მამაკაცის სასქესო სისტემის ანატომია-ფიზიოლოგია

მამაკაცის სასქესო ფიზიოლოგია მოიცავს ზოგადად ადამიანის სექსუალური რეაქციის ციკლის ეტაპებს(მასტერსის და ჯონსონის შემუშავებული), რომელიც ოთხი ფაზისგან შედგება: აგზნება, პლატო, ორგაზმი, რეზოლუცია. აგზნების დროს იზრდება გულისცემის სიხშირე, კერტების ერექცია, ხდება პენისის ერექცია, სათესლე ჯირკვლების აწევა. პლატო ფაზაში გულისცემის სიხშირე კიდევ უფრო იზრდება, სექსუალური სიამოვნება იზრდება, შარდის ბუშტის სფინქტერი იკეტება მჭიდროდ, პენისის ფუძეზე კუნთების რითმული შეკუმშვა იწყება და მამაკაცს გამოეყოფა მცირე რაოდენობით სითხე პრეეაკულატი.  ორგაზმი ასოცირებულია მენჯის კუნთების ძლიერ შეკუმშვასთან, აგრეთვე იკუმშება ანალური სფინქტერი, ხდება ეაკულაცია სპერმის გადმოღვრა პენისიდან შარდსადენის მეშვეობით.  ორგაზმს თან ახლავს ძლიერი სიამოვნების განცდა. რეზოლუციის ფაზაში კუნთები დუნდება, გულის ცემა და არტერიული წნევა ეცემა, პენისის ერექცია „იკარგება“, პენისი გადადის მოდუნებულ მდგომარეობაში,  ორგაზმს და ეაკულაციას მოჰყვება რეფრაქტერული პერიოდი, რომლის ხანგრძლივობაც ინდივიდუალურია და რომლის დროსაც შეუძლებელია ხელახალი ორგაზმის მიღწევა.

ერექციის მექანიზმი:

პენისის ერექტიული ქსოვილი შედგება ორი დორსალურად მდებარე კავერნოზული სხეულისგან და ვენტრალურად მდებარე ღრუბლისებრი სხეულისგან (სპონგიოზური სხეული).  ერექტიული ქსოვილი შედგება მრავალი კავერნული სივრცეებისგან და მათი გამტიხრავი ტრაბეკულებისგან. ტრაბეკულები წარმოდგენილია გლუვ კუნთოვანი უჯრედებით, რომლებიც ქმნიან ერთიან სინციტიუმს.  ტრაბეკულების ზედაპირი ამოფენილია ენდოთელური უჯრედებით.

პენისის სისხლმომარაგება ხორციელდება სასირცხო არტერიებით, რომლებიც თეძოს შიგნითა არტერიის ტოტებია. სასირცხვო არტერიები იყოფა: კავერნოზულ, პენისის დორსალურ და ბულბოურეთრალ არტერიებად.  კავერნოზული არტერიები საბოლოოდ იძლევიან ტოტებს და სპირალისებრ არტერიებს, რომელთა ნაწილიც პირდაპირ კავერნოზულ სივრცეში ბოლოვდება.

სპირალურ არტერიებს გააჩნიათ სარქვლები და გლუვი წრიული კუნთები, რომელთან ტონუსი მუდმივია, სისხლი მათში მცირე რაოდენობით მოძრაობს რადგან ხდება არტერიო-ვენური შუნტებით პირდაპირ ვენურ დინებაში გადასვლა(ღრმა დორსალური ვენა). პარასიმპატიკური სტიმულაციის დროს არტერიების ტონუსი იხსნება და მათში სისხლი მეტი რაოდენობით იწყებს დინებას.

პენისის ინერვაცია – ხორციელდება სიმპათიკური  (T11-L2), პარასიმპათიკური  (S2-S4) და სომატური ნერვებით.  სიმპატიკური და პარასიმპატიკური ბოჭკოები ერთიანდება ქვედა ჰიპოგასტრიულ წნულში.  სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნერვები პენისში კავერნოზული ნერვების სახით შემოდიან, ქვედა ჰიპოგასტრიული განგლიონური წნული ადამიანის ორგანიზმშ მდებარეობს რეტროპერიტონეულად სწორი ნაწლავის მახლობლად.

ბოჭკოების ტიპი მდებარეობა ზურგის ტვინში ნერვები ფუნქცია
სიმპატიკური T10 – L2 ჰიპოგასტრული, შემდგომ კავერნოზული ნერვები ანტიერექტიული, ასრულებენ როლს ღამის ემისიების დროს.
პარასიმპატიკური S2-S 4 კავერნოზული და მენჯის ნერვები პროერექტიული
სომატური S2 –S4 სასირცხვო ნერვი პენისის მგრძნობელობა,  ეაკულაციის დროს განივზოლიანი კუნთების შეკუმშვა.

 

თავის ტვინში: ამიგდალა, პრეოპტიკური არეა, პარავენტრიკულური ბირთვები და ჰიპოთალამუსი, აგრეთვე პერიაკვადუქტალური რუხი ნივთიერება თამაშობს მნიშვნელოვან როლს პენისის ერექციაში.

სენსორული ინფორმაცია მოდის ჯერ ამიგდალაშ, შემდგომ პარავენტრიკულური  ბირთვები, შემდგომ ჰიპოთალამუსი და ბოლოს პერიაკვადუქტალური რუხი ნივთიერება.

ჰემოდინამიკური ცვლილებები ერექციის დროს –  ერექციის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპირალური არტერიების დიალატაციას და კავერნოზულ სხეულებში სისხლის დინების გაძლიერება, ამას ემატება კავერნოზულის კუნთების რელაქსაცა და სივრცის გაზრდა კავერნოზულ სინუსებში. პენისის ზომაში მატებას მოყვება ვენური უკუდინების დახშობა, რაც თავის მხრივ აძლიერებს ერექციას და უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას.  მნიშვნელოვან როლს თამაშობს  სპირალური არტერიების სარქვლებიც რაც აძლიერებს სისხლის ერთი მიმართულებით ძლიერ დინებას.   პენისის ზომაშ მატების შედეგად ვენულები მიეჭყლიტება საკმაოდ რიგიდულ  თეთრ გარსს(ტუნიკა ალბუგინეა).  შედეგად მიიღება პენისის საკმაოდ ძლიერი ერექცია.