სპერმის შემცირებული რაოდენობა

მცირე რაოდენობით სპერმა (შეიძლება ეწოდოს ოლიგოსპერმიაც) –  სპერმის შემცირებული რაოდენობით გამოყოფაა, როცა მისი რაოდენობა არ აღემატება 1,5 მლ-ს (ნორმაში უნდა იყოს 2-დან 8-მდე).

ეს მდგომარეობა ნორმალურად ითვლება, თუკი გვხვდება ხანდაზმულ ასაკში, რადგან ქვეითდება სათესლე ჯირკვლების ფუნქცია, ხოლო ახალგაზრდებში ეს სიმპტომი ნორმალურად ითვლება სქესობრივი აქტებისა და მასტურბაციების სიხშირის ზრდის დროს.

რაც შეეხება პათოლოგიებს, სპერმის შემცირებული რაოდენობა ახასიათებს:

  • თესლგამომტანი გზების დაავადებები;
  • ანთებითი პროცესები სათესლეებსა და მის დანამატებში;
  • კუპერის ჯირკვლების ანთება;
  • სათესლე ბუშტუკების დაავადებები;
  • შარდსასქესო სისტემის ქრონიკული დაავადებები;
  • სასქესო ორგანოების ტრავმები;
  • ფსიქოლოგიური პრობლემები და ფზიზიკური გადატვირთვა;
  • შიმშილი;
  • ალკოჰოლიზმი;
  • სასქესო ჰორმონების უკმარისობა;
  • განვითარების ანომალიები და გენეტიკური დაავადებები.

პათოლოგიის არსებობის დასადასტურებლად საჭიროა სპერმის ანალიზი. ყველა შემთხვევაში საჭიროა უროლოგის კონსულტაცია.