება ხდება ბიკარბონატის გაძლიერებული ექსკრეციით თირკმელებიდან.

დიაფრაგმა იწევს ზევით და საშვილოსნოსთვის ფართობი იზრდება.

ორსულობაშ კუჭის დაცლის დრო იზრდება  ხოლო საყლაპავის სფინქტერი სუსტდება, ამიტომ რეფლუქს-ეზოფაგიტის განვითარების შანსი იზრდება.

ნაწლავების კუმშვით მოქმედებაც სუსტდება ორსულობის დროს, ამიტომაც ხშირია ორსულებს შორის შეკრულობა.  სუსტდება ნაღვლის ბუშტის ტონუსიც, ამიტომაც ქოლელითიაზის განვითარების შანსი იზრდება ორსულებში.